საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საფინანსო კომპანია საქართველოს" დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, მერაბ ფერაძე დააკავეს
"საფინანსო კომპანია საქართველოს" დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, მერაბ ფერაძე დააკავეს

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­ქა­ლა­ქე­თა კუთ­ვნი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის ჯგუ­ფუ­რად გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე, შპს "სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს" დი­რექ­ტო­რი თა­მაზ ლობ­ჟა­ნი­ძე და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის ფაქ­ტობ­რი­ვი მმარ­თვე­ლი, მე­რაბ ფე­რა­ძე და­ა­კა­ვა. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2013 წლის 14 აგ­ვის­ტოს მე­რაბ ფე­რა­ძის ორ­გა­ნი­ზე­ბით, და­რე­გის­ტრირ­და შპს "სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო". სა­ზო­გა­დო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას წარ­მო­ად­გენ­და მო­სახ­ლე­ო­ბის­გან მა­ღა­ლი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თით თან­ხის მი­ღე­ბა. კლი­ენ­ტთა მო­ზიდ­ვის მიზ­ნით, ორ­გა­ნი­ზა­ცია აქ­ტი­უ­რად ეწე­ო­და სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ას, რის სა­ფუძ­ველ­ზეც არა­ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ ანაბ­რის სა­ხით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ფუ­ლა­დი შე­ნა­ტა­ნი.

შპს "სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს" დი­რექ­ტორ­მა თა­მაზ ლობ­ჟა­ნი­ძემ, მე­რაბ ფე­რა­ძის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ნაც­ვლად იმი­სა, რომ ეწარ­მო­ე­ბი­ნა მომ­გე­ბი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა, არა­მიზ­ნობ­რი­ვად გა­ხარ­ჯა აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხე­ბი, კერ­ძოდ, ყო­ველ­გვა­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გათ­ვლე­ბის გა­რე­შე, გას­ცა სეს­ხე­ბი რო­გორც თა­ვად მე­რაბ ფე­რა­ძის სა­ხელ­ზე, ასე­ვე მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ არა­მომ­გე­ბი­ან სა­წარ­მო­ებ­ზე. ჯამ­ში, სეს­ხის სა­ხით მე­რაბ ფე­რა­ძე­ზე გა­ცე­მულ იქნა მე­ა­ნაბ­რე­თა მიერ შე­ტა­ნი­ლი 10 326 096 ლარი, 13 292 949 აშშ დო­ლა­რი და 796 136 ევრო, ხოლო შპს "გან­თი­ად­ზე" – 382 324 ლარი და 108 300 აშშ დო­ლა­რი. შპს "სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს­გან" მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა მე­რაბ ფე­რა­ძემ არ და­აბ­რუ­ნა და გა­მო­ი­ყე­ნა პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის, რის გა­მოც მშნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­ნან­სუ­რი ზი­ა­ნი მი­ად­გა კომ­პა­ნი­ის 2 648 მე­ა­ნაბ­რეს და მათ მიერ კომ­პა­ნი­ა­ში ანაბ­რის სა­ხით შე­ტა­ნი­ლი თან­ხა ამ დრომ­დე და­უბ­რუ­ნე­ბე­ლია. ამ­ჟა­მად სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნი­ის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა მე­ა­ნაბ­რე­თა მი­მართ შე­ად­გენს 76 000 000 ლარს.

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ და­ყა­და­ღე­ბუ­ლია თა­მაზ ლობ­ჟა­ნი­ძის და მე­რაბ ფე­რა­ძის, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის და ნა­თე­სა­ვე­ბის უძ­რა­ვი და მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, სა­წარ­მო­თა წი­ლე­ბი და ან­გა­რი­შე­ბი. ასე­ვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­სა და ოფი­სებ­ში ჩხრე­კე­ბი და აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი მოქ­მე­დე­ბე­ბი დამ­ნა­შა­ვე პირ­თა მიერ შე­საძ­ლო გა­და­მა­ლუ­ლი ქო­ნე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სსკი-ს 182-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლით სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს 7-დან 11 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას" - ნათ­ქვა­მია პრეს­რე­ლიზ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"საფინანსო კომპანია საქართველოს" დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, მერაბ ფერაძე დააკავეს

"საფინანსო კომპანია საქართველოს" დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, მერაბ ფერაძე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მოქალაქეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ფაქტზე, შპს "საფინანსო კომპანია საქართველოს" დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, მერაბ ფერაძე დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2013 წლის 14 აგვისტოს მერაბ ფერაძის ორგანიზებით, დარეგისტრირდა შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველო". საზოგადოების საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისგან მაღალი საპროცენტო განაკვეთით თანხის მიღება. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, ორგანიზაცია აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ ანაბრის სახით განახორციელა ფულადი შენატანი.

შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველოს" დირექტორმა თამაზ ლობჟანიძემ, მერაბ ფერაძის ორგანიზებით, ნაცვლად იმისა, რომ ეწარმოებინა მომგებიანი საქმიანობა, არამიზნობრივად გახარჯა აღნიშნული თანხები, კერძოდ, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მერაბ ფერაძის სახელზე, ასევე მის საკუთრებაში არსებულ არამომგებიან საწარმოებზე. ჯამში, სესხის სახით მერაბ ფერაძეზე გაცემულ იქნა მეანაბრეთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 292 949 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს ,,განთიადზე" – 382 324 ლარი და 108 300 აშშ დოლარი. შპს "საფინანსო კომპანია საქართველოსგან" მიღებული თანხა მერაბ ფერაძემ არ დააბრუნა და გამოიყენა პირადი მიზნებისთვის, რის გამოც მშნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა კომპანიის 2 648 მეანაბრეს და მათ მიერ კომპანიაში ანაბრის სახით შეტანილი თანხა ამ დრომდე დაუბრუნებელია. ამჟამად საფინანსო კომპანიის დავალიანება მეანაბრეთა მიმართ შეადგენს 76 000 000 ლარს.

გამოძიების მიერ დაყადაღებულია თამაზ ლობჟანიძის და მერაბ ფერაძის, მისი ოჯახის წევრების და ნათესავების უძრავი და მოძრავი ქონება, საწარმოთა წილები და ანგარიშები. ასევე ჩატარებულია სხვადასხვა საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებში ჩხრეკები და აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები დამნაშავე პირთა მიერ შესაძლო გადამალული ქონებების აღმოჩენის მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკი-ს 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელით სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას" - ნათქვამია პრესრელიზში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ