საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხრუშჩოვკის" ისტორია - რა არ იცით კორპუსებზე, რომლებშიც შესაძლოა მთელი ცხოვრება გაატარეთ
"ხრუშჩოვკის" ისტორია - რა არ იცით კორპუსებზე, რომლებშიც შესაძლოა მთელი ცხოვრება გაატარეთ

ე.წ. "ხრუშ­ჩოვ­კა" პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი "შე­დევ­რია". ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ის მო­სახ­ლე­ო­ბის ლა­მის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი ასე­თი ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში ცხოვ­რობს. იმის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლოც ამ სივ­რცის ნა­წი­ლი იყო, ცხა­დია, ამ მა­ხინ­ჯი შე­ნო­ბე­ბით გა­შე­ნე­ბულ უბ­ნებ­სა და მიკ­რო­რა­ი­ო­ნებს ვერ ას­ცდა.

"ხრუშ­ჩოვ­კა" ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვის (საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი 1953-1964 წლებ­ში) პე­რი­ო­დის 3-5-სარ­თუ­ლი­ა­ნი პა­ნე­ლე­ბი­ა­ნი ან აგუ­რის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ბი­ნე­ბის კომ­პლექ­სე­ბია, რომ­ლის პრო­ექ­ტიც მარ­თა­ლია არ­ქი­ტექ­ტორ ვი­ტა­ლი ლა­გუ­ტენ­კოს ეკუთ­ვნის, თუმ­ცა ხალ­ხში მას დღემ­დე "ხრუშ­ჩოვ­კის" სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

პრო­ექტს, რო­მე­ლიც მა­სობ­რი­ვად საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში 1960-1980-იან წლებ­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და, ასე და­ი­წყო: 1947-1951 წლებ­ში საბ­ჭო­თა არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი სა­ბი­ნაო კრი­ზი­სის გა­და­საჭ­რე­ლად და და­ნა­ხარ­ჯე­ბის, ასე­ვე დრო­ის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, სხვა­დას­ხვა ტექ­ნო­ლო­გი­ას ამუ­შა­ვებ­დნენ. 1950 წელს, არ­ქი­ტექ­ტორ­თა ყრი­ლო­ბა­ზე, რო­მელ­საც მოს­კო­ვის სა­ქა­ლა­ქო პარ­ტი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე - ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვი უძღვე­ბო­და, არ­ქი­ტექ­ტო­რებს მთა­ვარ ამო­ცა­ნად და­უ­სა­ხა და­ბალ­ფა­სი­ა­ნი, სწრა­ფი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და მალე, მოს­კოვ­ში, ბე­ტო­ნის ფი­ლე­ბის ჩა­მომ­სხმე­ლი 2 ქარ­ხა­ნა გახ­სნა.

იმ დრო­ის­თვის, ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი პრო­ექ­ტი უკვე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, თუმ­ცა მზა ბე­ტო­ნის პა­ნე­ლებ­მა ყვე­ლას აჯო­ბა და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა რო­გორც გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი ტექ­ნო­ლო­გია, და­ი­ვი­წყეს, რად­გა­ნაც ტრა­დი­ცი­უ­ლი აგუ­რით მშე­ნებ­ლო­ბა შრო­მა­ტე­ვა­დი იყო, ამ პრო­ექ­ტებს საკ­მა­რი­სი დრო მიჰ­ქონ­და და გა­დატ­ვრთუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის მო­თხოვ­ნებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და.

მოკ­ლედ, 1954-1961 წლებ­ში ინ­ჟი­ნერ­მა ვი­ტა­ლი ლა­გუ­ტენ­კომ, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის ქა­ლაქმშენპ­რო­ექ­ტის უფ­რო­სი იყო, და­აპ­რო­ექ­ტა და სე­რი­ულ ინ­დუსტრი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სის გა­მოც­და და­ი­წყო, რო­მე­ლიც ბე­ტო­ნის პა­ნე­ლე­ბის ქარ­ხნებ­სა და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი აწყო­ბის სის­ტე­მას ეყ­რდნო­ბა. 1961 წელს ლა­უ­გა­ტენ­კოს ინ­სტი­ტუტ­მა მზა ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის პრო­ექ­ტი "კ-7" შე­ი­მუ­შა­ვა, რო­მე­ლიც "ხრუშ­ჩოვ­კის" პრო­ტო­ტი­პი გახ­და. თა­ვი­დან, 1961-1968 წლებ­ში ამ ტი­პის 64.000 შე­ნო­ბა (3.000.000 მ2) აიგო. თა­ვად მოს­კოვ­ში, ად­გი­ლის უკ­მა­რი­სო­ბის გამო, ამ პრო­ექ­ტით 9-12-სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბის აგე­ბა გახ­და სა­ჭი­რო, ხოლო ბოლო ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ხრუშ­ჩოვ­კა იქ 1971 წელს აშენ­და.

პრო­ცე­სი ისე­თი სწრა­ფი და ეკო­ნო­მი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა (ხა­რისხს არა­ვინ ჩი­ო­და), რომ ამ ტი­პის ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა მთელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში და­ი­წყეს, რაც თით­ქმის 1980-იანი წლე­ბის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­და.

ამ ტი­პის სახ­ლში ჭერი 2,5 მ-ს არ აღე­მა­ტე­ბო­და, შიდა კედ­ლებს ხმის ცუდი იზო­ლა­ცია ჰქონ­და. ამ სახ­ლებ­ში არ იყო ლიფ­ტი. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, "ხრუშ­ჩოვ­კე­ბის" პირ­ვე­ლი სე­რია სა­ბი­ნაო პრობ­ლე­მის დრო­ე­ბით გა­და­სა­წყვე­ტად შე­იქ­მნა და 25 წელ­ზე იყო გათ­ვლი­ლი, თუმ­ცა ბევ­რი მათ­გა­ნი დღემ­დე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ხოლო "მყა­რი" "ხრუშ­ჩოვ­კე­ბის" სე­რია 50 წელ­ზე იყო გათ­ვლი­ლი, გა­მოკ­ვლე­ვით დად­გინ­და, რომ დრო­უ­ლი კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, მათი რე­სურ­სის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა 150 წლამ­დე იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ად­რე­ულ პრო­ექ­ტებს კრა­მი­ტის ან ში­ფე­რის გა­და­ხურ­ვე­ბი ჰქონ­და. გვი­ან­დელ პრო­ექ­ტებ­ში სახ­ლებს სა­ხუ­რა­ვე­ბი შე­უც­ვა­ლეს, რა­საც ზედ სა­ი­ზო­ლა­ციო მა­სა­ლა ჰქონ­და მოყ­რი­ლი, სხვენს კი მცი­რე ზო­მის სა­ვენ­ტი­ლა­ციო ნახ­ვრე­ტე­ბი გა­უ­კეთ­და...

სა­ქარ­თვე­ლო­ში 90-იან წლებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბამ ამ ტი­პის სა­ცოვ­რე­ბელ სახ­ლე­ბის თვით­ნე­ბუ­რი მი­შე­ნე­ბა-მო­შე­ნა­ბა-და­შე­ნე­ბა და­ი­წყო. რი­თაც საბ­ჭო­თა არ­ქი­ტექ­ტუ­რის "შე­დევ­რი" კი­დევ უფრო და­მა­ხინჯდა, რის მა­გა­ლი­თებ­საც ქა­ლაქ­ში თით­ქმის ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე საკ­მა­რი­სად ვა­წყდე­ბით...

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და სა­კი­თხით, ზო­გა­დად, რა ბედი ელის ამ პრაქ­ტი­კუ­ლად, ყავლგა­სულ სა­ცხოვ­რე­ბელ შე­ნო­ბებს. თბი­ლი­სის მე­რი­ას მივ­მარ­თეთ, სა­დაც გვი­პა­სუ­ხეს, რომ დღის წეს­რიგ­ში გან­სა­ხილ­ვე­ლად არა­ნა­ირ კონ­ტექ­სტში არ დგას ამ კორ­პუ­სე­ბის სა­კი­თხი.

ერ­თა­დერ­თი,"ხრუშ­ჩოვ­კებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით, ქა­ლა­ქის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხურს აქვს ასე­თი პა­სუ­ხი, რაც ამ შე­ნო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ას ეხე­ბა: მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა ნო­მე­რი 14/39, რომ­ლის მე­ო­ცე მუხ­ლი მრა­ვალ­ბი­ნი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ზე და­შე­ნე­ბა-მი­შე­ნე­ბა და მან­სარ­დის მო­წყო­ბას არე­გუ­ლი­რებს:

"სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია ისეთ მრა­ვალ­ბი­ნი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ზე, რო­მელ­თა სა­ცხოვ­რებ­ლის სი­მაღ­ლე ია­ტა­კი­დან ჭე­რამ­დე 2,7 მ-ზე ნაკ­ლე­ბია, არ გა­აჩ­ნი­ათ ლიფ­ტი, რო­მელ­თა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა მაქ­სი­მუმ 50 წლამ­დეა გან­სა­ზღვრუ­ლი".

აი, ეს გახ­ლავთ ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რო­მე­ლის მი­ხედ­ვი­თაც აკ­რძა­ლუ­ლია ყოვლგვა­რი მი­შე­ნე­ბა-მო­შე­ნე­ბა, მან­სარ­დის მო­წყო­ბა, რად­გა­ნაც, ამ პრო­ცეს­მა მათ სე­ის­მო­მე­დე­გო­ბას და კონ­სტრუქ­ცი­ულ მდგრა­დო­ბას ხელი არ შე­უ­შა­ლოს. მოკ­ლედ, ამ შე­ნო­ბებ­ზე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის, რათა ზედ­მეტ­მა სა­მუ­შა­ომ, თუ სიმ­ძი­მემ ისი­ნი სა­ბო­ლო­ოდ არ გა­მო­იყ­ვა­ნოს მდგო­მა­რე­ო­ბი­დან.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ხრუშჩოვკის" ისტორია - რა არ იცით კორპუსებზე, რომლებშიც შესაძლოა მთელი ცხოვრება გაატარეთ

"ხრუშჩოვკის" ისტორია - რა არ იცით კორპუსებზე, რომლებშიც შესაძლოა მთელი ცხოვრება გაატარეთ

ე.წ. "ხრუშჩოვკა" პოსტსაბჭოთა სივრცის არქიტექტურული "შედევრია". ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის მოსახლეობის ლამის ნახევარზე მეტი ასეთი ტიპის საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობს. იმის გამო, რომ საქართველოც ამ სივრცის ნაწილი იყო, ცხადია, ამ მახინჯი შენობებით გაშენებულ უბნებსა და მიკრორაიონებს ვერ ასცდა.

"ხრუშჩოვკა" ნიკიტა ხრუშჩოვის (საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1953-1964 წლებში) პერიოდის 3-5-სართულიანი პანელებიანი ან აგურის საყოფაცხოვრებო ბინების კომპლექსებია, რომლის პროექტიც მართალია არქიტექტორ ვიტალი ლაგუტენკოს ეკუთვნის, თუმცა ხალხში მას დღემდე "ხრუშჩოვკის" სახელით მოიხსენიებენ.

პროექტს, რომელიც მასობრივად საბჭოთა კავშირში 1960-1980-იან წლებში აქტიურად მუშაობდა, ასე დაიწყო: 1947-1951 წლებში საბჭოთა არქიტექტორები საბინაო კრიზისის გადასაჭრელად და დანახარჯების, ასევე დროის შემცირების მიზნით, სხვადასხვა ტექნოლოგიას ამუშავებდნენ. 1950 წელს, არქიტექტორთა ყრილობაზე, რომელსაც მოსკოვის საქალაქო პარტიული კომიტეტის თავმჯდომარე - ნიკიტა ხრუშჩოვი უძღვებოდა, არქიტექტორებს მთავარ ამოცანად დაუსახა დაბალფასიანი, სწრაფი ტექნოლოგიები და მალე, მოსკოვში, ბეტონის ფილების ჩამომსხმელი 2 ქარხანა გახსნა.

იმ დროისთვის, ბინების მშენებლობის მიმართულებით რამდენიმე ექსპერიმენტული პროექტი უკვე ხორციელდებოდა, თუმცა მზა ბეტონის პანელებმა ყველას აჯობა და სხვა საშუალებები და ინდივიდუალური სახლების მშენებლობა როგორც გაუმართლებელი ტექნოლოგია, დაივიწყეს, რადგანაც ტრადიციული აგურით მშენებლობა შრომატევადი იყო, ამ პროექტებს საკმარისი დრო მიჰქონდა და გადატვრთული ქალაქების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.

მოკლედ, 1954-1961 წლებში ინჟინერმა ვიტალი ლაგუტენკომ, რომელიც მოსკოვის ქალაქმშენპროექტის უფროსი იყო, დააპროექტა და სერიულ ინდუსტრიალიზებული მშენებლობის პროცესის გამოცდა დაიწყო, რომელიც ბეტონის პანელების ქარხნებსა და დაჩქარებული აწყობის სისტემას ეყრდნობა. 1961 წელს ლაუგატენკოს ინსტიტუტმა მზა ხუთსართულიანი შენობის პროექტი "კ-7" შეიმუშავა, რომელიც "ხრუშჩოვკის" პროტოტიპი გახდა. თავიდან, 1961-1968 წლებში ამ ტიპის 64.000 შენობა (3.000.000 მ2) აიგო. თავად მოსკოვში, ადგილის უკმარისობის გამო, ამ პროექტით 9-12-სართულიანი შენობების აგება გახდა საჭირო, ხოლო ბოლო ხუთსართულიანი ხრუშჩოვკა იქ 1971 წელს აშენდა.

პროცესი ისეთი სწრაფი და ეკონომიური აღმოჩნდა (ხარისხს არავინ ჩიოდა), რომ ამ ტიპის ბინების მშენებლობა მთელ საბჭოთა კავშირში დაიწყეს, რაც თითქმის 1980-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა.

ამ ტიპის სახლში ჭერი 2,5 მ-ს არ აღემატებოდა, შიდა კედლებს ხმის ცუდი იზოლაცია ჰქონდა. ამ სახლებში არ იყო ლიფტი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ხრუშჩოვკების" პირველი სერია საბინაო პრობლემის დროებით გადასაწყვეტად შეიქმნა და 25 წელზე იყო გათვლილი, თუმცა ბევრი მათგანი დღემდე ფუნქციონირებს. ხოლო "მყარი" "ხრუშჩოვკების" სერია 50 წელზე იყო გათვლილი, გამოკვლევით დადგინდა, რომ დროული კაპიტალური რემონტის შემთხვევაში, მათი რესურსის გახანგრძლივება 150 წლამდე იყო შესაძლებელი.

ადრეულ პროექტებს კრამიტის ან შიფერის გადახურვები ჰქონდა. გვიანდელ პროექტებში სახლებს სახურავები შეუცვალეს, რასაც ზედ საიზოლაციო მასალა ჰქონდა მოყრილი, სხვენს კი მცირე ზომის სავენტილაციო ნახვრეტები გაუკეთდა...

საქართველოში 90-იან წლებში მოსახლეობამ ამ ტიპის საცოვრებელ სახლების თვითნებური მიშენება-მოშენაბა-დაშენება დაიწყო. რითაც საბჭოთა არქიტექტურის "შედევრი" კიდევ უფრო დამახინჯდა, რის მაგალითებსაც ქალაქში თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე საკმარისად ვაწყდებით...

AMBEBI.GE დაინტერესდა საკითხით, ზოგადად, რა ბედი ელის ამ პრაქტიკულად, ყავლგასულ საცხოვრებელ შენობებს. თბილისის მერიას მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ დღის წესრიგში განსახილველად არანაირ კონტექსტში არ დგას ამ კორპუსების საკითხი.

ერთადერთი,"ხრუშჩოვკებთან" დაკავშირებით, ქალაქის არქიტექტურის სამსახურს აქვს ასეთი პასუხი, რაც ამ შენობებთან დაკავშირებულ რეგულაციას ეხება: მოქმედი კანონმდებლობით, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ მიღებულია დადგენილება ნომერი 14/39, რომლის მეოცე მუხლი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე დაშენება-მიშენება და მანსარდის მოწყობას არეგულირებს:

"სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დაუშვებელია ისეთ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომელთა საცხოვრებლის სიმაღლე იატაკიდან ჭერამდე 2,7 მ-ზე ნაკლებია, არ გააჩნიათ ლიფტი, რომელთა ექსპლუატაციის ვადა მაქსიმუმ 50 წლამდეა განსაზღვრული".

აი, ეს გახლავთ ძირითადი მახასიათებლები, რომელის მიხედვითაც აკრძალულია ყოვლგვარი მიშენება-მოშენება, მანსარდის მოწყობა, რადგანაც, ამ პროცესმა მათ სეისმომედეგობას და კონსტრუქციულ მდგრადობას ხელი არ შეუშალოს. მოკლედ, ამ შენობებზე სამშენებლო სამუშაოები მიზანშეწონილი არ არის, რათა ზედმეტმა სამუშაომ, თუ სიმძიმემ ისინი საბოლოოდ არ გამოიყვანოს მდგომარეობიდან.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ჯერ აპარატზე არ იყო შეერთებული, როცა ბადრის გარდაცვალების ამბავი შეიტყო" - რას ჰყვებიან მოსამართლეზე, რომელიც მეუღლესთან ერთად კოვიდს ემსხვერპლა

მოსამართლე მაია ოშხარელი კორონავირუსით გარდაიცვალა

"სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები ბრწყინვალე "შვიდეულის პერიოდში" იქნება" - ამირან გამყრელიძე