სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ამინდი გაუარესდა - რა ინფორმაციას ავრცელებს მძღოლებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველოში ამინდი გაუარესდა - რა ინფორმაციას ავრცელებს  მძღოლებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბი გა­უ­ა­რეს­და და გზის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან აც­ნო­ბეს, ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა, იყ­რე­ბა ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლი და ტარ­დე­ბა ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა, რათა შე­ნარ­ჩუნ­დეს ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გან­ვლა­დო­ბა.

ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის, ლი­პყი­ნუ­ლი­სა და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო გზის რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვეთ­ზე და­წე­სე­ბუ­ლია მოძ­რა­ო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მი, კერ­ძოდ, ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვი­სა და ლი­პყი­ნუ­ლის გამო, თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ138-კმ193 (ჩუ­მა­თე­ლე­თი-ზეს­ტა­ფო­ნი) მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, მცხე­თა-სტე­ფან­წმინ­და-ლარ­სის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გუ­და­უ­რი(ფოს­ტა)-კო­ბის მო­ნაკ­ვეთ­ზე ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო, იკ­რძა­ლე­ბა ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა.

თოვ­ლი­სა და ლი­პყი­ნუ­ლის გამო, მცხე­თა-სტე­ფან­წმინ­და-ლარ­სის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მლე­თა-გუ­და­უ­რის(ფოს­ტას) მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი, ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის და 30 ად­გილ­ზე მეტი ტე­ვა­დო­ბის ავ­ტო­ბუ­სე­ბის მოძ­რა­ო­ბა. და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბია მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ორი და მეტი წამ­ყვა­ნი ხი­დის მქო­ნე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებს, ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის და ლი­პყი­ნუ­ლის გამო, ვა­ზი­ა­ნი-გომ­ბო­რი-თე­ლა­ვის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ36-კმ58 (ვე­რო­ნა-შუ­ამ­თა) მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბია მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ორი და მეტი წამ­ყვა­ნი ხი­დის მქო­ნე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო (ძლი­ე­რი თოვა, შე­ზღუ­დუ­ლი ხილ­ვა­დო­ბა და ქარ­ბუ­ქი), ახალ­ქა­ლა­ქი-კარ­წა­ხის (თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ზღვა­რი) სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ1-კმ36 მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი, ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის და 30 ად­გილ­ზე მეტი ტე­ვა­დო­ბის ავ­ტო­ბუ­სე­ბის მოძ­რა­ო­ბა. და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო ახალ­ცი­ხე-ნი­ნოწ­მინ­დის (სომ­ხე­თის სა­ზღვა­რი) სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ90-კმ112 (ნი­ნოწ­მინ­და-სომ­ხე­თის სა­ზღვა­რი) მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა.

თოვ­ლი­სა და ლი­პყი­ნუ­ლის გამო, ალ­პა­ნა-ცა­გე­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ1-კმ22 მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი, ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის და 30 ად­გილ­ზე მეტი ტე­ვა­დო­ბის ავ­ტო­ბუ­სე­ბის მოძ­რა­ო­ბა. და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბია მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ორი და მეტი წამ­ყვა­ნი ხი­დის მქო­ნე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

თოვ­ლი­სა და ლი­პყი­ნუ­ლის გამო, ქუ­თა­ი­სი-ტყი­ბუ­ლი-ამ­ბრო­ლა­უ­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ36-კმ60 (ნა­ქე­რა­ლას უღელ­ტე­ხი­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი, ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის და 30 ად­გილ­ზე მეტი ტე­ვა­დო­ბის ავ­ტო­ბუ­სე­ბის მოძ­რა­ო­ბა. და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბია მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ორი და მე­ტი­წამ­ყვა­ნი ხი­დის მქო­ნე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

თო­ვი­სა და ლი­პყი­ნუ­ლის გამო, ბა­თუ­მი-ახალ­ცი­ხის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ87-კმ106 მო­ნაკ­ვეთ­ზე ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბია მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ორი და მეტი წამ­ყვა­ნი ხი­დის მქო­ნე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვი­სა და ლი­პყი­ნუ­ლის გამო, ზუგ­დი­დი-ჯვა­რი-მეს­ტია-ლას­დი­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ71-კმ188 (ხა­ი­ში-უშ­გუ­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი, ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის და 30 ად­გილ­ზე მეტი ტე­ვა­დო­ბის ავ­ტო­ბუ­სე­ბის მოძ­რა­ო­ბა. და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბია მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ორი და მეტი წამ­ყვა­ნი ხი­დის მქო­ნე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია. ამა­ვე გზის კმ1-კმ70 მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, იმოძ­რა­ონ ზამ­თრის პე­რი­ო­დი­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი სა­ბუ­რა­ვე­ბით, გა­მარ­თუ­ლი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი­თა და და­ე­მორ­ჩი­ლონ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე და­წე­სე­ბულ რე­ჟი­მებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

საქართველოში ამინდი გაუარესდა - რა ინფორმაციას ავრცელებს მძღოლებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საქართველოში ამინდი გაუარესდა - რა ინფორმაციას ავრცელებს  მძღოლებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობები გაუარესდა და გზის გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, იყრება ტექნიკური მარილი და ტარდება ყველა ღონისძიება, რათა შენარჩუნდეს ავტოტრანსპორტის განვლადობა.

ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო გზის რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმი, კერძოდ, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ193 (ჩუმათელეთი-ზესტაფონი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის(ფოსტას) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ58 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი თოვა, შეზღუდული ხილვადობა და ქარბუქი), ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტიწამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვისა და ლიპყინულის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ87-კმ106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ70 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი