პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დონალდ ტრამპის კომპანიამ შესაძლოა, ბათუმში "ტრამპ თაუერის" მშენებლობის ლიცენზია გააუქმოს
დონალდ ტრამპის კომპანიამ შესაძლოა, ბათუმში "ტრამპ თაუერის" მშენებლობის ლიცენზია გააუქმოს

კომ­პა­ნია The Trump Organization-მა აზერ­ბა­ი­ჯან­ში სას­ტუმ­როს­თვის ლი­ცენ­ზი­ის გა­ცე­მის გა­რი­გე­ბა გა­ა­უქ­მა და ნა­ბი­ჯებს დგამს, რათა იგი­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­კე­თოს, - იუ­წყე­ბა ამე­რი­კუ­ლი ABCNews.

ორი­ვე პრო­ექ­ტი ან მო­ი­ცავ­და ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­თან ასო­ცი­რე­ბულ პი­რებ­თან, პარტნი­ო­რულ კავ­ში­რებ­თან, რა­საც შე­ეძ­ლო პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­ეწ­ვია მას შემ­დეგ, რაც ტრამ­პი ოფი­ცი­ა­ლუ­რად პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ კვი­რის და­სა­წყის­ში ტრამ­პის კომ­პა­ნი­ამ ლი­ცენ­ზი­ის გა­ცე­მის გა­რი­გე­ბა ბრა­ზი­ლი­უ­რი სას­ტუმ­როს­თვის გა­ა­უქ­მა, ასე­ვე და­ი­ხუ­რა დე­ლა­ვე­რის შტატ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ოთხი კომ­პა­ნია.

დო­ნალდ ტრამ­პის ად­ვო­კა­ტის ალან გარ­ტე­ნის გან­ცხა­დე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში და ბრა­ზი­ლი­ა­ში პრო­ექ­ტე­ბის დე­ვე­ლო­პე­რებ­მა ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს ლი­ცენ­ზი­ის გა­ცე­მის გა­რი­გე­ბე­ბის პი­რო­ბე­ბი. მან აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აღ­წე­რა რო­გორც "სა­ში­ნაო მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­ცე­სი" და არა პო­ტენ­ცი­უ­რი ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტის შემ­ცი­რე­ბის სტრა­ტე­გი­ის ნა­წი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ამ­ჟა­მად კომ­პა­ნიაThe Trump Organization არ გეგ­მავს სა­ზღვარ­გა­რეთ მდე­ბა­რე სხვა პრო­ექ­ტე­ბის გა­უქ­მე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ პრო­ექტს, ტრამ­პის ად­ვო­კა­ტის ალან გარ­ტე­ნის თქმით, აშშ-ის ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ტრამ­პის კომ­პა­ნი­ამ პრო­ექ­ტის დე­ვე­ლო­პერს კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნა, ვი­ნა­ი­დან მათ ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს ლი­ცენ­ზი­ის გა­ცე­მის გა­რი­გე­ბის პი­რო­ბე­ბი. მისი გან­მარ­ტე­ბით, ეს პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია გა­რი­გე­ბის გა­უქ­მე­ბის­კენ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში "ტრამპ თა­უ­ე­რის" მშე­ნებ­ლო­ბის იდეა 2010 წელს, ნიუ იორკში "სილქ როუდ ჯგუ­ფის" ნიუ იორ­კის ოფი­სის და ტრამ­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გაჩ­ნდა. "ტრამპ თა­უ­ე­რის" მშე­ნებ­ლო­ბის ლი­ცენ­ზია "სილქ როუდ ჯგუფს" 2011 წლის მარ­ტში, ნიუ იორკში, სა­ლი­ცენ­ზიო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ზე­ი­მო ხელ­მო­წე­რის შემ­დეგ გა­და­ე­ცა. "ტრამპ თა­უ­ერს" ბა­თუ­მის მშე­ნებ­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ე.წ. "ბა­თუ­მი-რი­ვი­ე­რას" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­წყდა. 2012 წლის აპ­რილ­ში დო­ნალდ ტრამ­პი ბა­თუმ­ში პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ას თა­ვად და­ეს­წრო, თუმ­ცა პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­ჩერ­და.

ნო­ემ­ბერ­ში აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში დო­ნალდ ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, "სილქ როუდ ჯგუ­ფის" უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი მა­რრ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზე­ბიც გან­მარ­ტა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს, ერთი მხრივ, რე­გი­ონ­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ფა­სით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, მე­ო­რე მხრივ კი იმით, რომ "წა­ა­წყდა მო­უ­ლოდ­ნელ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას აჭა­რის იმ­დრო­ინ­დე­ლი მთავ­რო­ბის მხრი­დან". მისი თქმით, ბა­თუმ­ში "ტრამპ თა­უ­ე­რის" პრო­ექ­ტი გაგ­რძელ­დე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

დონალდ ტრამპის კომპანიამ შესაძლოა, ბათუმში "ტრამპ თაუერის" მშენებლობის ლიცენზია გააუქმოს

დონალდ ტრამპის კომპანიამ შესაძლოა, ბათუმში "ტრამპ თაუერის" მშენებლობის ლიცენზია გააუქმოს

კომპანია The Trump Organization-მა აზერბაიჯანში სასტუმროსთვის ლიცენზიის გაცემის გარიგება გააუქმა და ნაბიჯებს დგამს, რათა იგივე საქართველოში გააკეთოს, - იუწყება ამერიკული ABCNews.

ორივე პროექტი ან მოიცავდა ან დაკავშირებული იყო პოლიტიკურ წრეებთან ასოცირებულ პირებთან, პარტნიორულ კავშირებთან, რასაც შეეძლო პრობლემები გამოეწვია მას შემდეგ, რაც ტრამპი ოფიციალურად პრეზიდენტი გახდება.

აღსანიშნავია, რომ ამ კვირის დასაწყისში ტრამპის კომპანიამ ლიცენზიის გაცემის გარიგება ბრაზილიური სასტუმროსთვის გააუქმა, ასევე დაიხურა დელავერის შტატში რეგისტრირებული ოთხი კომპანია.

დონალდ ტრამპის ადვოკატის ალან გარტენის განცხადებით, აზერბაიჯანში, საქართველოში და ბრაზილიაში პროექტების დეველოპერებმა ვერ დააკმაყოფილეს ლიცენზიის გაცემის გარიგებების პირობები. მან აღნიშნული გადაწყვეტილება აღწერა როგორც "საშინაო მეურნეობის პროცესი" და არა პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის შემცირების სტრატეგიის ნაწილი.

მისივე თქმით, ამჟამად კომპანიაThe Trump Organization არ გეგმავს საზღვარგარეთ მდებარე სხვა პროექტების გაუქმებას.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ პროექტს, ტრამპის ადვოკატის ალან გარტენის თქმით, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის ტრამპის კომპანიამ პროექტის დეველოპერს კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის შესახებ შეტყობინება გაუგზავნა, ვინაიდან მათ ვერ დააკმაყოფილეს ლიცენზიის გაცემის გარიგების პირობები. მისი განმარტებით, ეს პირველი ნაბიჯია გარიგების გაუქმებისკენ.

საქართველოში "ტრამპ თაუერის" მშენებლობის იდეა 2010 წელს, ნიუ იორკში "სილქ როუდ ჯგუფის" ნიუ იორკის ოფისის და ტრამპის ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გაჩნდა. "ტრამპ თაუერის" მშენებლობის ლიცენზია "სილქ როუდ ჯგუფს" 2011 წლის მარტში, ნიუ იორკში, სალიცენზიო ხელშეკრულების საზეიმო ხელმოწერის შემდეგ გადაეცა. "ტრამპ თაუერს" ბათუმის მშენებლობის განხორციელება ე.წ. "ბათუმი-რივიერას" ტერიტორიაზე გადაწყდა. 2012 წლის აპრილში დონალდ ტრამპი ბათუმში პროექტის პრეზენტაციას თავად დაესწრო, თუმცა პროექტის განხორციელება შეჩერდა.

ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, "სილქ როუდ ჯგუფის" უძრავი ქონების ხელმძღვანელმა გიორგი მარრმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას პროექტის განხორციელების შეჩერების მიზეზებიც განმარტა და აღნიშნა, რომ ეს, ერთი მხრივ, რეგიონში უძრავი ქონების არასახარბიელო ფასით იყო განპირობებული, მეორე მხრივ კი იმით, რომ "წააწყდა მოულოდნელ წინააღმდეგობას აჭარის იმდროინდელი მთავრობის მხრიდან". მისი თქმით, ბათუმში "ტრამპ თაუერის" პროექტი გაგრძელდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი