"წლების მანძილზე მძულდა სექსი", - წერს "ჰარპერს ბაზარის" ბლოგერი, ჯენიფერ ლუისი და საკუთარ სექსუალურ გამოცდილებას გვიზიარებს. - "ქრისტიანულ ოჯახში გავიზარდე, სადაც რელიგიური სასჯელი ჩემს სექსუალურ სიამეებს შავი ღრუბელივით ეფარებოდა. მასტურბაციაზე ფიქრის დროსაც კი თავს უცნაურად ვგრძნობდი, სექსზე საუბრის დროსაც, ასევე. სექსი ჩემთვის "ცუდი რამ" იყო.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ოცი წლის ასაკში დავკარგე ქალიშვილობა ბიჭთან, რომელსაც არანაირი ინტერესი არ ჰქონდა, რომ ჩემთვის სიამოვნება მოენიჭებინა. არ ვიცოდი, რა იყო კარგი სექსი და ცხრა წლის მანძილზე ვხვდებოდი კაცებს, რომლებსაც არ შეეძლოთ ჩემთვის ორგაზმის მონიჭება.
როდესაც სხვები სიამოვნებას იღებდნენ, სექსის დროს მე მხოლოდ ინსტრუმენტად ვგრძნობდი თავს, რომელიც სხვას ანიჭებდა სიამოვნებას. ეს საბოლოოდ იწვევდა პარტნიორთან ჩხუბს და დაშორებას. მეგობრები მიმეორებდნენ, სექსი უმნიშვნელოვანესი ასპექტია ურთიერთობებშიო. მაგრამ მე მაკმაყოფილებდა, თუ არავისთან აღარ მექნებოდა სექსი.
ვფიქრობდი, რომ ჩემში იყო პრობლემა. ყოველ ჯერზე, როდესაც სექსით ვკავდებოდი, ერთი სული მქონდა, როდის დასრულდებოდა აქტი. ზოგიერთი ჩემი ბოიფრენდი ცდილობდა, ორგაზმამდე მივეყვანე, მაგრამ მე არ ვიცოდი, რა მითითებები უნდა მიმეცა მათთვის და არც მათ ჰყოფნიდათ მოთმინება, ბოლომდე დამხმარებოდნენ. საბოლოოდ, ნებდებოდნენ და თავს მანებებდნენ.
დაახლოებით ექვსი თვის წინ აღმოვაჩინე სტატია, სადაც სექსის თერაპევტი, ექიმი მეგან ფლემინგი იძლეოდა რჩევებს. მასთან ვიზიტზე ჩავეწერე. დავიწყეთ საუბარი ურთიერთობებზე და ის დამეხმარა გამეგო, რომ ჩემი მდგომარეობა მენტალური იყო. მან მირჩია ვიბრატორის შეძენა. ამაზონიდან შევუკვეთე. დავგუგლე, როგორ უნდა გამომეყენებინა. ვფიქრობდი, რომ არ გაამართლებდა, ვფიქრობდი, რომ დაწყევლილი ვიყავი და ვერასოდეს მივიღებდი სექსისგან სიამოვნებას. ოთხი თვის წინ პირველად დავკავდი მასტურბაციით. პირველ ჯერზე არაფერი გამოვიდა. შემდეგ კიდევ ვცადე, შემდეგ კიდევ. მეოთხე ჯერზე როგორც იქნა, მოვდუნდი და საბოლოოდ 29 წლის ასაკში ჩემი პირველი ორგაზმიც განვიცადე.
ფილმებში როგორცაა, 30 წამში რომ ათავებენ ქალები, ტყუილია. სინამდვილეში ორგაზმის მიღწევას ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება. მე არ მჯეროდა, რომ შემეძლო სექსისგან სიამოვნების მიღება, ორგაზმამდე მისვლა, ამიტომ არც ვცდილობდი ამის მიღწევას. შემდეგი საფეხური, ჩემი ორგაზმის მოგზაურობაში, ვიბრატორის გარეშე გათავება იქნება. ვცდილობ მაქსიმალურად გავთავისუფლდე კომპლექსებისა და უხერხულობისგან და ენთუზიაზმით ვარ სავსე ისეთ პარტნიორთან ურთიერთობისთვის, რომელიც მზად იქნება ჩემთან ერთად "იმუშაოს".
მომზადებულია harpersbazaar.com-ს მიხედვით.