რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ თურქეთში რუსეთის ელჩს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, მომხდარ ინციდენტზე უწყება უახლოეს პერიოდში ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
"გთხოვთ ორიენტაციას ოფიციალურ ინფორმაციაზე, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ან თურქეთში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელდება", - აღნიშნა ზახაროვამ. მისივე თქმით, რუსეთის მხარე თურქეთის ხელისუფლებასთან მუდმივ კონტაქტზეა.
თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი ჰოსპიტალიზებულია. რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გამოფენაზე სიტყვით გამოდიოდა, სადაც ტარდებოდა ფოტოგამოფენა "რუსეთი თურქების თვალით".