პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლა-სკალას სცენაზე დღეს ანიტა რაჭველიშვილი და დათუნა ალადაშვილი კონცერტს გამართავენ
ლა-სკალას სცენაზე დღეს ანიტა რაჭველიშვილი და დათუნა ალადაშვილი კონცერტს გამართავენ

"ლა-სკა­ლას" თე­ატ­რის სცე­ნა­ზე დღეს ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი და და­თუ­ნა ალა­დაშ­ვი­ლი კონ­ცერტს გა­მარ­თა­ვენ. ამას­თან, პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის ნა­წარ­მო­ე­ბის პრე­მი­ე­რა შედ­გე­ბა.

ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი­სა და და­ვიდ ალა­დაშ­ვი­ლის "ლა სკა­ლას" კონ­ცერ­ტის­თვის შე­იქ­მნა, ეძღვნე­ბა იმ ადა­მი­ან­თა ხსოვ­ნას, ვინც უსა­მარ­თლო­ბას სას­ტი­კი წა­მე­ბით ემსხვერ­პლა. ნა­წარ­მო­ებს სა­ფუძ­ვლად და­ე­დო გა­მო­ჩე­ნი­ლი პო­ე­ტის პოლ ცე­ლა­ნის ლექ­სი "სიკ­ვდი­ლის ფუგა", რო­მე­ლიც მან ოს­ვენ­ცი­მის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში და­წე­რა. სამ­ნა­წი­ლი­ან ვო­კა­ლურ ციკლში პოლ ცე­ლა­ნის ლექ­სის გარ­და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ებ­რა­უ­ლი ნანა და XIX/XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მწერ­ლის ვაჟა ფშა­ვე­ლას ლექ­სი "ვე­ღარ ვშვე­ლო­დი ვე­რა­სა", რო­მე­ლიც აგ­რეთ­ვე მი­ე­სა­და­გე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის მხატ­ვრულ ში­ნა­არსს.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენს დრო­ში ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა კა­ცობ­რი­ო­ბის უმაღ­ლეს ღი­რე­ბუ­ლე­ბად იქცა, უსა­მარ­თლო­ბა და სი­სას­ტი­კე დღემ­დე რჩე­ბა გა­მო­უს­წო­რე­ბელ პრობ­ლე­მად. თუ გან­ვი­ხი­ლავთ დე­და­მი­წას, რო­გორც ერთ მთლი­ა­ნო­ბას, აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ მისი მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი პრო­ცენ­ტი კვლავ ეწი­რე­ბა დიქ­ტა­ტუ­რას, რეპ­რე­სი­ებს, სიკ­ვდი­ლით დას­ჯას, პო­ლი­ტი­კურ თუ რე­ლი­გი­ურ და­პი­რის­პი­რე­ბებს, ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებს და ტე­რი­ტო­რი­ულ კონ­ფლიქ­ტებს. მენ­ტა­ლურ­მა და ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა პროგ­რეს­მა დღემ­დე ვერ შეძ­ლო მრა­ვა­ლი უმ­წეო ადა­მი­ა­ნის დაც­ვა, სამ­ყა­რო ახ­ლაც სავ­სეა იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი დევ­ნი­ლე­ბით, თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის­თვის მებ­რძო­ლი უდა­ნა­შა­უ­ლო პა­ტიმ­რე­ბით. ამი­ტომ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, ვინც თა­ვი­სი საქ­მით სხვა ადა­მი­ა­ნებს ესა­უბ­რე­ბა, თუნ­დაც მუ­სი­კის ენა­ზე, ერ­თგვა­რი ვა­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა წინ წა­მო­წი­ოს და თუ კი ოდეს­მე ასე ბევ­რნი მო­ვიქ­ცე­ვით, ეგებ შევ­ძლოთ ჩვე­ნი პლა­ნე­ტა და მას­ზე ცხოვ­რე­ბა უფრო უსაფრ­თხო და უკე­თე­სი გახ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­მა.

ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი ერთ-ერთი მათ­თა­გა­ნია, ვინც სას­ცე­ნო მოღ­ვა­წე­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად დროს უამ­რავ საქ­მეს აკე­თებს სა­ქარ­თვე­ლო­ში პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­ფხვრის მხრივ. იგი სა­თა­ვე­ში უდ­გას დიდ სა­მე­გობ­როს, რომ­ლე­ბიც ზრუ­ნა­ვენ თბი­ლი­სის გამ­წვა­ნე­ბის­თვის, ეკო­ლო­გი­ის­თვის, სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის.

"აღა­რა­ვის უკ­ვირს, რომ ლა სკა­ლას, მეტ­რო­პო­ლი­ტენ ოპე­რის თუ პა­რი­ზის ოპე­რის სპექ­ტაკ­ლებს შო­რის შინ ორი-სამი დღით დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ქუ­ჩა­ში ვი­ხი­ლოთ სი­სუფ­თა­ვის და­სა­ცა­ვად რო­გორ ალა­გებს რო­მე­ლი­მე სკვერს ან ფე­ხით სა­სი­ა­რუ­ლო ქუ­ჩას. სწო­რედ ამი­ტომ ჩავ­თვა­ლე, რომ მას აქვს მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა მუ­სი­კი­თაც ისა­უბ­როს ზო­გადსა­კა­ცობ­რიო თე­მებ­ზე. ჩემი ნა­წარ­მო­ე­ბი არ არის მა­ნი­ფეს­ტი, ის არის ტკი­ვი­ლის და სევ­დის გა­მომ­ხატ­ვე­ლი. სევ­და კი იწ­ვევს სენ­ტი­მენტს. სენ­ტი­მენ­ტი სიყ­ვა­რუ­ლის შე­მად­გე­ნე­ლი გან­ცდაა, სიყ­ვა­რუ­ლი კი არის გრძნო­ბა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სამ­ყა­რო უკე­თე­სი გა­ხა­დოს. მე, რო­გორც კომ­პო­ზი­ტორს, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად მსურს ამ გზას ვემ­სა­ხუ­რო ჩემს ძვირ­ფას კო­ლე­გებ­თან, მე­გობ­რებ­თან და Georgian Philharmonic Orchestra-სთან ერ­თად", - გა­ნა­ცხა­და რაჭ­ველ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლა-სკალას სცენაზე დღეს ანიტა რაჭველიშვილი და დათუნა ალადაშვილი კონცერტს გამართავენ

ლა-სკალას სცენაზე დღეს ანიტა რაჭველიშვილი და დათუნა ალადაშვილი კონცერტს გამართავენ

"ლა-სკალას" თეატრის სცენაზე დღეს ანიტა რაჭველიშვილი და დათუნა ალადაშვილი კონცერტს გამართავენ. ამასთან, პირველ განყოფილებაში ნიკოლოზ რაჭველის ნაწარმოების პრემიერა შედგება.

ნაწარმოები, რომელიც სპეციალურად ანიტა რაჭველიშვილისა და დავიდ ალადაშვილის "ლა სკალას" კონცერტისთვის შეიქმნა, ეძღვნება იმ ადამიანთა ხსოვნას, ვინც უსამართლობას სასტიკი წამებით ემსხვერპლა. ნაწარმოებს საფუძვლად დაედო გამოჩენილი პოეტის პოლ ცელანის ლექსი "სიკვდილის ფუგა", რომელიც მან ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში დაწერა. სამნაწილიან ვოკალურ ციკლში პოლ ცელანის ლექსის გარდა გამოყენებულია ებრაული ნანა და XIX/XX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქართველი მწერლის ვაჟა ფშაველას ლექსი "ვეღარ ვშველოდი ვერასა", რომელიც აგრეთვე მიესადაგება ნაწარმოების მხატვრულ შინაარსს.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დროში ადამიანთა უფლებების დაცვა კაცობრიობის უმაღლეს ღირებულებად იქცა, უსამართლობა და სისასტიკე დღემდე რჩება გამოუსწორებელ პრობლემად. თუ განვიხილავთ დედამიწას, როგორც ერთ მთლიანობას, აღმოვაჩენთ, რომ მისი მოსახლეობის უდიდესი პროცენტი კვლავ ეწირება დიქტატურას, რეპრესიებს, სიკვდილით დასჯას, პოლიტიკურ თუ რელიგიურ დაპირისპირებებს, ტერორისტულ აქტებს და ტერიტორიულ კონფლიქტებს. მენტალურმა და ტექნოლოგიურმა პროგრესმა დღემდე ვერ შეძლო მრავალი უმწეო ადამიანის დაცვა, სამყარო ახლაც სავსეა იძულებით გადაადგილებული დევნილებით, თავისუფალი სიტყვისთვის მებრძოლი უდანაშაულო პატიმრებით. ამიტომ ყველა იმ ადამიანის, ვინც თავისი საქმით სხვა ადამიანებს ესაუბრება, თუნდაც მუსიკის ენაზე, ერთგვარი ვალია აღნიშნული პრობლემა წინ წამოწიოს და თუ კი ოდესმე ასე ბევრნი მოვიქცევით, ეგებ შევძლოთ ჩვენი პლანეტა და მასზე ცხოვრება უფრო უსაფრთხო და უკეთესი გახდეს", - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

ანიტა რაჭველიშვილი ერთ-ერთი მათთაგანია, ვინც სასცენო მოღვაწეობის პარალელურად დროს უამრავ საქმეს აკეთებს საქართველოში პრობლემების აღმოფხვრის მხრივ. იგი სათავეში უდგას დიდ სამეგობროს, რომლებიც ზრუნავენ თბილისის გამწვანებისთვის, ეკოლოგიისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის.

"აღარავის უკვირს, რომ ლა სკალას, მეტროპოლიტენ ოპერის თუ პარიზის ოპერის სპექტაკლებს შორის შინ ორი-სამი დღით დაბრუნებული ქუჩაში ვიხილოთ სისუფთავის დასაცავად როგორ ალაგებს რომელიმე სკვერს ან ფეხით სასიარულო ქუჩას. სწორედ ამიტომ ჩავთვალე, რომ მას აქვს მორალური უფლება მუსიკითაც ისაუბროს ზოგადსაკაცობრიო თემებზე. ჩემი ნაწარმოები არ არის მანიფესტი, ის არის ტკივილის და სევდის გამომხატველი. სევდა კი იწვევს სენტიმენტს. სენტიმენტი სიყვარულის შემადგენელი განცდაა, სიყვარული კი არის გრძნობა, რომელსაც შეუძლია სამყარო უკეთესი გახადოს. მე, როგორც კომპოზიტორს, მოკრძალებულად მსურს ამ გზას ვემსახურო ჩემს ძვირფას კოლეგებთან, მეგობრებთან და Georgian Philharmonic Orchestra-სთან ერთად", - განაცხადა რაჭველმა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება