თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდის რაიონში, სულხან საბას ქუჩა №1, №3, №4, №5, №7, №9, ყიფიანის ქუჩა №33-ში მცხოვრებ მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.
მათივე ცნობით, გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
"შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის", - აცხადებენ კომპანიაში.