სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფრთხე თქვენი შვილებისთვის - უკონტროლო ასაფეთქებლები და ათეულობით დაზარალებული ყოველწლიურად
საფრთხე თქვენი შვილებისთვის - უკონტროლო ასაფეთქებლები და ათეულობით დაზარალებული ყოველწლიურად

ყო­ველ­წლი­უ­რად, ახა­ლი წლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად ასა­ფეთ­ქებ­ლე­ბის პრობ­ლე­მა ჩნდე­ბა. ათას­გვა­რი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი სრუ­ლი­ად უკონ­ტრო­ლოდ იყი­დე­ბა. მისი შე­ძე­ნის და გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ანს აქვს. ასა­ფეთ­ქებ­ლებს ძი­რი­თა­დად, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ყი­დუ­ლო­ბენ და სკო­ლი­დან სახ­ლი­სა­კენ "ხმა­უ­რი­ა­ნად" აგ­რძე­ლე­ბენ გზას.

გვან­ცა ნო­ზა­ძე: " სკო­ლის გვერ­დით ვცხოვ­რობ და უკვე გა­უ­საძ­ლი­სია დღის მან­ძილ­ზე სახ­ლში ყოფ­ნა. მთე­ლი დღე ბათ­ქა-ბუთ­ქია. პა­ტა­რა მყავს და ვიდ­რე სკო­ლა არ დას­რულ­დე­ბა, ვერ ვა­ძი­ნებ, რად­გან აფეთ­ქე­ბის ხმა­ზე შე­ში­ნე­ბულს ეღ­ვი­ძე­ბა. ძაღ­ლიც მყავს სახ­ლში, რო­მელ­საც აფეთ­ქე­ბის ხმის ეში­ნია და ძლივს ვა­ჩე­რებ.

- სკო­ლის დი­რექ­ცი­ას თუ უთხა­რით ამის შე­სა­ხებ?

- ისი­ნი რა შუ­ა­ში არი­ან?! გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბი­სას უშუ­ა­ლოდ გაკ­ვე­თილ­ზე არა­ვინ აფეთ­ქებს და მერე სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ის გა­რეთ აფეთ­ქე­ბენ. მგო­ნი სა­ხელ­მწი­ფომ უნდა მი­ი­ღოს რე­გუ­ლა­ცია და გა­ა­კონ­ტრო­ლოს, თო­რემ ახა­ლი წელი შემ­ზი­ზღდა. ასე გრძელ­დე­ბა წლე­ბია. I კლა­სელ­საც კი შე­უძ­ლია ყვე­ლა­ზე დიდი ზო­მის ასა­ფეთ­ქებ­ლის ყიდ­ვა, არას­წო­რად რომ აა­ფეთ­ქოს და და­ზი­ან­დეს, მერე ხომ უკვე გვი­ა­ნი იქ­ნე­ბა?!

და­ვინ­ტე­რეს­დით, "ასა­ფეთ­ქებ­ლე­ბის სე­ზო­ნის" დად­გო­მას­თან ერ­თად, გახ­შირ­და თუ არა მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში. გვე­სა­უბ­რე­ბა დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი გუგა ქა­ში­ბა­ძე:

- ზამ­თრის დად­გო­მას­თან ერ­თად და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი იმა­ტებს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჯერ მხო­ლოდ ორი შემ­თხვე­ვა იყო, მაგ­რამ რო­გორც წესი, მსგავ­სი ტი­პის ტრავ­მი­ა­ნო­ბა იმა­ტებს 25 დე­კემ­ბრი­დან და გრძელ­დე­ბა 14 იან­ვრამ­დე. რო­გორც გი­თხა­რით წელს მხო­ლოდ ორი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, აქე­დან ერთი იოლი იყო, მე­ო­რე შე­და­რე­ბით მძი­მე შემ­თხვე­ვა გვქონ­და, თუმ­ცა სა­ბედ­ნი­ე­როდ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და. ამ მე­ო­რე შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო დავ­დე ჩემს "ფე­ის­ბუქ­ზე". ერ­თის მხრივ, ამის გა­კე­თე­ბა ექი­მი­სა­გან არა­ე­თი­კუ­რია, თუმ­ცა ამ ფო­ტო­ში არაა პა­ცი­ენ­ტი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და კა­ნო­ნი ამას არ კრძა­ლავს, თა­ნაც მე ეს გა­ვა­კე­თე იმი­ტომ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა გაფრ­თხილ­დეს. 3 წლამ­დე ბავ­შვი თვი­თონ რომ ვერ იყი­დის ასა­ფეთ­ქე­ბელს და თვი­თონ რომ ვერ მიხ­ვდე­ბო­და, რო­გორ აე­ფეთ­ქე­ბი­ნა, მგო­ნი ამა­ზე ორი აზრი არ არ­სე­ბობს...

- გა­სუ­ლი წლის სტა­ტის­ტი­კა რო­გო­რი იყო?

- შარ­შან 100-მდე პა­ცი­ენ­ტი მი­ვი­ღეთ. აქე­დან 6 მათ­განს დას­ჭირ­და სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, ჩა­ტარ­და 8 ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია, თუმ­ცა ეს არის მხო­ლოდ დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში მოყ­ვა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის სტა­ტის­ტი­კა, ბუ­ნებ­რი­ვია, სხვა კლინ­კებ­შიც ხდე­ბო­და ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა.

- მშობ­ლებ­თან თუ გქო­ნი­ათ სა­უ­ბა­რი, რო­გორ ხსნი­ან იმას, რომ პა­ტა­რას მის­ცეს უფ­ლე­ბა ასა­ფეთ­ქებ­ლით ეთა­მა­შა?

- პოსტ-ფაქ­ტუმ ყვე­ლა მშო­ბე­ლი ხვდე­ბა, რომ სწო­რად არ მო­იქ­ცა როცა ბავ­შვს მის­ცა ამის უფ­ლე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რია როცა მშობ­ლის ნე­ბარ­თვის გა­რე­შეც იღე­ბენ ასა­ფეთ­ქებ­ლებს.

ჩემი რე­კო­მენ­და­ცია იქ­ნე­ბა რომ მშობ­ლებ­მა დიდი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ, გან­სა­კუთ­რე­ბით, პა­ტა­რა ასა­კის ბავ­შვის მშობ­ლებ­მა. ვუ­სურ­ვებ ყვე­ლას რომ მშვი­დად შეხ­ვდნენ ახალ წელს. სა­კუ­თარ თავ­ზე და სა­კუ­თარ ოჯა­ხებ­ზე ნუ გა­მოც­დი­ან სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის სი­კე­თეს.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

საფრთხე თქვენი შვილებისთვის - უკონტროლო ასაფეთქებლები და ათეულობით დაზარალებული ყოველწლიურად

საფრთხე თქვენი შვილებისთვის - უკონტროლო ასაფეთქებლები და ათეულობით დაზარალებული ყოველწლიურად

ყოველწლიურად, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ასაფეთქებლების პრობლემა ჩნდება. ათასგვარი ასაფეთქებელი სრულიად უკონტროლოდ იყიდება. მისი შეძენის და გამოყენების უფლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს აქვს. ასაფეთქებლებს ძირითადად, სკოლის მოსწავლეები ყიდულობენ და სკოლიდან სახლისაკენ "ხმაურიანად" აგრძელებენ გზას.

გვანცა ნოზაძე: " სკოლის გვერდით ვცხოვრობ და უკვე გაუსაძლისია დღის მანძილზე სახლში ყოფნა. მთელი დღე ბათქა-ბუთქია. პატარა მყავს და ვიდრე სკოლა არ დასრულდება, ვერ ვაძინებ, რადგან აფეთქების ხმაზე შეშინებულს ეღვიძება. ძაღლიც მყავს სახლში, რომელსაც აფეთქების ხმის ეშინია და ძლივს ვაჩერებ.

- სკოლის დირექციას თუ უთხარით ამის შესახებ?

- ისინი რა შუაში არიან?! გაკვეთილის მსვლელობისას უშუალოდ გაკვეთილზე არავინ აფეთქებს და მერე სკოლის ტერიტორიის გარეთ აფეთქებენ. მგონი სახელმწიფომ უნდა მიიღოს რეგულაცია და გააკონტროლოს, თორემ ახალი წელი შემზიზღდა. ასე გრძელდება წლებია. I კლასელსაც კი შეუძლია ყველაზე დიდი ზომის ასაფეთქებლის ყიდვა, არასწორად რომ ააფეთქოს და დაზიანდეს, მერე ხომ უკვე გვიანი იქნება?!

დავინტერესდით, "ასაფეთქებლების სეზონის" დადგომასთან ერთად, გახშირდა თუ არა მიმართვიანობა დამწვრობის ცენტრში. გვესაუბრება დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე:

- ზამთრის დადგომასთან ერთად დაზიანების შემთხვევები იმატებს. საბედნიეროდ, ჯერ მხოლოდ ორი შემთხვევა იყო, მაგრამ როგორც წესი, მსგავსი ტიპის ტრავმიანობა იმატებს 25 დეკემბრიდან და გრძელდება 14 იანვრამდე. როგორც გითხარით წელს მხოლოდ ორი შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ერთი იოლი იყო, მეორე შედარებით მძიმე შემთხვევა გვქონდა, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ამ მეორე შემთხვევის ამსახველი ფოტო დავდე ჩემს "ფეისბუქზე". ერთის მხრივ, ამის გაკეთება ექიმისაგან არაეთიკურია, თუმცა ამ ფოტოში არაა პაციენტი იდენტიფიცირებული და კანონი ამას არ კრძალავს, თანაც მე ეს გავაკეთე იმიტომ, რომ მოსახლეობა გაფრთხილდეს. 3 წლამდე ბავშვი თვითონ რომ ვერ იყიდის ასაფეთქებელს და თვითონ რომ ვერ მიხვდებოდა, როგორ აეფეთქებინა, მგონი ამაზე ორი აზრი არ არსებობს...

- გასული წლის სტატისტიკა როგორი იყო?

- შარშან 100-მდე პაციენტი მივიღეთ. აქედან 6 მათგანს დასჭირდა სტაციონარული მკურნალობა, ჩატარდა 8 ქირურგიული ოპერაცია, თუმცა ეს არის მხოლოდ დამწვრობის ცენტრში მოყვანილი პაციენტების სტატისტიკა, ბუნებრივია, სხვა კლინკებშიც ხდებოდა ასეთი პაციენტების მკურნალობა.

- მშობლებთან თუ გქონიათ საუბარი, როგორ ხსნიან იმას, რომ პატარას მისცეს უფლება ასაფეთქებლით ეთამაშა?

- პოსტ-ფაქტუმ ყველა მშობელი ხვდება, რომ სწორად არ მოიქცა როცა ბავშვს მისცა ამის უფლება. სამწუხაროდ, ხშირია როცა მშობლის ნებართვის გარეშეც იღებენ ასაფეთქებლებს.

ჩემი რეკომენდაცია იქნება რომ მშობლებმა დიდი ყურადღება გამოიჩინონ, განსაკუთრებით, პატარა ასაკის ბავშვის მშობლებმა. ვუსურვებ ყველას რომ მშვიდად შეხვდნენ ახალ წელს. საკუთარ თავზე და საკუთარ ოჯახებზე ნუ გამოცდიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სიკეთეს.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი