კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის - "ამ დაჯგუფების ხუშტურებმა თუ გაიმარჯვა, მოხდება საქართველოს ეკლესიის "თალიბანიზაცია"
დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის - "ამ დაჯგუფების ხუშტურებმა თუ გაიმარჯვა, მოხდება საქართველოს ეკლესიის "თალიბანიზაცია"

ცოტა ხნის წინ სოფ. დიღ­მის წმინ­და მა­რი­ნეს ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვარ­მა დე­კა­ნოზ­მა და­ვით ისა­კა­ძემ ქა­და­გე­ბის დროს, მღვდლებს - მამა თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძეს და მამა ალექ­სან­დრე გალ­და­ვას, "ეკ­ლე­სი­ის მტრე­ბი" უწო­და და "მწვა­ლებ­ლურ გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ში" და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ამას 30-მდე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის შეკ­რე­ბა მოჰ­ყვა, რო­მელ­თაც მამა თე­ო­დო­რეს და მამა ალექ­სან­დრეს მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­დეს. მათ შო­რი­საა დე­კა­ნო­ზი ილია ჭიღ­ლა­ძეც, რო­მელ­საც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს შო­რის არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე კო­მენ­ტა­რის­თვის მივ­მარ­თეთ:

- მწვა­ლებ­ლო­ბა, ეს არის უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბა. მწვა­ლებ­ლო­ბა, ანუ ერე­ტი­კო­სო­ბა ნიშ­ნავს არა­მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას. მწვა­ლე­ბე­ლი, ანუ ერე­ტი­კო­სი სამ­ღვდე­ლო პირი აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სამ­ღვდე­ლო ხა­რის­ხი­დან და ეკ­ლე­სი­ი­დან განკვე­თას, მაგ­რამ ამ ბრალ­დე­ბას სჭირ­დე­ბა და­სა­ბუ­თე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხე­ვა­ში, სა­ეკ­ლე­სიო კა­ნონ­თა მი­ხედ­ვით ეს ჩა­ით­ვლე­ბა ცი­ლის­წა­მე­ბად, ხოლო ცი­ლისმწა­მე­ბე­ლი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა განკვე­თას.

რა თქმა უნდა, მამა ალექ­სან­დრე გალ­და­ვა და მამა თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძე არა­თუ არ არი­ან მწვა­ლებ­ლე­ბი, არა­მედ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი და ღირ­სე­უ­ლი სამ­ღვდე­ლო პი­რე­ბი არი­ან, რო­მელ­თაც დიდი ღვაწ­ლი აქვთ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის გა­წე­უ­ლი სა­მი­სი­ო­ნე­რო-სამ­ქა­და­გებ­ლო საქ­მით. ხოლო ბრალ­მდე­ბელ­თა დაჯ­გუ­ფე­ბის შე­სა­ხებ დას­კვნის გა­კე­თე­ბას ყვე­ლა სა­ღად მო­აზ­რო­ვე, საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლი ადა­მი­ა­ნი შეძ­ლებს...

- მამა ილია, სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნი­კით, სწო­რია თუ არა როცა სა­სუ­ლი­ე­რო პირი, ასე­ვე სა­სუ­ლი­ე­რო პირს მწვა­ლებ­ლად მო­იხ­სე­ნი­ებს?

- სა­სუ­ლი­ე­რო პირს თუ რო­მე­ლი­მე სხვა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­ზე აქვს ეჭვი და ბრალ­დე­ბა, რომ ის ერე­ტი­კო­სია, ვალ­დე­ბუ­ლია ჯერ პი­რა­დად ამ­ხი­ლოს, შემ­დეგ თუ არ შე­ი­ნა­ნა, ან სა­კი­თხში შე­თან­ხმე­ბა ვერ მოხ­და, რამ­დე­ნი­მე მოწ­მის წი­ნა­შე მოხ­დეს მხი­ლე­ბა-გან­ხილ­ვა, ხოლო თუ ესეც არ იქ­ნე­ბა შე­რი­გე­ბის მი­ზე­ზი, მი­მარ­თოს ეპის­კო­პოსს, ან ეპის­კო­პოს­თა კო­ლე­გი­ას, ე.ი. წმინ­და სი­ნოდს. ესაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ეკ­ლე­სიო დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი წესი და კა­ნო­ნი, მომ­დი­ნა­რე სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი და კა­ნო­ნი­კუ­რი ნორ­მე­ბი­დან. რო­დე­საც, ის ამას არ იცავს, გა­მო­დის მხო­ლოდ შფო­თის თავი და ერის და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც უნ­დობ­ლო­ბას და სი­ძულ­ვილს თე­სავს ეკ­ლე­სი­ის კრე­ბულ­ში.

- ბოლო წლე­ბია, მამა და­ვი­თის გან­ცხა­დე­ბე­ბი მუ­დამ გან­ხილ­ვის თე­მა­დაა ქცე­უ­ლი. ხომ არ არის ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა?

- რა თქმა უნდა, ყო­ვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი უნდა იყოს სახე ქრის­ტე­სი, ღმერ­თკა­ცი­სა, რო­მელ­მაც მოგ­ვცა უპირ­ვე­ლეს მცნე­ბად ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი, რო­დე­საც ამ უპირ­ვე­ლეს მცნე­ბას/კა­ნონს ან­გრევს და უპი­რის­პირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი, ის ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა თა­ვად ქრის­ტეს. წმ. მო­ცი­ქუ­ლი პავ­ლე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს ავა­ლებს: "ნი­მუ­შად ექ­მენ მორ­წმუ­ნეთ სი­ტყვით, ქცე­ვით, სიყ­ვა­რუ­ლით, სუ­ლით, რწმე­ნით, სიწ­მი­დით" (პირ. ტიმ., 4, 12). რო­დე­საც სიყ­ვა­რუ­ლის წილ სი­ძულ­ვილს ავ­რცე­ლებ, იქ ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ზე სა­უ­ბა­რიც უკვე ზედ­მე­ტია.

- მამა და­ვი­თი და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი აქ­ტი­უ­რად გა­მო­დი­ოდ­ნენ რო­მის პა­პის ვი­ზი­ტის წი­ნა­აღ­მდეგ, რი­თაც ფაქ­ტობ­რი­ვად სა­პატ­რი­არ­ქოს წი­ნა­აღ­მდე­გაც წა­ვიდ­ნენ, რა­ტომ არ მოჰ­ყვა ამას ჯე­რო­ვა­ნი რე­ა­გი­რე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს მხრი­დან?

- სამ­წუ­ხა­როდ, ამა­ზე პა­სუ­ხი მე არ მაქვს. ფაქ­ტია, რომ ეს ჯგუ­ფი და მისი მე­თა­უ­რი არა­თუ და­უ­პი­რის­პირ­და სა­პატ­რი­არ­ქოს, არა­მედ უწ­მინ­დეს პატ­რი­არ­ქს მი­ა­ყე­ნეს უდი­დე­სი შე­უ­რა­ცხყო­ფა, თა­ვი­ან­თი აქ­ცი­ე­ბით, რაც დაგ­ვირ­გვინ­და არ­ნა­ხუ­ლი გან­ცხა­დე­ბით, რო­დე­საც სოფ. დიღ­მის წმ. მა­რი­ნეს ეკ­ლე­სი­ის ამ­ბი­ო­ნი­დან წა­მოთ­ქმულ თა­ვის ქა­და­გე­ბა­ში მან გა­მო­ა­ცხა­და, რომ რო­მის პა­პის სვე­ტი­ცხო­ველ­ში მი­ღე­ბით, სვე­ტი­ცხო­ვე­ლი უფრო მე­ტად წა­ი­ბილ­წა, ვიდ­რე თვით სი­ო­ნის ტა­ძა­რი ჯა­ლალ ედ დი­ნის მი­ე­რო. ამ უგ­ვა­ნი, უღირ­სი შე­და­რე­ბით მან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი თავ­ხე­დო­ბა და ცი­ლის­წა­მე­ბის ტა­ლა­ხი ის­რო­ლა ეკ­ლე­სი­ის წმინ­და ამ­ბი­ო­ნი­დან. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს და მისი სხვა "მარ­გა­ლი­ტე­ბი" უხ­ვად ვრცელ­დე­ბა ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით და მო­სახ­ლე­ო­ბას ტვინს ურე­ცხავს ასე­თი ფა­ნა­ტიზ­მით და სიშ­ლე­გით.

- სოც. ქსე­ლებ­ში ხში­რად წე­რენ რომ მამა და­ვი­თი და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი რუ­სე­თის რი­ტო­რი­კას იმე­ო­რე­ბენ, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ეს მო­საზ­რე­ბა?

- თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ იმას, რომ ეს წრე სის­ტე­მა­ტუ­რად ეწე­ვა და­სავ­ლე­თის - ევ­რო­პის და ამე­რი­კის დე­მო­ნი­ზა­ცი­ას, ამით კი ევ­რო­კავ­შირ­თან და ნა­ტოს­თან სა­ქარ­თვე­ლოს ინე­ტეგ­რა­ცი­ას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან, ეს კი ვის აწყობს თუ არა რუ­სეთს? დას­კვნე­ბი თქვენ­თვის მო­მინ­დვია.

- მამა ლე­ვან მა­თეშ­ვი­ლი, "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს - "დიღ­მის სა­ეკ­ლე­სიო დაჯ­გუ­ფე­ბა" მე-4 სტა­დი­ის სიმ­სივ­ნედ იქცა" - რა­ტომ არ მი­მარ­თავს სა­პატ­რი­არ­ქო ქმე­დით ღო­ნის­ძი­ე­ბებს?

- ფა­ნა­ტი­კო­სებ­თან გამ­კლა­ვე­ბა არაა ად­ვი­ლი საქ­მე, ისი­ნი გა­მო­დი­ან მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის დაც­ვის ყალ­ბი ლო­ზუნ­გე­ბით, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში მათ მიერ ხდე­ბა არა­თუ დაც­ვა მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბი­სა, არა­მედ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის პრო­ფა­ნა­ცია-დეგ­რა­და­ცია. თუმ­ცა, თუ სიმ­სივ­ნე დრო­უ­ლად არ მო­იკ­ვე­თა, ის ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა. ეკ­ლე­სია და რწმე­ნა დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც არას­დროს, და­სა­ცა­ვი და გა­და­სარ­ჩე­ნია, ამ­დე­ნად დრო არ იც­დის, თუ არა­და, ამ და­ჯუ­ფე­ბის ხუშ­ტუ­რებ­მა თუ გა­ი­მარ­ჯვა, მოხ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის "თა­ლი­ბა­ნი­ზა­ცია", ის გახ­დე­ბა ჩა­კე­ტი­ლი ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი, ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი, ან­ტიქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი არ­სის სექ­ტა.

ამას­თან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს და­ჯუ­ფე­ბა ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი მოვ­ლე­ნაა ეკ­ლე­სი­ა­ში, რამ­დე­ნა­დაც ყო­ველ­გვარ ქარ­თულს და ეროვ­ნულს სა­ეკ­ლე­სიო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ებ­რძვი­ან და ძირ­კვა­ვენ, ეს იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი, კა­ნო­ნი­კუ­რი სამ­ხმი­ა­ნი გა­ლო­ბა, ხატ­წე­რა, თუ სა­ეკ­ლე­სიო ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბა, რო­მელ­თაც ათო­ნურ-ბერ­ძნუ­ლი ეკ­ვი­ვა­ლენ­ტე­ბით ცვლი­ან. მი­უ­ხე­და­ვად სი­ნო­დის და კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის არა­ერ­თგზი­სი მკაც­რი გაფრ­თხი­ლე­ბი­სა, ისი­ნი თა­ვის ქვემ­დე­ბა­რე ტაძ­რებ­სა და მო­ნას­ტრებ­ში ჯი­უ­ტად ას­რუ­ლე­ბენ ბი­ზან­ტი­უ­რი კი­ლოს სა­გა­ლობ­ლებს, ნაც­ვლად ქარ­თუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­ლო­ბი­სა. ასე­ვე ეს ვაი-მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი ებ­რძვნი­ან კი­ნოს, თე­ატრს, სიმ­ღე­რას და თქვენ წა­მოდ­გი­ნეთ, ქარ­თულ ფოლკ­ლო­რულ ცეკ­ვას და სიმ­ღე­რა­საც კი.

- და­პი­რის­პი­რე­ბა უკვე მას­შტა­ბურ სა­ხეს იღებს, რა მი­გაჩ­ნი­ათ ა გა­მო­სავ­ლად?

- გა­მო­სა­ვა­ლი მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ყვე­ლამ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ფე­ნამ და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სუ­ლი­ე­რო და­სის იერ­არ­ქი­ამ, კარ­გად შე­ა­ფა­სოს შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა და გა­მო­ი­ტა­ნოს შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნე­ბი. რე­ლი­გი­უ­რი ფა­ნა­ტიზ­მი და სიბ­ნე­ლე ყო­ველ­გვარ ფა­ნა­ტიზ­მზე და სიბ­ნე­ლე­ზე სა­ში­ნე­ლია, ის გა­ნუ­ზომ­ლად სა­ში­ში და მავ­ნებ­ლუ­რია, ვიდ­რე სხვა მავ­ნე იდე­ო­ლო­გი­ე­ბი ერ­თად აღე­ბუ­ლი, რად­გან ის აყალ­ბებს ჭეშ­მა­რი­ტე­ბას, ანად­გუ­რებს ჭეშ­მა­რიტ რე­ლი­გი­უ­რო­ბას და ხელს უწყობს ურ­წმუ­ნო­ე­ბას. ფა­ნა­ტიზ­მი ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში ეკ­ლე­სი­ის ბუ­ნე­ბას­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი, ან­ტი­ეკ­ლე­სი­უ­რი, ერე­ტი­კუ­ლი მოვ­ლე­ნაა. იმე­დია, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ერ­ქმე­ვა მალე და ნა­თე­ლი და ბნე­ლი გა­ი­მიჯ­ნე­ბა, რად­გა­ნაც ეს აზი­ა­ნებს ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ის სხე­ულს. სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ვა­ლია, და­იც­ვას ღირ­სე­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი დეკ. ალექ­სან­დრე გალ­და­ვა და დეკ. თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძე ფა­ნა­ტი­კოს­თა მავ­ნებ­ლუ­რი, ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი, თავ­ხე­დუ­რი თავ­დას­ხმე­ბის­გან. გი­სურ­ვებთ ღვთის მა­ცხოვ­ნე­ბელ, ულევ მადლს, რომ­ლი­საც არს დი­დე­ბა უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე, ამინ!

ამა­ვე თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი სა­პატ­რი­არ­ქოს პრეს-მდი­ვანს მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­საც ვთხო­ვეთ:

- შე­საძ­ლოა, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი რა­ღაც სა­ეკ­ლე­სიო სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კა­მა­თობ­დნენ და სა­პატ­რი­არ­ქომ რა კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ა­კე­თოს?!

- მამა და­ვით ისა­კა­ძე, მამა თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძეს და მამა ალექ­სან­დრე გალ­და­ვას მწვა­ლებ­ლე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებს?

- ამას გა­ნი­ხი­ლავს ან ქო­რე­პის­კო­პო­სი ან პატ­რი­არ­ქი. ასეთ გან­ცხა­დე­ბას და­სა­ბუ­თე­ბა სჭირ­დე­ბა, ალ­ბათ გა­ერ­კვე­ვა მღვდელმთა­ვა­რი, რომ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბა­ცაა, რომ გა­არ­კვი­ოს ერთ ეპარ­ქი­ა­ში მომ­სა­ხუ­რე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს შო­რის წარ­მოქ­მნი­ლი და­ვის სა­გა­ნი. ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს. ესაა შიდა ეკ­ლე­სი­უ­რი სა­კი­თხი, რო­მელ­საც გა­ნი­ხი­ლა­ვენ და ეპის­კო­პო­სი მო­აგ­ვა­რებს ამ სა­კითხს.

AMBEBI.GE კო­მენ­ტა­რის­თვის და­უ­კავ­შირ­და მამა და­ვით ისა­კა­ძეს, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის - "ამ დაჯგუფების ხუშტურებმა თუ გაიმარჯვა, მოხდება საქართველოს ეკლესიის "თალიბანიზაცია"

დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის - "ამ დაჯგუფების ხუშტურებმა თუ გაიმარჯვა, მოხდება საქართველოს ეკლესიის "თალიბანიზაცია"

ცოტა ხნის წინ სოფ. დიღმის წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა დავით ისაკაძემ ქადაგების დროს, მღვდლებს - მამა თეოდორე გიგნაძეს და მამა ალექსანდრე გალდავას, "ეკლესიის მტრები" უწოდა და "მწვალებლურ გამონათქვამებში" დაადანაშაულა. ამას 30-მდე სასულიერო პირის შეკრება მოჰყვა, რომელთაც მამა თეოდორეს და მამა ალექსანდრეს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ შორისაა დეკანოზი ილია ჭიღლაძეც, რომელსაც სასულიერო პირებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე კომენტარისთვის მივმართეთ:

- მწვალებლობა, ეს არის უმძიმესი ბრალდება. მწვალებლობა, ანუ ერეტიკოსობა ნიშნავს არამართლმადიდებლობას. მწვალებელი, ანუ ერეტიკოსი სამღვდელო პირი აუცილებლად ექვემდებარება სამღვდელო ხარისხიდან და ეკლესიიდან განკვეთას, მაგრამ ამ ბრალდებას სჭირდება დასაბუთება, წინააღმდეგ შემთხევაში, საეკლესიო კანონთა მიხედვით ეს ჩაითვლება ცილისწამებად, ხოლო ცილისმწამებელი ექვემდებარება განკვეთას.

რა თქმა უნდა, მამა ალექსანდრე გალდავა და მამა თეოდორე გიგნაძე არათუ არ არიან მწვალებლები, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული და ღირსეული სამღვდელო პირები არიან, რომელთაც დიდი ღვაწლი აქვთ მართლმადიდებლობისათვის გაწეული სამისიონერო-სამქადაგებლო საქმით. ხოლო ბრალმდებელთა დაჯგუფების შესახებ დასკვნის გაკეთებას ყველა საღად მოაზროვე, საქმეში ჩახედული ადამიანი შეძლებს...

- მამა ილია, საეკლესიო კანონიკით, სწორია თუ არა როცა სასულიერო პირი, ასევე სასულიერო პირს მწვალებლად მოიხსენიებს?

- სასულიერო პირს თუ რომელიმე სხვა სასულიერო პირზე აქვს ეჭვი და ბრალდება, რომ ის ერეტიკოსია, ვალდებულია ჯერ პირადად ამხილოს, შემდეგ თუ არ შეინანა, ან საკითხში შეთანხმება ვერ მოხდა, რამდენიმე მოწმის წინაშე მოხდეს მხილება-განხილვა, ხოლო თუ ესეც არ იქნება შერიგების მიზეზი, მიმართოს ეპისკოპოსს, ან ეპისკოპოსთა კოლეგიას, ე.ი. წმინდა სინოდს. ესაა აუცილებელი სავალდებულო საეკლესიო დისციპლინარული წესი და კანონი, მომდინარე სახარებისეული და კანონიკური ნორმებიდან. როდესაც, ის ამას არ იცავს, გამოდის მხოლოდ შფოთის თავი და ერის დამაბრკოლებელი, რომელიც უნდობლობას და სიძულვილს თესავს ეკლესიის კრებულში.

- ბოლო წლებია, მამა დავითის განცხადებები მუდამ განხილვის თემადაა ქცეული. ხომ არ არის ეს მიზანმიმართული ქმედება?

- რა თქმა უნდა, ყოველი სასულიერო პირი უნდა იყოს სახე ქრისტესი, ღმერთკაცისა, რომელმაც მოგვცა უპირველეს მცნებად ერთმანეთის სიყვარული, როდესაც ამ უპირველეს მცნებას/კანონს ანგრევს და უპირისპირდება ადამიანი, ის ეწინააღმდეგება თავად ქრისტეს. წმ. მოციქული პავლე სასულიერო პირებს ავალებს: "ნიმუშად ექმენ მორწმუნეთ სიტყვით, ქცევით, სიყვარულით, სულით, რწმენით, სიწმიდით" (პირ. ტიმ., 4, 12). როდესაც სიყვარულის წილ სიძულვილს ავრცელებ, იქ ქრისტიანობაზე საუბარიც უკვე ზედმეტია.

- მამა დავითი და მისი მხარდამჭერები აქტიურად გამოდიოდნენ რომის პაპის ვიზიტის წინააღმდეგ, რითაც ფაქტობრივად საპატრიარქოს წინააღმდეგაც წავიდნენ, რატომ არ მოჰყვა ამას ჯეროვანი რეაგირება საპატრიარქოს მხრიდან?

- სამწუხაროდ, ამაზე პასუხი მე არ მაქვს. ფაქტია, რომ ეს ჯგუფი და მისი მეთაური არათუ დაუპირისპირდა საპატრიარქოს, არამედ უწმინდეს პატრიარქს მიაყენეს უდიდესი შეურაცხყოფა, თავიანთი აქციებით, რაც დაგვირგვინდა არნახული განცხადებით, როდესაც სოფ. დიღმის წმ. მარინეს ეკლესიის ამბიონიდან წამოთქმულ თავის ქადაგებაში მან გამოაცხადა, რომ რომის პაპის სვეტიცხოველში მიღებით, სვეტიცხოველი უფრო მეტად წაიბილწა, ვიდრე თვით სიონის ტაძარი ჯალალ ედ დინის მიერო. ამ უგვანი, უღირსი შედარებით მან წარმოუდგენელი თავხედობა და ცილისწამების ტალახი ისროლა ეკლესიის წმინდა ამბიონიდან. მიუხედავად ამისა, ეს და მისი სხვა "მარგალიტები" უხვად ვრცელდება ინტერნეტის საშუალებით და მოსახლეობას ტვინს ურეცხავს ასეთი ფანატიზმით და სიშლეგით.

- სოც. ქსელებში ხშირად წერენ რომ მამა დავითი და მისი მხარდამჭერები რუსეთის რიტორიკას იმეორებენ, რამდენად რეალურია ეს მოსაზრება?

- თუ გავითვალისწინებ იმას, რომ ეს წრე სისტემატურად ეწევა დასავლეთის - ევროპის და ამერიკის დემონიზაციას, ამით კი ევროკავშირთან და ნატოსთან საქართველოს ინეტეგრაციას ეწინააღმდეგებიან, ეს კი ვის აწყობს თუ არა რუსეთს? დასკვნები თქვენთვის მომინდვია.

- მამა ლევან მათეშვილი, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს - "დიღმის საეკლესიო დაჯგუფება" მე-4 სტადიის სიმსივნედ იქცა" - რატომ არ მიმართავს საპატრიარქო ქმედით ღონისძიებებს?

- ფანატიკოსებთან გამკლავება არაა ადვილი საქმე, ისინი გამოდიან მართლმადიდებლობის დაცვის ყალბი ლოზუნგებით, მაგრამ სინამდვილეში მათ მიერ ხდება არათუ დაცვა მართლმადიდებლობისა, არამედ მართლმადიდებლობის პროფანაცია-დეგრადაცია. თუმცა, თუ სიმსივნე დროულად არ მოიკვეთა, ის ფატალური შედეგით დასრულდება. ეკლესია და რწმენა დღევანდელ საქართველოში, როგორც არასდროს, დასაცავი და გადასარჩენია, ამდენად დრო არ იცდის, თუ არადა, ამ დაჯუფების ხუშტურებმა თუ გაიმარჯვა, მოხდება საქართველოს ეკლესიის "თალიბანიზაცია", ის გახდება ჩაკეტილი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიქრისტიანული არსის სექტა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ეს დაჯუფება ანტიეროვნული მოვლენაა ეკლესიაში, რამდენადაც ყოველგვარ ქართულს და ეროვნულს საეკლესიო ხელოვნებაში ებრძვიან და ძირკვავენ, ეს იქნება ქართული ტრადიციული, კანონიკური სამხმიანი გალობა, ხატწერა, თუ საეკლესიო ხუროთმოძღვრება, რომელთაც ათონურ-ბერძნული ეკვივალენტებით ცვლიან. მიუხედავად სინოდის და კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზისი მკაცრი გაფრთხილებისა, ისინი თავის ქვემდებარე ტაძრებსა და მონასტრებში ჯიუტად ასრულებენ ბიზანტიური კილოს საგალობლებს, ნაცვლად ქართული საეკლესიო ტრადიციული გალობისა. ასევე ეს ვაი-მართლმადიდებლები ებრძვნიან კინოს, თეატრს, სიმღერას და თქვენ წამოდგინეთ, ქართულ ფოლკლორულ ცეკვას და სიმღერასაც კი.

- დაპირისპირება უკვე მასშტაბურ სახეს იღებს, რა მიგაჩნიათ ა გამოსავლად?

- გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ ყველამ, საზოგადოების ყველა ფენამ და განსაკუთრებით სასულიერო დასის იერარქიამ, კარგად შეაფასოს შექმნილი ვითარება და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. რელიგიური ფანატიზმი და სიბნელე ყოველგვარ ფანატიზმზე და სიბნელეზე საშინელია, ის განუზომლად საშიში და მავნებლურია, ვიდრე სხვა მავნე იდეოლოგიები ერთად აღებული, რადგან ის აყალბებს ჭეშმარიტებას, ანადგურებს ჭეშმარიტ რელიგიურობას და ხელს უწყობს ურწმუნოებას. ფანატიზმი ეკლესიის წიაღში ეკლესიის ბუნებასთან შეუთავსებელი, ანტიეკლესიური, ერეტიკული მოვლენაა. იმედია, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა მალე და ნათელი და ბნელი გაიმიჯნება, რადგანაც ეს აზიანებს ქრისტეს ეკლესიის სხეულს. საქართველოს ეკლესიის ვალია, დაიცვას ღირსეული სასულიერო პირები დეკ. ალექსანდრე გალდავა და დეკ. თეოდორე გიგნაძე ფანატიკოსთა მავნებლური, ცილისმწამებლური, თავხედური თავდასხმებისგან. გისურვებთ ღვთის მაცხოვნებელ, ულევ მადლს, რომლისაც არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ამავე თემაზე კომენტარი საპატრიარქოს პრეს-მდივანს მამა მიქაელ ბოტკოველსაც ვთხოვეთ:

- შესაძლოა, სასულიერო პირები რაღაც საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით კამათობდნენ და საპატრიარქომ რა კომენტარი უნდა გააკეთოს?!

- მამა დავით ისაკაძე, მამა თეოდორე გიგნაძეს და მამა ალექსანდრე გალდავას მწვალებლებად მოიხსენიებს?

- ამას განიხილავს ან ქორეპისკოპოსი ან პატრიარქი. ასეთ განცხადებას დასაბუთება სჭირდება, ალბათ გაერკვევა მღვდელმთავარი, რომლის მოვალეობაცაა, რომ გაარკვიოს ერთ ეპარქიაში მომსახურე სასულიერო პირებს შორის წარმოქმნილი დავის საგანი. ფართო საზოგადოებისთვის ამ თემაზე კომენტარის აუცილებლობა არ არსებობს. ესაა შიდა ეკლესიური საკითხი, რომელსაც განიხილავენ და ეპისკოპოსი მოაგვარებს ამ საკითხს.

AMBEBI.GE კომენტარისთვის დაუკავშირდა მამა დავით ისაკაძეს, რომელმაც აღნიშნულ თემაზე საუბარი არ ისურვა.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"აუცილებლად უნდა შემოვკრათ "განგაშის ზარებს", რადგან უცბად შეიძლება, ნახტომისებური ზრდა იყოს ქვეყანაში" - გამყრელიძე

კახა კალაძე  ებრაელ თანამოქალაქეებსა და ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ ვაქცინაცია შესაძლოა იყოს საყოველთაო, მაგრამ არა სავალდებულო - "აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს..."