აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი რონალდ რეიგანში საფლავში გადატრიალდებოდა, რომ გაეგო თუ რამდენი რესპუბლიკელი უჭერს მხარს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, - წერს გამოცემა Business Insider.
"არჩევნების შემდეგ კვლევა ჩატარდა, რომელშიც დავინახეთ, რომ რესპუბლიკელი ამომრჩევლების 37% მხარს უჭერს პუტინს. რესპუბლიკელი ამომრჩევლების 1/3-ზე მეტი მხარს უჭერს პუტინს, "კა-გე-ბე"-ს ყოფილ თანამშრომელს. რონალდ რეიგანი საფლავში გადატრიალდებოდა", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.
"ზოგიერთები, ვინც მაკრიტიკებდა იმის გამო, რომ რუსეთს ვესაუბრებოდი, ასევე მხარი დაუჭირეს არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს მიუხედავად იმისა, რომ ის ამბობდა, რომ შეაჩერებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და პუტინთან ერთად იმუშავებს", - დასძინა ბარაქ ობამამ.