ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის სასტუმრო "რედისონში" დელეგატთა რეგისტრაცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ერთ-ერთმა დელეგატმა საიდენტიფიკაციო კოდი ვერ წარადგინა, რასაც კამათი მოყვა. დელეგატების ნაწილი, მათ შორის სპორტსმენებიც, ფოიეში სარეგისტრაციო მაგიდასთან არიან შეკრებილნი და სიტუაციის დროულად მოგვარებას მოითხოვენ.
ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან - ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ვეტერანებში მსოფლიოს არაერთგზის გამარჯვებული ესტატე გოგლიჩიძე და გეგა გეგეშიძე. მეოთხე კანდიდატი, დავით გობეჯიშვილი საარჩევნო მარათონს ნებაყოფლობით ჩამოცილდა.