ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა

ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა

სპორტსმენები ხშირად ეხვევიან სკანდალებში. ბუნებრივია, გამონაკლისი არც ქართველი სპორტსმენები არიან. ქვემოთ გთავაზობთ ბოლო წლების ყველაზე გამორჩეულ სკანდალურ შემთხვევებს, რომელთა მონაწილენიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ქართველი სპორტსმენები გახდნენ და ამბავი სხვადასხვა ქვეყნის მასმედიის საშუალებებში გაშუქდა.

სპორტსმენებს არც ფანები ჩამორჩნენ და ჩამონათვალში ერთი ფაქტი სწორედ გულშემატკივრების "დამსახურებით" მოხვდა. აი, დანარჩენს კი თანმიმდევრობით გავიხსენებთ:

გიორგი ქინქლაძე - ავარია მანჩესტერში "ფერარით"

1997 წლის ოქტომბერი

ქინქლაძე კაფეში თანაგუნდელ კაიტ სიმონს გაეხუმრა, რომ ნამდვილი სპორტული ავტომობილის შესაძლებლობებს აჩვენებდა. წვიმიან ამინდში 120 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი "ფერარის" კაბრიოლეტი მოცურდა და საშინელ ავარიაში მოყვა. მანქანა ხიდის საყრდენ ბოძს შეეჯახა, ორივე ფეხბურთელი ავტომობილიდან გადმოვარდა. ქინქლაძე იოლად გადარჩა, აი, საიმონსმა კი ხელ-ფეხი მოიტეხა. ქინქლაძემ მალევე ახალი "ფერარი" იყიდა, ფოტოზე კი, სავარაუდოდ, მისი ნაავარიევი ავტომობილია...

კოკაი და გაგამარუ - ჩხუბი რესტორანში

2001 წლის იანვარი

იაპონური და რუსული მედია წერდა, რომ ქართველ სუმოისტებს, კოკაის (ლევან ცაგურია) და გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) იაპონიაში, ინდურ რესტორანში ჩხუბი მოუვიდათ. ამბობენ, რომ ნასვამი სუმოისტების გაცეცხლებას რესტორნის ლამაზი შუშის კედელი შეეწირა.

კახა კალაძის "ლამბორგინი" და ავარია უკრაინაში

2009 წლის მარტი

"მილანში" მოთამაშე კახა კალაძის "ლამბორგინი", რომელსაც უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის ვაჟი მართავდა, უჟგოროდთან ავარიაში მოყვა. კალაძემ უკრაინულ მედიასთან აღიარა, რომ ანდრეი სტრიჟაკი მისი ახლო მეგობარია და მის შვილს მანქანა სასეირნოდ ათხოვა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაზარალდა, მათ შორის, 11 წლის ბავშვი. მაშინ ის ავარია უკრაინაში მიაჩუმათეს.

ახალგაზრდა ძიუდოისტები იაპონიიდან გამოყარეს

2011 წლის ნოემბერი

საქართველოს ჭაბუკ და ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებები 2-კვირიან შეკრებაზე იმყოფებოდნენ ცუკუბას უნივერსიტეტში, მაგრამ ჩვენი სპორტსმენების მოქცევის გამო მათ არა მარტო უნივერსიტეტი, ქვეყანაც დაატოვებინეს.

ქართველი ძიუდოისტები ჰოლში ხმაურობდნენ, მუსიკას ხმამაღლა უსმენდნენ, ველოსიპედებით სიჩქარეს აჭარბებდნენ, ერთ-ერთ მათგანს კი სულაც ცეცხლმაქრი ხელში "აუფეთქდა". ქართველებს ერთმა ადგილობრივმა უჩივლა კიდეც. მოკლედ, მასპინძლებმა ითმინეს, ითმინეს და...  განაგრძეთ  კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი