მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღე-ღამის განმავლობაში, თბილისში სასწრაფო დახმარების მოთხოვნით 112-ში 3 000-ზე შეტყობინება შევიდა
დღე-ღამის განმავლობაში, თბილისში სასწრაფო დახმარების მოთხოვნით 112-ში 3 000-ზე შეტყობინება შევიდა

24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, თბი­ლის­ში სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბის მო­თხოვ­ნით "112"-ში 3 163 შე­ტყო­ბი­ნე­ბა და­ფიქ­სირ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სსიპ "112"-დან ინ­ფორ­მა­ცია 14 დე­კემ­ბერს გა­მო­ი­თხო­ვა. სა­ა­გენ­ტო და­ინ­ტე­რეს­და რამ­დე­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბის თხოვ­ნით "112"-ში დრო­ის კონ­კრე­ტულ მო­ნაკ­ვეთ­ში და რამ­დენ მათ­გან­ზე ვერ მო­ხერ­ხდა რე­ა­გი­რე­ბა - სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის გაშ­ვე­ბა.

"112"-დან 16 დე­კემ­ბერს მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 13 დე­კემ­ბრის 09:00 სა­ა­თი­დან 14 დე­კემ­ბრის 09:00 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში, "112"-ში სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბის მო­თხოვ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, და­ფიქ­სირ­და - 5 566 შე­ტყო­ბი­ნე­ბა, ხოლო, თბი­ლი­სის მას­შტა­ბით - 3 163 შე­ტყო­ბი­ნე­ბა;

ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი არ არის რამ­დენ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე ვერ მო­ხერ­ხდა რე­ა­გი­რე­ბა - სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის გაშ­ვე­ბა. პა­სუხ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ თბი­ლი­სის მას­შტა­ბით სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბის მო­თხოვ­ნით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­ტყო­ბი­ნე­ბა (გარ­და, გა­უქ­მე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი­სა) გა­და­ე­ცე­მა თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სსიპ - სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის თა­ვი­სუ­ფალ ბრი­გა­დას, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის მას­შტა­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად სა­ა­გენ­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ სსიპ - სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრს უნდა მი­მარ­თოს;

რაც შე­ე­ხე­ბა შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, რომ­ლე­ბიც მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­სა და ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ებს უკავ­შირ­დე­ბა, მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­თი­თე­ბუ­ლი დრო­ის მო­ნაკ­ვეთ­ში "112"-ში ინ­ცი­დენ­ტის ტი­პით - "ჰი­პერ­თერ­მია" სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და­ფიქ­სირ­და - 938 შე­ტყო­ბი­ნე­ბა, თბი­ლი­სის მას­შტა­ბით - 666 შე­ტყო­ბი­ნე­ბა, ხოლო ინ­ცი­დენ­ტის ტი­პით - "ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია" სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და­ფიქ­სირ­და - 97 შე­ტყო­ბი­ნე­ბა, თბი­ლი­სის მას­შტა­ბით კი - 68 შე­ტყო­ბი­ნე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდი­ლი იყო მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­ში. მი­ნის­ტრმა იმა­ვე ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, რომ წინა დღის მდგო­მა­რე­ო­ბით, 550 ზარი ფიქ­სირ­დე­ბო­და, რო­მელ­ზეც რე­ა­გი­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

დღე-ღამის განმავლობაში, თბილისში სასწრაფო დახმარების მოთხოვნით 112-ში 3 000-ზე შეტყობინება შევიდა

დღე-ღამის განმავლობაში, თბილისში სასწრაფო დახმარების მოთხოვნით 112-ში 3 000-ზე შეტყობინება შევიდა

24 საათის განმავლობაში, თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მოთხოვნით "112"-ში 3 163 შეტყობინება დაფიქსირდა.

"ინტერპრესნიუსმა" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ "112"-დან ინფორმაცია 14 დეკემბერს გამოითხოვა. სააგენტო დაინტერესდა რამდენი შეტყობინება შევიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების თხოვნით "112"-ში დროის კონკრეტულ მონაკვეთში და რამდენ მათგანზე ვერ მოხერხდა რეაგირება - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გაშვება.

"112"-დან 16 დეკემბერს მიღებული ინფორმაციის თანახმად, 13 დეკემბრის 09:00 საათიდან 14 დეკემბრის 09:00 საათამდე პერიოდში, "112"-ში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მოთხოვნით, საქართველოს მასშტაბით, დაფიქსირდა - 5 566 შეტყობინება, ხოლო, თბილისის მასშტაბით - 3 163 შეტყობინება;

ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის რამდენ შეტყობინებაზე ვერ მოხერხდა რეაგირება - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გაშვება. პასუხში აღნიშნულია, რომ თბილისის მასშტაბით სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მოთხოვნით დაფიქსირებული ყველა შეტყობინება (გარდა, გაუქმებული შეტყობინებებისა) გადაეცემა თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თავისუფალ ბრიგადას, ხოლო საქართველოს რეგიონების მასშტაბით ინფორმაციის მისაღებად სააგენტომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს უნდა მიმართოს;

რაც შეეხება შეტყობინებების რაოდენობას, რომლებიც მაღალ ტემპერატურასა და ვირუსულ ინფექციებს უკავშირდება, მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მითითებული დროის მონაკვეთში "112"-ში ინციდენტის ტიპით - "ჰიპერთერმია" საქართველოს მასშტაბით დაფიქსირდა - 938 შეტყობინება, თბილისის მასშტაბით - 666 შეტყობინება, ხოლო ინციდენტის ტიპით - "ვირუსული ინფექცია" საქართველოს მასშტაბით დაფიქსირდა - 97 შეტყობინება, თბილისის მასშტაბით კი - 68 შეტყობინება.

როგორც ცნობილია, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილი იყო მიმართვიანობა სასწრაფო დახმარების სამსახურებში. მინისტრმა იმავე ბრიფინგზე აღნიშნა, რომ წინა დღის მდგომარეობით, 550 ზარი ფიქსირდებოდა, რომელზეც რეაგირება ვერ მოხერხდა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი