პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი წერეთელი - კარგია ფასები საკვებ პროდუქტებზეც რომ იზრდება - ადამიანები ნაკლებს შეჭამენ და არ იქნება სიმსუქნე
გიგი წერეთელი - კარგია ფასები საკვებ პროდუქტებზეც რომ იზრდება - ადამიანები ნაკლებს შეჭამენ და არ იქნება სიმსუქნე

საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ზეც კარ­გია ფა­სე­ბი რომ იზ­რდე­ბა, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი ნაკ­ლებს შე­ჭა­მენ და ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მე­ბი ექ­ნე­ბათ ჯან­მრთე­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, არ იქ­ნე­ბა სიმ­სუქ­ნე, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­ბის წევ­რმა გიგი წე­რე­თელ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც 2017 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ე­ტი გა­ნი­ხი­ლე­ბა.

რო­გორც წე­რე­თელ­მა აღ­ნიშ­ნა, 2017 წლის ბი­უ­ჯე­ტით სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა უფრო უა­რე­სად იცხოვ­რებს, ვიდ­რე დღეს ცხოვ­რობს.

"ის, რაც ამ ბი­უ­ჯეტ­ში წე­რია, გვაჩ­ვე­ნებს ერთ რა­მეს, რომ მო­მა­ვალ წელს ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა იცხოვ­რებს უა­რე­სად, ვიდ­რე ცხოვ­რობ­და დღეს. ეს ეხე­ბა ლა­რის კურსს, გა­და­სა­ხა­დე­ბის მა­ტე­ბას, ეს ეხე­ბა იმას, რომ პენ­სი­ე­ბი და სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი გა­სა­ცემ­ლე­ბი არ იზ­რდე­ბა. ამ პი­რო­ბებ­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, მო­სახ­ლე­ო­ბას უფრო მე­ტად გა­უ­ჭირ­დე­ბა. მი­უ­ღე­ბე­ლია იმ ტი­პის ახ­სნა საწ­ვავ­ზე გა­და­სა­ხა­დე­ბის მო­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ, რომ საწ­ვავს ნაკ­ლე­ბი ხალ­ხი ჩა­ას­ხმამს და უფრო უკე­თე­სი ეკო­ლო­გია გვექ­ნე­ბა. ამ ლო­გი­კით, მა­შინ საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ზეც კარ­გია ფა­სე­ბი რომ იზ­რდე­ბა, იმი­ტომ რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ნაკ­ლებს შე­ჭა­მენ და ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მე­ბი ექ­ნე­ბათ ჯან­მრთე­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, არ იქ­ნე­ბა სიმ­სუქ­ნე და ა.შ. ეს ხომ ასე არაა? - ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, რა მო­აქვს ამ ყვე­ლა­ფერს და იმის მა­გივ­რად, რომ რა­ღაც მო­ვიკ­ლოთ, არა­სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბი შე­ვამ­ცი­როთ და ამით და­ვა­ბა­ლან­სოთ ბი­უ­ჯე­ტი, ისეთ სა­კი­თხებ­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ეძებთ, რო­გო­რი­ცაა გა­და­სა­ხა­დე­ბის ზრდა და ა.შ.", - გა­ნა­ცხა­და გიგი წე­რე­თელ­მა.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა შეც­ვა­ლოს ბი­უ­ჯე­ტი, რო­მე­ლიც დღეს პარ­ლა­მენ­ტშია წარ­დგე­ნი­ლი.

"ამ ბი­უ­ჯეტს ვერ ექ­ნე­ბა მხარ­და­ჭე­რა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა შეც­ვა­ლოს ბი­უ­ჯე­ტი, რო­მე­ლიც დღე­საა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა წინ წა­ვი­დეს, მეტი ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა იყოს", - გა­ნა­ცხა­და წე­რე­თელ­მა.

Elene
0

ჟურნალისტს კითხვის ნიშანი მაინც დაესვა. ტექსტში ჩანს რომ ეს კრიტიკული ირონიითაა ნათქვამი ხელისუფლების მისამართით , რომელიც ყველაფერს ამართლებს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გიგი წერეთელი - კარგია ფასები საკვებ პროდუქტებზეც რომ იზრდება - ადამიანები ნაკლებს შეჭამენ და არ იქნება სიმსუქნე

გიგი წერეთელი - კარგია ფასები საკვებ პროდუქტებზეც რომ იზრდება - ადამიანები ნაკლებს შეჭამენ და არ იქნება სიმსუქნე

საკვებ პროდუქტებზეც კარგია ფასები რომ იზრდება, რადგან ადამიანები ნაკლებს შეჭამენ და ნაკლები პრობლემები ექნებათ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ იქნება სიმსუქნე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირების წევრმა გიგი წერეთელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის ბიუჯეტის პროეტი განიხილება.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, 2017 წლის ბიუჯეტით საქართველოს მოსახლეობა უფრო უარესად იცხოვრებს, ვიდრე დღეს ცხოვრობს.

"ის, რაც ამ ბიუჯეტში წერია, გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ მომავალ წელს ჩვენი მოსახლეობა იცხოვრებს უარესად, ვიდრე ცხოვრობდა დღეს. ეს ეხება ლარის კურსს, გადასახადების მატებას, ეს ეხება იმას, რომ პენსიები და სხვა სოციალური გასაცემლები არ იზრდება. ამ პირობებში, ბუნებრივია, მოსახლეობას უფრო მეტად გაუჭირდება. მიუღებელია იმ ტიპის ახსნა საწვავზე გადასახადების მომატების შესახებ, რომ საწვავს ნაკლები ხალხი ჩაასხმამს და უფრო უკეთესი ეკოლოგია გვექნება. ამ ლოგიკით, მაშინ საკვებ პროდუქტებზეც კარგია ფასები რომ იზრდება, იმიტომ რომ ადამიანები ნაკლებს შეჭამენ და ნაკლები პრობლემები ექნებათ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ იქნება სიმსუქნე და ა.შ. ეს ხომ ასე არაა? - ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა მოაქვს ამ ყველაფერს და იმის მაგივრად, რომ რაღაც მოვიკლოთ, არასაჭირო ხარჯები შევამციროთ და ამით დავაბალანსოთ ბიუჯეტი, ისეთ საკითხებსა და გადაწყვეტილებებს ეძებთ, როგორიცაა გადასახადების ზრდა და ა.შ.", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ბიუჯეტი, რომელიც დღეს პარლამენტშია წარდგენილი.

"ამ ბიუჯეტს ვერ ექნება მხარდაჭერა. ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ბიუჯეტი, რომელიც დღესაა წარმოდგენილი. იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, მეტი ეკონომიკური თავისუფლება უნდა იყოს", - განაცხადა წერეთელმა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"