22 დეკემბერს დაჯილდოვება "ქართული ბრენდის დღე" გაიმართება

22 დეკემბერს დაჯილდოვება "ქართული ბრენდის დღე" გაიმართება

უკვე 13 წელია საქართველოში ღონისძიება "ქართული ბრენდის დღე" იმართება. წლის გამორჩეული მოვლენა, რომელსაც ქართული კომპანიები წლიდან წლამდე ელიან, საზოგადოებასთან ურთირთობის სააგენტო "პროფილის" ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიების დამფუძნებლისა და ორგანიზატორის, მანანა გეგიძის თქმით, "ქართული ბრენდის დღე" 2003 წელს დაფუძნდა და იქიდან მოყოლებული ღონისძიებამ მასშტაბური სახე მიიღო. დაჯილდოვება წელს 22 დეკემბერს, სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართება და რამდენიმე წარმატებულ ქართულ ბრენდს გამოავლენს.

- პირველად ღონისძიება 2003 წელს ჩატარდა. მონაწილეობას მხოლოდ ღვინის ბრენდები იღებდნენ. უკვე 2004-2005 წლებში, ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, ბაზარზე გაჩნდა ახალი კომპანიები. თავიდან მოკრძალებული ღონისძიება იყო, თუმცა წლებთან ერთად, "ქართული ბრენდის დღის" მასშტაბები გაიზარდა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. "ქართული ბრენდის დღე" გახდა პოპულარული პროექტი, რომელიც ასახავს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და არა მარტო ეკონომიკურ წინსვლას, ეს ასევე ეხება კულტურას, მეცნიერებას და ა.შ.

- როგორ არჩევთ ღონისძიებაში მონაწილე კომპანიებს?

- არსებობს კვლევის სხვადასხვა მეთოდები, მაგალითად ჩვენ ვიყენებთ სოციალურ, მარკეტინგულ კვლევას. კომპანია, რომელიც არის ახალი, მას ვუწევთ რეკომენდაციას საპრეზენტაციო ჭრილში, ვსწავლობთ მათ საქმიანობას და წარმოვადგენთ ქართული ბრენდის დღეზე. კომპანია, რომელსაც ჰქონდა პრეტენზია, ყოფილიყო წარმატებული, მოგვიანებით ლიდერის პოზიციაზეც არაერთხელ გვიხილავს ქართული ბრენდის დღეზე.

- რამდენ კომპანიას არჩევთ?

- თვითონ ბიზნესკომპანიების რაოდენობა 20-მდეა, მაგრამ ამ ყველაფერს ემატება სხვადასხვა წარმატებული პროექტი, ასევე ვაჯილდოვებთ ბრენდ-პერსონას, ამაში შედის კულტურის, ხელოვნების, შოუ-ბიზნესის სფეროებიც.

- რით იქნება წლევანდელი დაჯილდოება წინა წლებისგან გამორჩეული?

- წელს ლოკაცია შეიცვალა. წლების განმავლობაში ღონისძიებას ვატარებდით "შერატონ მეტეხი პალასში", წელს ღონისძიება ახალ სასტუმროში, "ბილტმორ თბილისში" გაიმართება. განსხვავებულია ყოველთვის, რადგან მონაწილეები განსხვავდებიან. თვითონ ფაბულა შეიძლება არ იცვლება, მაგრამ იცვლებიან მონაწილეები, გამონაკლისების გარდა, რომლებიც წლების განმავლობაში ლიდერის პოზიციაზე არიან.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი