პორტალის www.arsebobs.ge-ს რაოდენობრივი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ძირითად ნაწილს იმის სჯერა, რისიც უნდა სჯეროდეს. ანონიმური გამოკითხვა, რომელმაც 20 000 - ზე მეტი ადამიანი მოიცვა, დღეს ღამე დასრულდება, თუმცა, არსებული პასუხებით უკვე აშკარაა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს, სტანდარტულ რაღაცებთან ერთად, ბევრი წარმოუდგენელი რამისაც სჯერა.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ უკვე 15 დეკემბრის შედეგებს, სადაც ახალი მონაცემებით მეტი დამაჯერებლობა საახალწლო თემატიკას უკავშირდება. გთავაზობთ სტატისტიკური მონაცემების ტოპ ათეულს:
10. გამოკითხულთა 40 %-ს სჯერა კოპლებიანი თოვლის არსებობის
9. 46%-მა პროცენტმა უპასუხა, რომ სანტას შეიძლება ჰქონდეს მწვანე ხელთათმანებიც
8. გამოკითხულთა ნახევარს კვლავ მყარად სჯერა მწვანეთვალება სანტას არსებობის
7. 56%-მა გადაწყვიტა, რომ ახალი წლის განწყობას საყიდლებზე სიარულით იქმნის
6. 64%-მა პროცენტმა მტკიცედ განაცხადა, რომ ორშაბათი შაბათია
5. 71%-მა უყოყმანოდ უპასუხა, რომ სიკეთე არსებობს
4. 79% არც კი დაფიქრებულა, ისე უპასუხა, რომ ქართლის დედას საახალწლო დღეებში სახეზე ღიმილი დასთამაშებს
3. 85 %-ს ეჭვიც არ ეპარება, რომ დედა სანტაც არსებობს
2. 92 % დაეთანხმა კითხვას, რომ სანტა გაცილებით მეტია, ვიდრე წვერებიანი კეთილი ბაბუა
1. I ადგილზე გავიდა კითხვა, რომელსაც გამოკითხულთა 98%-მა დადებითად უპასუხა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სჯერა მეოჯახე სანტას არსებობის!
კვლევა ჯერ კიდევ გრძელდება! სანამ დროა, ეწვიეთ ვებ გვერდს www.arsebobs.ge, და გაეცანით დაუჯერებელ, მაგრამ ამავდროულად სარწმუნო ამბებს ჩვენს Facebook გვერდზე www.facebook.com/arsebobs.
ცოტა დრო დარჩა იმის გასაგებად, თუ რისი სჯერათ ქართველებს. 16 დეკემბრის 00:00 საათზე თქვენ გაიგებთ, რომ #ისარსებობს.