პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფაქტობრივად, ანორექსიასთან გვაქვს საქმე" - ბოლო ინფორმაცია მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
"ფაქტობრივად, ანორექსიასთან გვაქვს საქმე" - ბოლო ინფორმაცია მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს გუ­ლის, ფილ­ტვი­სა და კუჭ-ნაწ­ლავ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნებ­ლი­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლის ად­ვო­კატ­მა მა­რი­ამ ცუც­ქი­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის გა­მოკ­ვლე­ვე­ბის პა­სუ­ხებს მისი ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი დღეს გა­მო­ი­თხო­ვენ.

"მდგო­მა­რე­ო­ბა ისევ ისე­თია, რო­გო­რიც იყო. წო­ნის ძა­ლი­ან სწრა­ფი კლე­ბა მოხ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, ანო­რექ­სი­ას­თან გვაქვს საქ­მე. ვიცი, რომ არის ფილ­ტვე­ბის, გუ­ლი­სა და კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მა და სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რითი და­ი­წყონ მკურ­ნა­ლო­ბა ექი­მებ­მა. დღეს შეგ­ვაქვს გან­ცხა­დე­ბა გა­მოკ­ვლე­ვე­ბის პა­სუ­ხე­ბი­სა და დი­აგ­ნო­ზის გა­მო­თხო­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. 21 დე­კემ­ბერ­საა პრო­ცე­სი და გვინ­და ამ დრო­ის­თვის გვქონ­დეს მა­სა­ლე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ ცუც­ქი­რი­ძემ.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, გა­მოკ­ვლე­ვე­ბის პა­სუ­ხე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­ა­ყე­ნე­ბენ და თუ სა­სა­მარ­თლო მას არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ისი­ნი სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა­ვენ. მა­რი­ამ ცუც­ქი­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნებ­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლი კვლავ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რჩე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ფაქტობრივად, ანორექსიასთან გვაქვს საქმე" - ბოლო ინფორმაცია მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"ფაქტობრივად, ანორექსიასთან გვაქვს საქმე" - ბოლო ინფორმაცია მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

მაია რჩეულიშვილს გულის, ფილტვისა და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მაია რჩეულიშვილის გამოკვლევების პასუხებს მისი ინტერესების დამცველები დღეს გამოითხოვენ.

"მდგომარეობა ისევ ისეთია, როგორიც იყო. წონის ძალიან სწრაფი კლება მოხდა. ფაქტობრივად, ანორექსიასთან გვაქვს საქმე. ვიცი, რომ არის ფილტვების, გულისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემა და საუბარია იმაზე, რითი დაიწყონ მკურნალობა ექიმებმა. დღეს შეგვაქვს განცხადება გამოკვლევების პასუხებისა და დიაგნოზის გამოთხოვასთან დაკავშირებით. 21 დეკემბერსაა პროცესი და გვინდა ამ დროისთვის გვქონდეს მასალები", - განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.

ამასთან, ადვოკატის განმარტებით, გამოკვლევების პასუხების საფუძველზე მაია რჩეულიშვილის ინტერესების დამცველები ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ და თუ სასამართლო მას არ დააკმაყოფილებს, ისინი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ. მარიამ ცუცქირიძის ინფორმაციით "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლი და ხელმძღვანელი კვლავ სამოქალაქო საავადმყოფოში რჩება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი