სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ სახლში გაზის გამათბობელი გაქვთ - "ყაზტრანსგაზი" მოსახლეობას მიმართავს
რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ სახლში გაზის გამათბობელი გაქვთ - "ყაზტრანსგაზი" მოსახლეობას მიმართავს

"ყა­ზტრანსგაზ თბი­ლი­სი" ზამ­თრის სე­ზო­ნის დად­გო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მომ­ხმა­რებ­ლებს მი­მარ­თავს.

რო­გორც დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე კომ­პა­ნი­ის მთა­ვარ­მა ინ­ჟი­ნერ­მა გი­ორ­გი ლეფსვე­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, მომ­ხმა­რებ­ლებ­მა უკვე ჩარ­თეს სხვა­დას­ხვა ტი­პის გა­მათ­ბობ­ლე­ბი და წყალ­გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი ხელ­სა­წყო­ე­ბი, რო­მელ­თა გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი სა­თა­ნა­დოდ შე­მოწ­მე­ბუ­ლი არ არის და და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია მოქ­მე­დი ტექ­ნი­კუ­რი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვით.

"ყა­ზტრანსგაზ თბი­ლი­სი" მო­უ­წო­დებს გა­ზის მომ­ხმა­რებ­ლებს, უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­იც­ვან მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი პი­რო­ბე­ბი. კერ­ძოდ, ახა­ლი ან გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი გა­ზის ხელ­სა­წყო­ე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში გაშ­ვე­ბამ­დე უზ­რუნ­ველ­ყონ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ზის ხელ­სა­წყო­ე­ბის მი­ერ­თე­ბის ტექ­ნი­კუ­რი შე­მოწ­მე­ბა კომ­პა­ნი­ის მეშ­ვე­ო­ბით, გა­ზის ხელ­სა­წყო­ე­ბის ყიდ­ვი­სას არ­ჩე­ვა­ნი შე­ა­ჩე­რონ და შე­ი­ძი­ნონ ისე­თი გა­ზის გა­მათ­ბო­ბე­ლი და ხელ­სა­წყო­ე­ბი, რომ­ლებ­საც წვის და­ხუ­რუ­ლი კა­მე­რა აქვთ. შე­ნო­ბა­ში გა­ზის სუ­ნის შემ­ჩნე­ვი­სას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტონ გა­ზის მოხ­მა­რე­ბა, გა­და­კე­ტონ გა­ზის ონ­კა­ნე­ბი, გა­ა­ნი­ა­ვონ სა­თავ­სო და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ დარ­ე­კონ კომ­პა­ნი­ის სა­ა­ვა­რიო ნო­მერ­ზე 114, ასე­ვე ცხელ ხაზ­ზე 2 40 40 04", - გა­ნა­ცხა­და ლეფსვე­რი­ძემ.

რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, "ყა­ზტრანსგაზ თბი­ლი­სის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამოწ­მე­ბენ ყვე­ლა ოჯახს, ყვე­ლა ოჯახ­ში და­ყე­ნე­ბულ გა­ზის და­ნად­გა­რებს. ეს შე­მოწ­მე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა გეგ­მი­უ­რად და კომ­პა­ნი­ა­ში მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, შე­უ­ფერ­ხებ­ლად და­უშ­ვან კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებ­ში. კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტა­პის­თვის შე­მოწ­მე­ბუ­ლია აბო­ნენ­ტთა 70%.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ სახლში გაზის გამათბობელი გაქვთ - "ყაზტრანსგაზი" მოსახლეობას მიმართავს

რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ სახლში გაზის გამათბობელი გაქვთ - "ყაზტრანსგაზი" მოსახლეობას მიმართავს

"ყაზტრანსგაზ თბილისი" ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ბუნებრივი აირის მომხმარებლებს მიმართავს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანიის მთავარმა ინჟინერმა გიორგი ლეფსვერიძემ განაცხადა, მომხმარებლებმა უკვე ჩართეს სხვადასხვა ტიპის გამათბობლები და წყალგამაცხელებელი ხელსაწყოები, რომელთა გარკვეული ნაწილი სათანადოდ შემოწმებული არ არის და დამონტაჟებულია მოქმედი ტექნიკური მოთხოვნების დარღვევით.

"ყაზტრანსგაზ თბილისი" მოუწოდებს გაზის მომხმარებლებს, უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით დაიცვან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პირობები. კერძოდ, ახალი ან გარემონტებული გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციაში გაშვებამდე უზრუნველყონ აღნიშნული გაზის ხელსაწყოების მიერთების ტექნიკური შემოწმება კომპანიის მეშვეობით, გაზის ხელსაწყოების ყიდვისას არჩევანი შეაჩერონ და შეიძინონ ისეთი გაზის გამათბობელი და ხელსაწყოები, რომლებსაც წვის დახურული კამერა აქვთ. შენობაში გაზის სუნის შემჩნევისას დაუყოვნებლივ შეწყვიტონ გაზის მოხმარება, გადაკეტონ გაზის ონკანები, გაანიავონ სათავსო და დაუყოვნებლივ დარეკონ კომპანიის საავარიო ნომერზე 114, ასევე ცხელ ხაზზე 2 40 40 04", - განაცხადა ლეფსვერიძემ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ყაზტრანსგაზ თბილისის" წარმომადგენლები ამოწმებენ ყველა ოჯახს, ყველა ოჯახში დაყენებულ გაზის დანადგარებს. ეს შემოწმება ყოველწლიურად ტარდება გეგმიურად და კომპანიაში მოსახლეობას მოუწოდებენ, შეუფერხებლად დაუშვან კომპანიის წარმომადგენლები საცხოვრებელ ბინებში. კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის შემოწმებულია აბონენტთა 70%.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი