თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვს ესროლეს, რომელიც გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე "რუსეთი თურქების თვალით" სიტყვით გამოდიოდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 წლის ელჩს უკნიდან იმ დროს ესროლა, როდესაც ის სიტყვით გამოსვლას ასრულებდა.
"ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით", - დაიძახა რუსეთის ელჩზე თავდამსხმელმა და ელჩს ხუთი ტყვია ესროლა. თავდამსხმელი ნეიტრალიზებულია.