პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროდუქტები, რომლებიც შეცდომით გვგონია ბავშვისთვის სასარგებლო
პროდუქტები, რომლებიც შეცდომით გვგონია ბავშვისთვის სასარგებლო

ჩიფ­სე­ბი­სა და ფასტ ფუ­დის მავ­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლამ იცის. მაგ­რამ არის ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბის მშობ­ლებს სა­სარ­გებ­ლო ჰგო­ნი­ათ და ბავ­შვებს აჭ­მე­ვენ. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ბევ­რი ზი­ა­ნი მო­აქვთ.

1. წვე­ნე­ბი

წვე­ნე­ბი რომ­ლე­ბიც მა­ღა­ზი­ა­ში იყი­დე­ბა. ეს არის შე­ფე­რა­დე­ბუ­ლი და დამ­ტკბა­რი წყა­ლი. მას­ში ვი­ტა­მი­ნე­ბი არც ეძე­ბოთ. სახ­ლში გა­მო­წუ­რულ წვე­ნებს რაც შე­ე­ხე­ბა, წვე­ნი კა­ლო­რი­უ­ლია, სა­სარ­გებ­ლო უჯრე­დი­სი კი მას­ში არაა. სა­ეჭ­ვოა, ბავ­შვმა 2 ცალი ფორ­თო­ხა­ლი შე­ჭა­მოს, წვენს კი ად­ვი­ლად და­ლევს. თა­ნაც, ფრე­ში მა­დას აძ­ლი­ე­რებს.

რჩე­ვა: უმ­ჯო­ბე­სია, ბავ­შვს უგა­ზო, სუფ­თა წყა­ლი ან შინ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კრუ­შო­ნი და­ა­ლე­ვი­ნოთ; წვე­ნე­ბის ნაც­ვლად კი მთლი­ა­ნი ხილი აჭა­მოთ.

კრუ­შო­ნის რე­ცეპ­ტი

პა­ტა­რა კუ­ბე­ბად და­ჭე­რით ვაშ­ლი, კიტ­რი, პიტ­ნა, ლი­მო­ნი, და­ას­ხით მდუ­ღა­რე წყა­ლი და გა­ა­ჩე­რეთ. 2 ლიტ­რი წყა­ლი 1-2 ჩაის კოვ­ზი შაქ­რით და­ატ­კბეთ.

2. მა­ნა­ნის ბურ­ღუ­ლი

სა­სარ­გებ­ლო მას­ში არა­ფე­რია. სა­მა­გი­ე­როდ, ალერ­გი­ის მა­ღა­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლია. უმ­ჯო­ბე­სია, ბავ­შვს სხვა ბურ­ღუ­ლე­უ­ლი - წი­წი­ბუ­რა, სი­მინ­დის ფქვი­ლი, შვრი­ის ფან­ტე­ლი, ბრინ­ჯის ფა­ფე­ბი მო­უმ­ზა­დოთ.

3. ზე­ი­თუ­ნის ზეთი (და სხვა ზე­თე­ბი)

ქო­ლეს­ტე­რი­ნის გამო ბევ­რი დედა უარს ამ­ბობს კა­რა­ქის მოხ­მა­რე­ბა­ზე და ბავ­შვებს კერ­ძებს ზეთ­ზე უმ­ზა­დებს. თუმ­ცა,ზე­თიც ზო­მი­ე­რად მო­იხ­მა­რეთ, ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, რომ 10 გრა­მი ზეთი 90 კკალ-ს შე­ი­ცავს. ახლა და­ით­ვა­ლეთ, რამ­დენ კა­ლო­რი­ას იღებთ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. შე­დე­გად, ბავ­შვი, ვი­თომ ჭამს სა­სარ­გებ­ლო ცხიმს, თუმ­ცა, წო­ნა­ში მა­ინც იმა­ტებს.

რჩე­ვა: დათ­ვა­ლეთ, რამ­დენ კოვზ ზეთს ხმა­რობთ სა­ბავ­შვო საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას. სა­ში­ში არა­ფე­რია თუ ფა­ფას მა­ინც მო­ამ­ზა­დებთ კა­რაქ­ზე. ქო­ლეს­ტე­რი­ნი სა­ში­შია მოზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის. ბავ­შვის­თვის კი ის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რაც ორ­გა­ნიზ­მში უჯრე­დე­ბის მემ­ბრა­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას უწყობს ხელს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

პროდუქტები, რომლებიც შეცდომით გვგონია ბავშვისთვის სასარგებლო

პროდუქტები, რომლებიც შეცდომით გვგონია ბავშვისთვის სასარგებლო

ჩიფსებისა და ფასტ ფუდის მავნებლობის შესახებ ყველამ იცის. მაგრამ არის ისეთი პროდუქტები, რომლების მშობლებს სასარგებლო ჰგონიათ და ბავშვებს აჭმევენ. სინამდვილეში კი ბევრი ზიანი მოაქვთ.

1. წვენები

წვენები რომლებიც მაღაზიაში იყიდება. ეს არის შეფერადებული და დამტკბარი წყალი. მასში ვიტამინები არც ეძებოთ. სახლში გამოწურულ წვენებს რაც შეეხება, წვენი კალორიულია, სასარგებლო უჯრედისი კი მასში არაა. საეჭვოა, ბავშვმა 2 ცალი ფორთოხალი შეჭამოს, წვენს კი ადვილად დალევს. თანაც, ფრეში მადას აძლიერებს.

რჩევა: უმჯობესია, ბავშვს უგაზო, სუფთა წყალი ან შინ მომზადებული კრუშონი დაალევინოთ; წვენების ნაცვლად კი მთლიანი ხილი აჭამოთ.

კრუშონის რეცეპტი

პატარა კუბებად დაჭერით ვაშლი, კიტრი, პიტნა, ლიმონი, დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ. 2 ლიტრი წყალი 1-2 ჩაის კოვზი შაქრით დაატკბეთ.

2. მანანის ბურღული

სასარგებლო მასში არაფერია. სამაგიეროდ, ალერგიის მაღალი რისკის მატარებელია. უმჯობესია, ბავშვს სხვა ბურღულეული - წიწიბურა, სიმინდის ფქვილი, შვრიის ფანტელი, ბრინჯის ფაფები მოუმზადოთ.

3. ზეითუნის ზეთი (და სხვა ზეთები)

ქოლესტერინის გამო ბევრი დედა უარს ამბობს კარაქის მოხმარებაზე და ბავშვებს კერძებს ზეთზე უმზადებს. თუმცა,ზეთიც ზომიერად მოიხმარეთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ 10 გრამი ზეთი 90 კკალ-ს შეიცავს. ახლა დაითვალეთ, რამდენ კალორიას იღებთ დღის განმავლობაში. შედეგად, ბავშვი, ვითომ ჭამს სასარგებლო ცხიმს, თუმცა, წონაში მაინც იმატებს.

რჩევა: დათვალეთ, რამდენ კოვზ ზეთს ხმარობთ საბავშვო საკვების მომზადებისას. საშიში არაფერია თუ ფაფას მაინც მოამზადებთ კარაქზე. ქოლესტერინი საშიშია მოზრდილი ადამიანისთვის. ბავშვისთვის კი ის აუცილებელია, რაც ორგანიზმში უჯრედების მემბრანების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი