პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყიდულობდნენ ყველაზე ხშირად საბჭოთა კავშირის მოქალაქეები საზღვარგარეთ
რას ყიდულობდნენ ყველაზე ხშირად საბჭოთა კავშირის მოქალაქეები საზღვარგარეთ

ჯინ­სე­ბი

საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქის­თვის ჯინ­სე­ბის ყიდ­ვა არა­ლე­გა­ლუ­რი იყო. თუმ­ცა სა­ზღვარ­ზე მა­ინც ახერ­ხებ­დნენ გად­მო­ტა­ნას და შემ­დეგ საკ­მა­ოდ ძვირ ფა­სა­დაც ყიდ­დნენ. 1978 წელს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტის ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი ლე­ო­ნიდ ტი­ა­გა­ჩე­ვი ცდი­ლობ­და იმ დრო­ის­თვის საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის, 120 ჯინ­სი გა­და­ე­ტა­ნა სა­ზღვარ­ზე. მის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი აღიძ­რა, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლომ­დე საქ­მე აღარ მი­სუ­ლა.

"ადი­და­სი"

საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სპორ­ტუ­ლი მარ­კა "ადი­და­სი" გახ­ლდათ, "ადი­და­სით" სტუმ­რად და თე­ატ­რშიც კი და­დი­ო­და ხალ­ხი.

სა­ღე­ჭი რე­ზი­ნი

უცხო­უ­რი წარ­მო­ე­ბის სა­ღე­ჭი რე­ზი­ნი ბავ­შვებ­სა და მოზ­რდი­ლებ­შიც სა­კულ­ტო სა­გა­ნი იყო. "სტი­მო­რო­ლი" და "ტურ­ბო" და­სავ­ლეთ ევ­რო­პი­დან შე­მო­დი­ო­და, პო­ლი­ნე­თი­დან და ჩე­ხე­თი­დან.

სა­ა­თე­ბი

რო­დე­საც არ არ­სე­ბობ­და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი და პლან­შე­ტე­ბი, საბ­ჭო­თა ბავ­შვე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ტექ­ნი­კუ­რი მიღ­წე­ვა "კა­სი­ოს" სა­ა­თი იყო, რო­მელ­საც კალ­კუ­ლა­ტო­რიც ჰქონ­და და­ტა­ნე­ბუ­ლი. მათი ფასი სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სის ნა­ხე­ვარს უდ­რი­და.

მუ­სი­კა­ლუ­რი ფირ­ფი­ტე­ბი

მე­ლო­მა­ნე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, რომ "ბითლზის" ფირ­ფი­ტის შე­სა­ძე­ნად ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბის გა­ყიდ­ვა უხ­დე­ბო­დათ.

ვი­დე­ო­მაგ­ნი­ტო­ფო­ნი

თა­ვი­დან საბ­ჭო­თა ვი­დე­ო­მაგ­ნი­ტო­ფო­ნე­ბი 1200 რუბ­ლი ღირ­და, ია­პო­ნუ­რი "პა­ნა­სო­ნი­კის" წარ­მო­ე­ბის კი 3000 – 5000 რუბ­ლამ­დე ადი­ო­და. ამას­თან, ვი­დე­ოს გარ­და, კა­სე­ტე­ბიც ცალ­კე სა­შოვ­ნი იყო. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მსგავს ტექ­ნი­კა­ში მან­ქა­ნა და ბი­ნაც კი გა­უც­ვლი­ათ.

ავ­ტო­მო­ბი­ლი

70-იანი წლე­ბის ბო­ლოს უცხო­უ­რი წარ­მო­ე­ბის მან­ქა­ნე­ბი აქ­ტი­უ­რად შე­მო­ვი­და საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში. მათი იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი უმე­ტე­სად ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი და მე­ზღვა­უ­რე­ბი იყ­ვნენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია news.day.az-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რას ყიდულობდნენ ყველაზე ხშირად საბჭოთა კავშირის მოქალაქეები საზღვარგარეთ

რას ყიდულობდნენ ყველაზე ხშირად საბჭოთა კავშირის მოქალაქეები საზღვარგარეთ

ჯინსები

საბჭოთა მოქალაქისთვის ჯინსების ყიდვა არალეგალური იყო. თუმცა საზღვარზე მაინც ახერხებდნენ გადმოტანას და შემდეგ საკმაოდ ძვირ ფასადაც ყიდდნენ. 1978 წელს საბჭოთა კავშირის სამთო-სათხილამურო სპორტის ნაკრების მწვრთნელი ლეონიდ ტიაგაჩევი ცდილობდა იმ დროისთვის საკმაოდ დიდი რაოდენობის, 120 ჯინსი გადაეტანა საზღვარზე. მის წინააღმდეგ სარჩელი აღიძრა, მაგრამ სასამართლომდე საქმე აღარ მისულა.

"ადიდასი"

საბჭოთა კავშირში ყველაზე ცნობილი სპორტული მარკა "ადიდასი" გახლდათ, "ადიდასით" სტუმრად და თეატრშიც კი დადიოდა ხალხი.

საღეჭი რეზინი

უცხოური წარმოების საღეჭი რეზინი ბავშვებსა და მოზრდილებშიც საკულტო საგანი იყო. "სტიმოროლი" და "ტურბო" დასავლეთ ევროპიდან შემოდიოდა, პოლინეთიდან და ჩეხეთიდან.

საათები

როდესაც არ არსებობდა მობილური ტელეფონები და პლანშეტები, საბჭოთა ბავშვებისთვის ყველაზე დიდი ტექნიკური მიღწევა "კასიოს" საათი იყო, რომელსაც კალკულატორიც ჰქონდა დატანებული. მათი ფასი საშუალო ხელფასის ნახევარს უდრიდა.

მუსიკალური ფირფიტები

მელომანები იხსენებენ, რომ "ბითლზის" ფირფიტის შესაძენად ძვირფასი ნივთების გაყიდვა უხდებოდათ.

ვიდეომაგნიტოფონი

თავიდან საბჭოთა ვიდეომაგნიტოფონები 1200 რუბლი ღირდა, იაპონური "პანასონიკის" წარმოების კი 3000 – 5000 რუბლამდე ადიოდა. ამასთან, ვიდეოს გარდა, კასეტებიც ცალკე საშოვნი იყო. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მსგავს ტექნიკაში მანქანა და ბინაც კი გაუცვლიათ.

ავტომობილი

70-იანი წლების ბოლოს უცხოური წარმოების მანქანები აქტიურად შემოვიდა საბჭოთა კავშირში. მათი იმპორტიორები უმეტესად ხელოვანი ადამიანები და მეზღვაურები იყვნენ.

მომზადებულია news.day.az-ს მიხედვით.

სამყარო ადამიანებს ახალი მისიისთვის ამზადებს - რა დავალება ექნება ზოდიაქოს ყველა ნიშანს მომდევნო წელიწად-ნახევარი?

კურიოზი პირდაპირ ეთერში - ABC-ის ჟურნალისტი გადაცემაში პიჯაკით და უშარვლოდ ჩაერთო

1941 წელს ჩაძირული "არმენია" ნაპოვნია! - როგორ მოხდა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა და იყო თუ არა გემზე განძი?