საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში პატრიარქი მივიდა
მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში პატრიარქი მივიდა

მა­ხ­ა­თას მთა­ზე ივე­რი­ის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის სა­ხე­ლო­ბის მშე­ნე­ბა­რე ტა­ძარ­ში სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს ილია მე­ო­რე მი­ვი­და.

პატ­რი­არ­ქი ტა­ძარ­ში წმინ­და ბარ­ბა­რეს დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პა­რაკ­ლისს გა­და­იხ­დის. ამ წუ­თის­თვის ტა­ძარ­ში უკვე იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ივე­რი­ი­სას" ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი თა­ვა­ძე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და სხვა­დას­ხვა ტაძ­რის მრევ­ლი.

კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა დღე­ვან­დელ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა.

მი­ნის­ტრის თქმით, წმინ­და ბარ­ბა­რე ბავ­შვე­ბის მფარ­ვე­ლად და ავად­მყო­ფე­ბის მკურ­ნა­ლად მი­იჩ­ნე­ვა. მან ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბა და შვი­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა უსურ­ვა.

მი­ნის­ტრმა სა­უბ­რი­სას ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ამ ტა­ძარს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს არა მხო­ლოდ სუ­ლი­ე­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. მი­სი­ვე თქმით, აქ ძა­ლი­ან დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლია იმის­თვის, რომ ეს ტა­ძა­რი კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრად იქ­ცეს მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის ივე­რო­ნის ანა­ლო­გად.

"კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ივე­რი­ი­სას­თან" ერ­თად, ასე­ვე ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­თან ერ­თად გარ­კვე­ულ კონ­ცეფ­ცი­ა­ზე ვმუ­შა­ობთ, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში წა­რედ­გი­ნე­ბა. დე­ტა­ლებ­ზე მო­მა­ვალ­ში ვი­სა­უბ­რებთ, რო­დე­საც ეს კონ­ცეფ­ცია მზად იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ.

დღეს პირ­ვე­ლად ივე­რის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ზე ზა­რებს და­რე­კა­ვენ.

მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში პატრიარქი მივიდა

მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში პატრიარქი მივიდა

მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორე მივიდა.

პატრიარქი ტაძარში წმინდა ბარბარეს დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდის. ამ წუთისთვის ტაძარში უკვე იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საზოგადოება "ივერიისას" ხელმძღვანელი გიორგი თავაძე, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, სასულიერო პირები და სხვადასხვა ტაძრის მრევლი.

კულტურის მინისტრმა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და საზოგადოებას დღესასწაული მიულოცა.

მინისტრის თქმით, წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველად და ავადმყოფების მკურნალად მიიჩნევა. მან ყველას ჯანმრთელობა და შვილების კეთილდღეობა უსურვა.

მინისტრმა საუბრისას ასევე განაცხადა, რომ ამ ტაძარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სულიერების თვალსაზრისით. მისივე თქმით, აქ ძალიან დიდი პოტენციალია იმისთვის, რომ ეს ტაძარი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად იქცეს მთელი ქვეყნისთვის ივერონის ანალოგად.

"კულტურის სამინისტრო საზოგადოება "ივერიისასთან" ერთად, ასევე ეროვნულ მუზეუმთან ერთად გარკვეულ კონცეფციაზე ვმუშაობთ, რომელიც საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება. დეტალებზე მომავალში ვისაუბრებთ, როდესაც ეს კონცეფცია მზად იქნება", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

დღეს პირველად ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარზე ზარებს დარეკავენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი