Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა 2017 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი 102 ხმით, 10-ის წი­ნა­აღ­მდეგ და­ამ­ტკი­ცა. სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­ბო­ლო ვა­რი­ან­ტი დე­პუ­ტა­ტებს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა წა­რუდ­გი­ნა.

მო­მა­ვა­ლი წლის სა­ბი­უ­ჯე­ტო პრო­ექ­ტით, მშპ-ს რე­ა­ლუ­რი ზრდის და მშპ-ის დეფ­ლა­ტო­რის პროგ­ნო­ზი 4%-ს შე­ად­გენს. სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში ეკო­ნო­მი­კის რე­ა­ლუ­რი ზრდის პროგ­ნო­ზი 6%-ის ფარ­გლებ­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ხოლო მშპ-ს დეფ­ლა­ტო­რი - 3.0%-ის ფარ­გლებ­ში.

სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ასიგ­ნე­ბე­ბი 11 415.5 მლნ ლა­რის ოდე­ნო­ბით გა­ნი­სა­ზღვრა, მათ შო­რის: - სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბი შე­ად­გენს 10 338.3 მლნ ლარს, გრან­ტე­ბი - 154.5 მლნ ლარს, ხოლო კრე­დი­ტე­ბი - 922.7 მლნ ლარს. 2017 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის შე­მო­სუ­ლო­ბე­ბის საპ­როგ­ნო­ზო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 11 457,2 მლნ ლა­რით, არა­ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვე­ბის კლე­ბის სა­ხით მი­სა­ღე­ბი თან­ხე­ბის გეგ­მა 90.0 მლნ ლა­რით, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ზრდის სა­ხით მი­სა­ღე­ბი სახ­სრე­ბის გეგ­მა კი 1 792.7 მლნ. ლა­რის ოდე­ნო­ბი­თაა გან­სა­ზღვრუ­ლი.

სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯე­ბის ჯა­მუ­რი მო­ცუ­ლო­ბა 9 121.2 მლნ ლარს შე­ად­გენს.

ყვე­ლა­ზე მეტი და­ფი­ნან­სე­ბა შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის, ასე­ვე, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის და ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ებს გა­მო­ე­ყო­ფა.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტით, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ასიგ­ნე­ბე­ბი მხარ­ჯა­ვი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით შემ­დეგ­ნა­ი­რად არის გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი: -

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბა 2016 წლის გეგ­მას­თან შე­და­რე­ბით, 253,8 მლნ ლა­რით იზ­რდე­ბა და 3 415.8 მლნ ლარს შე­ად­გენს (ბი­უ­ჯე­ტის მთლი­ა­ნი გა­და­სახ­დე­ლე­ბის 29.9%).

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბა 144,8 მლნ ლა­რით იზ­რდე­ბა და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 1 116.2 მლნ ლარი.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს­თვის გა­მო­ყო­ფი­ლია 258.0 მლნ ლარი.

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თვის გა­მო­ყო­ფი­ლია 1 258.0 მლნ ლარ­ზე მეტი, რაც 308,0 მლნ ლა­რით აღე­მა­ტე­ბა 2016 წლის მაჩ­ვე­ნე­ბელს.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 748.0 მლნ ლარი; ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თვის - 585.0 მლნ ლარი; სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის­თვის - 118.0 მლნ ლარი; სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თვის - 139.1 მლნ ლარი; ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო­სათ­ვის - 132.3 მლნ ლარი; სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თვის - 110.0 მლნ ლარი; კულ­ტუ­რის და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის - 99.6 მლნ ლარი.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თვის გა­მო­ყო­ფი­ლია 62.0 მლნ ლარ­ზე მეტი. ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, დევ­ნილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თვის გა­მო­ყო­ფი­ლია 84.8 მლნ ლა­რამ­დე. სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს­თვის გა­მო­ყო­ფი­ლია 136.8 მლნ ლარ­ზე მეტი. გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 35.7 მლნ ლარი. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბა 82.3 მლნ ლარს შე­ად­გენს.

17.0 მლნ ლა­რით არის გაზ­რდი­ლი სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა და შე­ად­გენს 69,0 მლნ ლარს. რე­გი­ო­ნებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფონ­დი­სათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 260,0 მლნ ლარი. მა­ღალმთი­ა­ნი და­სახ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი­სათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 20.0 მლნ ლარი;

მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი - 40 მლნ ლა­რით, ხოლო პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი 5 მლნ ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა.

ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს 65 მლნ ლა­რის გა­მო­ყო­ფას ფი­ზი­კურ პი­რებ­ზე უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში გა­ცე­მუ­ლი სა­ბან­კო სეს­ხე­ბის ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში კონ­ვერ­ტი­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი სახ­სრე­ბი მოხ­მარ­დე­ბა იმ ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის სეს­ხე­ბის ლარ­ში კონ­ვერ­ტი­რე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბას, რო­მელ­თაც უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში აი­ღეს სეს­ხი 2015 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე, არა უმე­ტეს 100.0 ათა­სი ლა­რი­სა.

2017 წლი­დან და­გეგ­მი­ლია თამ­ბა­ქოს ნა­წარმ­ზე აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დის ზრდა. რაც იმ­პორ­ტის ნა­წი­ლობ­რი­ვი შემ­ცი­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, და­მა­ტე­ბით 200 მლნ ლა­რამ­დე შე­მო­სა­ვალს იძ­ლე­ვა.

გა­იზ­რდე­ბა აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თი ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს გათ­ვლე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმ­პორ­ტის ნა­წი­ლობ­რივ შემ­ცი­რე­ბას­თან ერ­თად, 2017 წელს და­მა­ტე­ბით 45 მლნ ლა­რის შე­მო­სავ­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

ასე­ვე გა­იზ­რდე­ბა აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტებ­ზე, რაც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, 2017 წლის ბი­უ­ჯეტ­ში და­მა­ტე­ბით 250 მლნ ლარ­ზე მეტი შე­მო­სა­ვა­ლის მომ­ცე­მი იქ­ნე­ბა.

გარ­და ამი­სა, თით­ქმის ყვე­ლა სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის ფონ­დი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ხარ­ჯე­ბი 10 – 10 პრო­ცენ­ტით იკ­ვე­ცე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­ცი­რე­ბა 2016 წელ­თან შე­და­რე­ბით იწ­ვევს 100 მლნ. ლარ­ზე მეტი ეკო­ნო­მი­ის წარ­მოქ­მნას.

მცირ­დე­ბა ან უქ­მდე­ბა სა­ბი­უ­ჯე­ტო პროგ­რა­მე­ბის ნა­წი­ლი. შე­ი­ზღუ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ავ­ტო­პარ­კი და შემ­ცირ­დე­ბა საწ­ვა­ვის ხარ­ჯე­ბი.

იგეგ­მე­ბა ზო­გი­ერ­თი სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა ან ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 102 ხმით, 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საბოლო ვარიანტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა.

მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტით, მშპ-ს რეალური ზრდის და მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 4%-ს შეადგენს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 6%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი - 3.0%-ის ფარგლებში.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 11 415.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, მათ შორის: - საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 338.3 მლნ ლარს, გრანტები - 154.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 922.7 მლნ ლარს. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 11 457,2 მლნ ლარით, არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა 90.0 მლნ ლარით, ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა კი 1 792.7 მლნ. ლარის ოდენობითაა განსაზღვრული.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 9 121.2 მლნ ლარს შეადგენს.

ყველაზე მეტი დაფინანსება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, ასევე, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს გამოეყოფა.

წარმოდგენილი პროექტით, გათვალისწინებული ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად არის გადანაწილებული: -

ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2016 წლის გეგმასთან შედარებით, 253,8 მლნ ლარით იზრდება და 3 415.8 მლნ ლარს შეადგენს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 29.9%).

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 144,8 მლნ ლარით იზრდება და გათვალისწინებულია 1 116.2 მლნ ლარი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 258.0 მლნ ლარი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 258.0 მლნ ლარზე მეტი, რაც 308,0 მლნ ლარით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს.

თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 748.0 მლნ ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის - 585.0 მლნ ლარი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის - 118.0 მლნ ლარი; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის - 139.1 მლნ ლარი; ენერგეტიკის სამინისტროსათვის - 132.3 მლნ ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის - 110.0 მლნ ლარი; კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის - 99.6 მლნ ლარი.

იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილია 62.0 მლნ ლარზე მეტი. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთვის გამოყოფილია 84.8 მლნ ლარამდე. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 136.8 მლნ ლარზე მეტი. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 35.7 მლნ ლარი. ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება 82.3 მლნ ლარს შეადგენს.

17.0 მლნ ლარით არის გაზრდილი საერთო სასამართლოების დაფინანსება და შეადგენს 69,0 მლნ ლარს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის გათვალისწინებულია 260,0 მლნ ლარი. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებულია 20.0 მლნ ლარი;

მთავრობის სარეზერვო ფონდი - 40 მლნ ლარით, ხოლო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5 მლნ ლარით განისაზღვრა.

ბიუჯეტის პროექტი ასევე ითვალისწინებს 65 მლნ ლარის გამოყოფას ფიზიკურ პირებზე უცხოურ ვალუტაში გაცემული საბანკო სესხების ეროვნულ ვალუტაში კონვერტირების ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის. აღნიშნული სახსრები მოხმარდება იმ ფიზიკური პირების სესხების ლარში კონვერტირების სუბსიდირებას, რომელთაც უცხოურ ვალუტაში აიღეს სესხი 2015 წლის 1-ელ იანვრამდე, არა უმეტეს 100.0 ათასი ლარისა.

2017 წლიდან დაგეგმილია თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ზრდა. რაც იმპორტის ნაწილობრივი შემცირების გათვალისწინებით, დამატებით 200 მლნ ლარამდე შემოსავალს იძლევა.

გაიზრდება აქციზის განაკვეთი ავტომობილებზე. ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმპორტის ნაწილობრივ შემცირებასთან ერთად, 2017 წელს დამატებით 45 მლნ ლარის შემოსავლის მობილიზების შესაძლებლობას იძლევა.

ასევე გაიზრდება აქციზის გადასახადი ნავთობპროდუქტებზე, რაც ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის ბიუჯეტში დამატებით 250 მლნ ლარზე მეტი შემოსავალის მომცემი იქნება.

გარდა ამისა, თითქმის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ფონდი და ადმინისტრაციულ ხარჯები 10 – 10 პროცენტით იკვეცება. აღნიშნული შემცირება 2016 წელთან შედარებით იწვევს 100 მლნ. ლარზე მეტი ეკონომიის წარმოქმნას.

მცირდება ან უქმდება საბიუჯეტო პროგრამების ნაწილი. შეიზღუდება სახელმწიფო ავტოპარკი და შემცირდება საწვავის ხარჯები.

იგეგმება ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის გაუქმება ან ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."