ავტობუსი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები გადაჰყავდა, ბაქოში სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA-ს ინფორმაციით, ავარიის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა.
ინციდენტი ბაქო-გაზახის გზატკეცილის 72-ე კილომეტრზე მოხდა. ცხრა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სხვები კი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ გაუშვეს.
დაშავებულები აზერბაიჯანელი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები არიან.