არავის ანდოთ პირადი მონაცემები! - როგორ გამოიტანა მამაკაცმა თანამშრომლის პირადობით ონლაინსესხები

არავის ანდოთ პირადი მონაცემები! - როგორ გამოიტანა მამაკაცმა თანამშრომლის პირადობით ონლაინსესხები

ჩვენი რესპონდენტი 50 წლის ნინო გურაშვილია, რომლის თანამშრომელმაც მისი პირადი მონაცემებით ბოროტად ისარგებლა და ქალს ვალები დაადო.

დაზარალებული ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ ონლაინსესხის აღებაში დახმარება თანამშრომელ ბიჭს სთხოვა და სწორედ მაშინ გაანდო მას ყველა პირადი მონაცემი:

"ფული სასწრაფოდ დამჭირდა, ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, ონლაინსესხი ამეღო. მე ვუთხარი რომ ონლაინსესხებით არასოდეს მისარგებლია და აღება არ ვიცოდი, მან კი შემომთავაზა მისთვის მეთქვა ჩემი პირადი მონაცემები და სესხის აღებაში დამეხმარებოდა. ჩემი პირადი ნომერიც მე თავად ჩავაწერინე, "თი-ბი-სი ბანკის" ბარათის ნომერიც, სადაც აღებული თანხა უნდა ჩარიცხულიყო. ეს ყველაფერი ჩავაწერინე" - ამბობს დაზარალებული.

იხილეთ ვიდეო

ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი, თანამშრომელმა, რომელიც სესხის აღებაში დაეხმარა ქალს, მისი პირადი მონაცემები საკუთარი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა ისე, რომ ნინო გურაშვილს ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა. ფაქტის წინაშე დაზარალებული მაშინ აღმოჩნდა, როცა ერთ-ერთი ონლაინსესხის კომპანიიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მის სახელზე დავალიანება ირიცხებოდა, რომელიც სასწრაფოდ უნდა დაეფარა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "შავ სიაში" აღმოჩნდებოდა.

ჩვენმა რესპონდენტმა გაარკვია, რომ მისი საბანკო ამონაწერის მიხედვით თანამშრომელი ფულადი ოპერაციებისთვის მოპარულ ანგარიშის ნომერს იყენებდა, მასზე რიცხავდა ონლაინსესხიდან დამტკიცებულ სესხებს და აქედანვე რიცხავდა თანხას ერთ-ერთი ონლაინკაზინოს მისამართზე. AMBEBI.GE დაზარალებულის თანამშრომელსაც დაუკავშირდა. ის ადასტურებს, რომ ნინო გურაშვილის სახელზე სესხი მართლაც გამოიტანა და ერთთვიანი ვადაგადაცილება აქვს, მაგრამ მის დაფარვას უახლოეს მომავალში აპირებს:

"რაღაცაში დამჭირდა, გავიჭედე, არ შევუქმნი პრობლემას და გავუკეთებ ყველაფერს. მაგრამ მთლიანად ვერ გადავიხდი, ნელ-ნელა გავუკეთებ ყველაფერს, ისე გავაკეთებ, რომ პრობლემა არ შევუქმნა. აი, რაღაცებს ველოდები და შეიძლება ერთიანად მომიწიოს ყველაფრის გადახდა. მეც არ მინდა, რომ პრობლემა შეექმნას", - ამბობს დაზარალებულის თანამშრომელი.

ონლაინსესხების ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ტარიელაძე ამ კონკრეტულ შემთხვევას განიხილავს და მოქალაქეებს შემდეგ რეკომენდაციებს აძლევს:

"დაზარალებულმა თავისი ინტერნეტბანკის მონაცემები გაანდო სხვა პიროვნებას, რომელმაც სავარაუდოდ, დაიმახსოვრა ეს მონაცემები შემდეგ ახდენდა თანხის აღებას ამ ანგარიშზე და ამ ანგარიშიდან თავის პირადი მიზნებისთვის მოხმარებას. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ აქ შეუძლებელია საუბარი იყოს სესხის გამცემი კომპანიის ბრალეულობაზე, პირადი ინტერნეტბანკი თითოეული ადამიანის ინდივიდუალური საკუთრებაა, მასზე მათ გააჩნიათ უფლებები, რომელიც უნდა იყოს დაცული, არის დაცული კიდევაც და მისი გამჟღავნებისგან ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ, იმიტომ რომ პირადი მონაცემების სხვა პირისთვის გადაცემა რაც არ უნდა სანდოდ მიგვაჩნდეს ეს ადამიანი, შეიცავს იმის რისკს რომ ის ადამიანი არაკეთილსინდისიერად ისარგებლებს.

სესხის გამცემი კომპანიების წინაშე ეს ადამიანი არის ვალდებული, იმიტომ რომ სესხის გამცემმა კომპანიებმა არ იცოდნენ და არც შეიძლებოდა სცოდნოდათ რომ ამ ადამიანს სხვისთვის ჰქონდა გადაცემული ბანკის პირადი მონაცემები და სინამდვილეში ერთი თეთრი ამ ადამიანმა კი არა, სხვა ადამინმა გადარიცხა, ამდენად სამართლებრივად ვალდებულება არსებობს. მეორე საკითხია კიდევ ამ ადამიანის და მეორე ადამიანის ურთიერთობა, რომელმაც ისარგებლა ინტერნეტ ბანკინგით და ამით უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები და უნდა მისცენ შესაბამისი კვალიფიკაცია", - განაცხადა გიორგი ტარიელაძემ.

იხილეთ ვიდეო

თიკო გურაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი