სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა

სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, კულტურის სახლის შენობაში იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, ბიბლიოთეკა და რამდენიმე ოფისი იყო განთავსებული.

ადგილზე ათი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი 600 კვ.მ-მდე ფართზე გაჩნდა. დაიწვა კულტურის სახლის დარბაზი და სახურავი. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ჯანიკაშვილის განცხადებით, ადგილზე მობილიზებული იყო სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ყვარლისა და საგარეჯოს სახანძრო ეკიპაჟები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ელექტროსადენის დაზიანება გახდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი