პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუკრი ქანთარია - სულმოუთქმელად ელოდება ბევრი, როდის გადაეხვევა ლარი კუპონს, მაგრამ ეს მოლოდინი ამაოა
ნუკრი ქანთარია - სულმოუთქმელად ელოდება ბევრი, როდის გადაეხვევა ლარი კუპონს, მაგრამ ეს მოლოდინი ამაოა

ლარი, დღე­ვან­დელ დღეს, ვი­ზუ­ა­ლუ­რად რომ ვთქვათ, ოპო­ზი­ცი­ის­კენ გა­და­ი­ხა­რა, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, ნუკ­რი ქან­თა­რი­ამ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც 2017 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ე­ტი გა­ნი­ხი­ლე­ბა.

რო­გორც ქან­თა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, გა­და­სა­ხა­დე­ბის ზრდის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან გა­დად­გმუ­ლი გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯია და მას მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ამ სა­კი­თხზე სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მარ­თებს.

"ჩვენ ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან და არც თუ უხი­ფა­თო ეტაპ­ზე ვდგა­ვართ. ლარი, დღე­ვან­დელ დღეს, ვი­ზუ­ა­ლუ­რად რომ ვთქვათ, ოპო­ზი­ცი­ის­კენ გა­და­ი­ხა­რა. დღე­საც ჩანს აქ, რო­გორ სულ­მო­უთ­ქმე­ლად ელო­დე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი, რო­დის გა­და­ეხ­ვე­ვა ლარი კუ­პონს, რი­სიც თვი­თო­ნაც არ სჯე­რა, მაგ­რამ ამის ამაო მო­ლო­დი­ნი არის მათი მხრი­დან. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გარ­და­უ­ვალ აუ­ცი­ლებ­ლო­ბად მი­იჩ­ნია არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა. ვგუ­ლის­მობ, აქ­ცი­ზე­ბის და­წე­სე­ბას და ა.შ. ეს კი­დევ და­მა­ტე­ბით ფან­ტა­ზი­ებს უღ­ვი­ვებს ოპო­ნენ­ტებს და ჯო­ჯო­ხე­თი­სა თუ ჰი­ჩკო­კის ატ­მოს­ფე­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით ხა­ტა­ვენ ყვე­ლა­ფერს. რა თქმა უნდა, არის გარ­კვე­უ­ლი რის­კე­ბი და ვფიქ­რობ, აქ გა­მო­სა­ვა­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­აა ჩვე­ნი მხრი­დან ამომ­რჩე­ველ­თან და ზუს­ტად ახ­სნა არა იმის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად ეკო­ნო­მი­კურ სი­კე­თე­ში და სწრაფ ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში გა­და­ვა, არა­მედ რამ­დენ თვე­ში, რო­გორ, რა ტენ­დენ­ცი­ე­ბი გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, რათა მო­სახ­ლე­ო­ბამ, ჩვენ­მა ამომ­რჩე­ველ­მა თვა­ლი გა­უს­წო­როს ამას და არა აქე­დან წა­მო­სულ იმ შავ და მუქ ფე­რებს, ასე­თი ნერ­წყვისყ­ლაპ­ვით რომ ის­მის ზოგ­ჯერ", - გა­ნა­ცხა­და ქან­თა­რი­ამ.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტის თქმით, იმას, რა­საც ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკე­თებს, გა­ბედ­ვა უნდა.

"შე­იძ­ლე­ბო­და ნელ-თბი­ლად ყოფ­ნა ეს 4 წე­ლი­წა­დიც, მაგ­რამ ის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი პერ­სპექ­ტი­ვა­ზეა გათ­ვლი­ლი და არა მხო­ლოდ დღე­ვან­დელ დღე­ზე, ამის მი­ტა­ნა გვმარ­თებს მო­სახ­ლე­ო­ბას­თან", - აღ­ნიშ­ნა ნუკ­რი ქან­თა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ნუკრი ქანთარია - სულმოუთქმელად ელოდება ბევრი, როდის გადაეხვევა ლარი კუპონს, მაგრამ ეს მოლოდინი ამაოა

ნუკრი ქანთარია - სულმოუთქმელად ელოდება ბევრი, როდის გადაეხვევა ლარი კუპონს, მაგრამ ეს მოლოდინი ამაოა

ლარი, დღევანდელ დღეს, ვიზუალურად რომ ვთქვათ, ოპოზიციისკენ გადაიხარა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის ბიუჯეტის პროეტი განიხილება.

როგორც ქანთარიამ აღნიშნა, გადასახადების ზრდის გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან გადადგმული გაბედული ნაბიჯია და მას მოსახლეობასთან ამ საკითხზე სწორი კომუნიკაცია მართებს.

"ჩვენ ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან და არც თუ უხიფათო ეტაპზე ვდგავართ. ლარი, დღევანდელ დღეს, ვიზუალურად რომ ვთქვათ, ოპოზიციისკენ გადაიხარა. დღესაც ჩანს აქ, როგორ სულმოუთქმელად ელოდება ძალიან ბევრი, როდის გადაეხვევა ლარი კუპონს, რისიც თვითონაც არ სჯერა, მაგრამ ამის ამაო მოლოდინი არის მათი მხრიდან. ხელისუფლებამ გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნია არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა. ვგულისმობ, აქციზების დაწესებას და ა.შ. ეს კიდევ დამატებით ფანტაზიებს უღვივებს ოპონენტებს და ჯოჯოხეთისა თუ ჰიჩკოკის ატმოსფეროს მიმართულებით ხატავენ ყველაფერს. რა თქმა უნდა, არის გარკვეული რისკები და ვფიქრობ, აქ გამოსავალი მაქსიმალური კომუნიკაციაა ჩვენი მხრიდან ამომრჩეველთან და ზუსტად ახსნა არა იმის, რომ ეს ყველაფერი შემდეგ აუცილებლად ეკონომიკურ სიკეთეში და სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაში გადავა, არამედ რამდენ თვეში, როგორ, რა ტენდენციები გამოიკვეთება, რათა მოსახლეობამ, ჩვენმა ამომრჩეველმა თვალი გაუსწოროს ამას და არა აქედან წამოსულ იმ შავ და მუქ ფერებს, ასეთი ნერწყვისყლაპვით რომ ისმის ზოგჯერ", - განაცხადა ქანთარიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თქმით, იმას, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, გაბედვა უნდა.

"შეიძლებოდა ნელ-თბილად ყოფნა ეს 4 წელიწადიც, მაგრამ ის, რომ ეს ყველაფერი პერსპექტივაზეა გათვლილი და არა მხოლოდ დღევანდელ დღეზე, ამის მიტანა გვმართებს მოსახლეობასთან", - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

"მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც... წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა" - ეკონომიკის მინისტრი

LIVE: "360 გრადუსი" - თამარ ჩუგოშვილი, რამაზ საყვარელიძე, ირაკლი მეზურნიშვილი

"აბდა-უბდა გადასკუპტა, აქეთ ტაში, იქით - ტაში... ასე გვიყვარს ჩვენ თამაში, ეს არის თქვენი ლეიტმოტივი" - ქანთარია ოპოზიციას