პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფინანსო კომპანია "საქართველოს" საქმე: ადვოკატები გირაოს ითხოვენ, პროკურატურა პატიმრობას, დაზარალებულები - ფულს
 საფინანსო კომპანია "საქართველოს" საქმე: ადვოკატები გირაოს ითხოვენ, პროკურატურა პატიმრობას, დაზარალებულები - ფულს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნია "სა­ქარ­თვე­ლოს" ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი იმარ­თე­ბა. სხდო­მა­თა დარ­ბაზ­თან შეკ­რე­ბი­ლე­ბი არი­ან კომ­პა­ნი­ის მიერ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში შეს­ვლას და პრო­ცეს­ზე დას­წრე­ბას ითხო­ვენ. თუმ­ცა, მან­და­ტუ­რე­ბი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ დარ­ბაზ­ში ად­გი­ლი აღარ არის, მო­ქა­ლა­ქე­ებს დარ­ბაზ­ში არ უშ­ვე­ბენ, რა­საც მათი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, მათი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა, აუ­ნა­ზღა­ურ­დეთ და მი­ი­ღონ კუთ­ვნი­ლი თან­ხა.

"სა­ქარ­თვე­ლოს" დი­რექ­ტო­რის, თა­მაზ ლობ­ჟა­ნი­ძი­სად­მი და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის ფაქ­ტობ­რი­ვი მმარ­თვე­ლის, მე­რაბ ფე­რა­ძი­სად­მი პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვს.

საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ვანო ოქ­რო­პი­რი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და რომ, საქ­მე საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თია და მას­ში არის რო­გორც მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, ისე წე­რი­ლო­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

"ჩვენ ვი­თხოვთ ლობ­ჟა­ნი­ძი­სა და ფე­რა­ძის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პა­ტიმ­რო­ბა. საქ­მე­ზე და­კი­თხუ­ლია 1400 და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, ასე­ვე, საქ­მე­ში არის წე­რი­ლო­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც დგინ­დე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ვანო ოქ­რო­პი­რი­ძემ.

საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტი კი ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის 10-10 ათას­ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას. ად­ვო­კატ თა­მარ წე­რეთ­ლის თქმით, არც თა­მაზ ლობ­ჟა­ნი­ძის და არც მე­რაბ ფე­რა­ძის მი­მალ­ვის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ი­წყო და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ. ამას­თან, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ შე­უძ­ლე­ბე­ლია მოწ­მე­ებ­ზე ზე­წო­ლა, რად­გა­ნაც საქ­მე­ში 2600-მდე პირი ფი­გუ­რი­რებს.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მე­რაბ ფე­რა­ძემ თან­ხე­ბი სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნი­ის­გან ისეს­ხა, რათა ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა ეწარ­მო­ე­ბი­ნა, ეს კი, მისი თქმით, დევ­ნის სა­ფუძ­ვე­ლი ვერ გახ­დე­ბა.

დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას ბრალ­დე­ბა არ იზი­ა­რებს. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა 10 ათა­სი ლარი ვერ იქ­ნე­ბა, რად­გან რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ლარი აქვთ გაფ­ლან­გუ­ლი. ბრალ­დე­ბა აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვს.

წა­ი­კი­თხეთ; სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნია "სა­ქარ­თვე­ლოს" დი­რექ­ტორს და ფაქ­ტობ­რივ მმარ­თველს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ

საფინანსო კომპანია "საქართველოს" საქმე: ადვოკატები გირაოს ითხოვენ, პროკურატურა პატიმრობას, დაზარალებულები - ფულს

 საფინანსო კომპანია "საქართველოს" საქმე: ადვოკატები გირაოს ითხოვენ, პროკურატურა პატიმრობას, დაზარალებულები - ფულს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საფინანსო კომპანია "საქართველოს" ხელმძღვანელების სასამართლო პროცესი იმართება. სხდომათა დარბაზთან შეკრებილები არიან კომპანიის მიერ დაზარალებული მოქალაქეები, რომლებიც სხდომათა დარბაზში შესვლას და პროცესზე დასწრებას ითხოვენ. თუმცა, მანდატურები, იქიდან გამომდინარე, რომ დარბაზში ადგილი აღარ არის, მოქალაქეებს დარბაზში არ უშვებენ, რასაც მათი უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, აუნაზღაურდეთ და მიიღონ კუთვნილი თანხა.

"საქართველოს" დირექტორის, თამაზ ლობჟანიძისადმი და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველის, მერაბ ფერაძისადმი პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

საქმის პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა რომ, საქმე საკმაოდ მოცულობითია და მასში არის როგორც მოწმეთა ჩვენებები, ისე წერილობითი მტკიცებულებები.

"ჩვენ ვითხოვთ ლობჟანიძისა და ფერაძის მიმართ გამოყენებული იყოს აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა. საქმეზე დაკითხულია 1400 დაზარალებული, ასევე, საქმეში არის წერილობითი მტკიცებულებები, სადაც დგინდება ბრალდებულების დანაშაული", - განაცხადა ვანო ოქროპირიძემ.

საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი კი ორივე ბრალდებულისთვის 10-10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას. ადვოკატ თამარ წერეთლის თქმით, არც თამაზ ლობჟანიძის და არც მერაბ ფერაძის მიმალვის საფრთხე არ არსებობს, რადგან გამოძიება მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და ბრალდებულები მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოძიებასთან თანამშრომლობენ. ამასთან, ბრალდებულების მიერ შეუძლებელია მოწმეებზე ზეწოლა, რადგანაც საქმეში 2600-მდე პირი ფიგურირებს.

ადვოკატის განცხადებით, მერაბ ფერაძემ თანხები საფინანსო კომპანიისგან ისესხა, რათა ბიზნეს საქმიანობა ეწარმოებინა, ეს კი, მისი თქმით, დევნის საფუძველი ვერ გახდება.

დაცვის მხარის შუამდგომლობას ბრალდება არ იზიარებს. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულების შემაკავებელი ღონისძიება 10 ათასი ლარი ვერ იქნება, რადგან რამდენიმე მილიონი ლარი აქვთ გაფლანგული. ბრალდება აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

წაიკითხეთ; საფინანსო კომპანია "საქართველოს" დირექტორს და ფაქტობრივ მმართველს პატიმრობა შეეფარდათ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ