Faceამბები
მსოფლიო
სამართალი

21

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:01-ზე, მთვარე ლომში იქნება 03:17-დან – საუკეთესო დღეა შემოქმედებისა და სიყვარულისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. დღეს ოჯახი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე მოწიფულმა ადამიანებმა უნდა შექმნან. აქტიური ორგანოებია: გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავრობას არ ყოფნის ცოდნა თუ პოლიტიკური სითამამე, ხალხს აუხსნას - ლარი უნდა უფასურდებოდეს" - ლადო პაპავა
"მთავრობას არ ყოფნის ცოდნა თუ პოლიტიკური სითამამე, ხალხს აუხსნას - ლარი უნდა უფასურდებოდეს" - ლადო პაპავა

"ლა­რის გაც­ვლი­თი კურ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია და ქვეყ­ნის­თვის სა­ზი­ა­ნო" - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პრო­ფე­სორ­მა ლადო პა­პა­ვამ ლა­რის კურსთან და­კავ­ში­რე­ბით დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ლადო პა­პა­ვამ აღ­ნიშ­ნა, აშშ-მ და მის­მა ფე­დე­რა­ლურ­მა სა­რე­ზერ­ვო სის­ტე­მამ საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი ას­წია, რი­თაც დო­ლა­რი ისევ გა­აძ­ვი­რა. მი­სი­ვე თქმით, დო­ლა­რი მთელ მსოფ­ლი­ო­ში ძვირ­დე­ბა და ლარი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში იაფ­დე­ბა, "ამი­ტომ ეს პრო­ცე­სი სა­ქარ­თვე­ლო­შიც გარ­და­უ­ვა­ლია".

"ჩვენ არ უნდა გვქონ­დეს სა­უ­ბა­რი ლა­რის კურ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. შე­უძ­ლე­ბე­ლია იმი­ტომ, რომ აშშ-მ და მის­მა ფე­დე­რა­ლურ­მა სა­რე­ზერ­ვო სის­ტე­მამ საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი ას­წია, რი­თაც დო­ლა­რი ისევ გა­აძ­ვი­რა. დო­ლა­რი მთელ მსოფ­ლი­ო­ში ძვირ­დე­ბა და ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში იაფ­დე­ბა. ამი­ტომ, ეს პრო­ცე­სი სა­ქარ­თვე­ლო­შიც გარ­და­უ­ვა­ლია. ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რი გახ­ლავთ თურ­ქე­თი. სამ­წუ­ხა­როდ, თურ­ქე­თი დიქ­ტა­ტუ­რის­კენ მი­დის, რაც იწ­ვევს იმას, რომ თურ­ქე­თის ეკო­ნო­მი­კა კარ­გავს ნდო­ბას და ლირა უფა­სურ­დე­ბა. შე­დე­გად, თურ­ქე­თის­თვის ძა­ლი­ან მომ­გე­ბი­ა­ნია ექ­სპორ­ტი. სად წავა ეს ექპორ­ტი? პირ­ველ რიგ­ში იმ ქვეყ­ნებ­ში, რო­მელ­თა­ნაც თურ­ქეთს აქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის რე­ჟი­მი. ჩვენ ვართ სწო­რედ ის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­თა­ნაც თურ­ქეთს აქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბა, თა­ნაც უშუ­ა­ლოდ მო­სა­ზღვრე ქვე­ყა­ნაა. ჩვენ ვართ დიდი საფრ­თხის ქვეშ იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ თურ­ქე­თი­დან იმ­პორ­ტი გაგ­ვეზ­რდე­ბა. ეს კი კი­დევ უფრო უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­ზე.

ამ შემ­თხვე­ვა­ში ლარი უნდა გა­უ­ფა­სურ­დეს. ეს არის ერ­თა­დერ­თი სწო­რი გზა. არ ვიცი მთავ­რო­ბას არ ყოფ­ნის ცოდ­ნა თუ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­თა­მა­მე, რომ ხალ­ხს აუხ­სნას - ლარი უნდა უფა­სურ­დე­ბო­დეს. ცუ­დია, რო­დე­საც სა­ხე­ზეა ლა­რის ვარ­დნა. ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა უნდა ხდე­ბო­დეს თან­და­თა­ნო­ბით. მისი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ბიზ­ნე­სის­თვის და ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი უნდა იყოს. სხვა გზა ქვე­ყა­ნას არ აქვს. ლა­რის გაც­ვლი­თი კურ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია და ქვეყ­ნის­თვის სა­ზი­ა­ნოა.

რაც შე­ე­ხე­ბა მტკი­ცე­ბას, თით­ქოს მთავ­რო­ბამ სტა­ბი­ლურ ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­სა და ეკო­ნო­მი­კის ზრდას შო­რის არ­ჩე­ვა­ნი ამ უკა­ნას­კნე­ლის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­კე­თა, მე ამას პრინ­ცი­პუ­ლად არ ვი­ზი­ა­რებ. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კურ ხედ­ვა­ში მე ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდას ორი­ენ­ტა­ცი­ას ვერ ვხე­დავ", - გა­ნა­ცხა­და პა­პა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება ქობულეთი - ბათუმის შემოვლით გზაზე, მომხდარი შემზარავი ავარიის კადრები - დაღუპულია 4 ადამიანი

"მთავრობას არ ყოფნის ცოდნა თუ პოლიტიკური სითამამე, ხალხს აუხსნას - ლარი უნდა უფასურდებოდეს" - ლადო პაპავა

"მთავრობას არ ყოფნის ცოდნა თუ პოლიტიკური სითამამე, ხალხს აუხსნას - ლარი უნდა უფასურდებოდეს" - ლადო პაპავა

"ლარის გაცვლითი კურსის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია და ქვეყნისთვის საზიანო" - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პროფესორმა ლადო პაპავამ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ლადო პაპავამ აღნიშნა, აშშ-მ და მისმა ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი ასწია, რითაც დოლარი ისევ გააძვირა. მისივე თქმით, დოლარი მთელ მსოფლიოში ძვირდება და ლარი დოლართან მიმართებაში იაფდება, "ამიტომ ეს პროცესი საქართველოშიც გარდაუვალია".

"ჩვენ არ უნდა გვქონდეს საუბარი ლარის კურსის შენარჩუნებაზე, ეს შეუძლებელია. შეუძლებელია იმიტომ, რომ აშშ-მ და მისმა ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი ასწია, რითაც დოლარი ისევ გააძვირა. დოლარი მთელ მსოფლიოში ძვირდება და ჩვენი ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში იაფდება. ამიტომ, ეს პროცესი საქართველოშიც გარდაუვალია. ჩვენი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი გახლავთ თურქეთი. სამწუხაროდ, თურქეთი დიქტატურისკენ მიდის, რაც იწვევს იმას, რომ თურქეთის ეკონომიკა კარგავს ნდობას და ლირა უფასურდება. შედეგად, თურქეთისთვის ძალიან მომგებიანია ექსპორტი. სად წავა ეს ექპორტი? პირველ რიგში იმ ქვეყნებში, რომელთანაც თურქეთს აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. ჩვენ ვართ სწორედ ის ქვეყანა, რომელთანაც თურქეთს აქვს თავისუფალი ვაჭრობა, თანაც უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყანაა. ჩვენ ვართ დიდი საფრთხის ქვეშ იმ თვალსაზრისით, რომ თურქეთიდან იმპორტი გაგვეზრდება. ეს კი კიდევ უფრო უარყოფითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე.

ამ შემთხვევაში ლარი უნდა გაუფასურდეს. ეს არის ერთადერთი სწორი გზა. არ ვიცი მთავრობას არ ყოფნის ცოდნა თუ პოლიტიკური სითამამე, რომ ხალხს აუხსნას - ლარი უნდა უფასურდებოდეს. ცუდია, როდესაც სახეზეა ლარის ვარდნა. ლარის გაუფასურება უნდა ხდებოდეს თანდათანობით. მისი გაუფასურება ბიზნესისთვის და ადამიანებისთვის პროგნოზირებადი უნდა იყოს. სხვა გზა ქვეყანას არ აქვს. ლარის გაცვლითი კურსის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია და ქვეყნისთვის საზიანოა.

რაც შეეხება მტკიცებას, თითქოს მთავრობამ სტაბილურ ეროვნულ ვალუტასა და ეკონომიკის ზრდას შორის არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა, მე ამას პრინციპულად არ ვიზიარებ. თუნდაც იმიტომ, რომ მთავრობის ეკონომიკურ ხედვაში მე ეკონომიკური ზრდას ორიენტაციას ვერ ვხედავ", - განაცხადა პაპავამ.

"კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, ეს რუსეთის მხარის ინტერპრეტაციაა" - აბაშიძე

"ბიუჯეტიდან მიღებული ფულით არჩევნებზე ნამყოფ ადამიანებს შორის "ტესლას" მანქანების გათამაშებას ვგეგმავდით" - "გირჩის" განცხადება

რა საკითხები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე აბაშიძე-კარასინმა? - რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს