ზესტაფონში 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე აიყვანეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, შემთხვევა ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითში მოხდა. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცებს შორის დაწყებული დაპირისპირების შედეგად ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.