პასუხი ამ მკვლელობაზე მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის ფაქტის კომენტირებისას.
"ბანდიტები თავიანთ თავზე იგრძნობენ ამ პასუხს. რუსეთის ფედერაციის გამოძიების კომიტეტმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაუყოვნებლივ გაემგზავრება ანკარაში, სადაც თურქ კოლეგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გამოძიებაში. შეთანხმება ამის შესახებ უკვე მიღწეულია თურქეთის პრეზიდენტთან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ მართავდა მკვლელის ხელს", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
იხილეთ ვიდეო: ”შემზარავი კადრი: მომენტი, როცა რუსეთის ელჩს ტყვია ხვდება”