პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროექტები, რომლებზეც პლანეტის უმდიდრესი ადამიანები მილიონობით დოლარს ხარჯავენ
პროექტები, რომლებზეც პლანეტის უმდიდრესი ადამიანები მილიონობით დოლარს ხარჯავენ

რი­გი­თი ადა­მი­ა­ნის­თვის მი­ლი­ო­ნე­რე­ბი და ზო­გა­დად ძა­ლი­ან მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბი პი­რად თვითმფრი­ნა­ვებ­თან, ძვი­რა­დღი­რე­ბულ სახ­ლებ­თან და ავ­ტო­მო­ბი­ლებ­თან ასო­ცირ­დე­ბი­ან. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მარ­თლაც ასეა. ფული ადა­მი­ა­ნის მო­თხოვ­ნა­თა არე­ალს საგ­რძნობ­ლად აფარ­თო­ვებს, გან­სა­უთ­რე­ბით მა­შინ, როდსაც ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ონ­ზეა სა­უ­ბა­რი. მი­ლი­ო­ნე­რე­ბის მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სი სწო­რედ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბია - იახ­ტე­ბი, სუ­პერ-ქა­რე­ბი, ძვი­რა­დი­რე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბი. თუმ­ცა, არ­სე­ბობს იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც.

მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მი­ლი­არ­დე­რი მარკ ცუ­კერ­ბერ­გი, რო­მელ­საც მსოფ­ლიო სოც-ქსე­ლის Facebook-ის ავ­ტო­რის სა­ხით იც­ნობს, ქველ­მოქ­მე­დე­ბა­სა და მე­დი­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე აუ­ა­რე­ბელ თან­ხებს ხარ­ჯავს. 75 მლნ მან სან-ფრან­ცის­კოს სა­ვა­ად­მყო­ფოს გა­დას­ცა, 25 მლნ კი - ვირუს ებო­ლას­თან ბრძო­ლის­თვის შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო ორ­გა­ნი­ზცი­ებს მის­ცა. ცუ­კერ­ბერ­გმა, რომ­ლის აზ­რი­თაც, აშშ-ის მო­მა­ვა­ლი სწო­რედ ახალ თა­ო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, 2014 წელს კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში 120 მლნ დო­ლა­რი ჩადო. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე რა­დი­კა­ლუ­რი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი ნა­ბი­ჯი მან შარ­შან გა­დად­გა - ცუ­კერ­ბერ­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით Facebook-ის აქ­ცი­ე­ბის 99% - ეს კი და­ახ­ლო­ე­ბით 45 მლრდ დო­ლა­რია (!) შემ­დგო­მი თა­ო­ბე­ბის­თვის სამ­ყა­როს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე და­ი­ხარ­ჯე­ბა.

ცუ­კერ­ბერ­გამ­დე IT ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­როს ყვე­ლა­ზე დიდი ქველ­მოქ­მე­დი ბილ გე­იტ­სი გახ­ლდათ. 1994 წელს და­არ­სე­ბულ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდს, რო­მე­ლიც მე­დი­ცი­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, გე­იტსმა 36 მლრდ დო­ლა­რი გა­და­უ­რი­ცხა. მან ასე­ვე 1,5 მლრდ დო­ლა­რი ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნი­ჭი­ე­რი სტუ­დენ­ტე­ბის სტი­პენ­დი­ებ­ზე და­ხარ­ჯა. საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის 2005 წელს ჟურ­ნალ­მა Time ბილ გე­იტ­სი და ჯგუფ U2-ს სო­ლის­ტი ბონო წლის ადა­მი­ა­ნე­ბად და­ა­სა­ხე­ლა.

Google-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სერ­გეი ბრი­ნიც აქ­ტი­რუ­ად აფი­ნან­სებს მე­დი­ცი­ნას. 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მან 100 მლნ დო­ლარ­ზე მეტი პარ­კინ­სო­ნის და­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლის­კენ მი­მარ­თულ სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვებ­ზე და­ხარ­ჯა.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, ამე­რი­კე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და მი­ლი­ონ­რე­ბი ქვე­ყა­ნა­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის, სკო­ლე­ბის, მე­დი­ცი­ნის, კულ­ტუ­რის და გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ყო­ველ­თვის დიდ თან­ხებს ხარ­ჯავ­დნენ.

XIX-ე სა­უ­კუ­ნის ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე მდი­დარ­მა ამე­რი­კელ­მა ჯონ ჰო­პ­კინსმა John Hopkins University-ი (16-ე ად­გი­ლი მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გში) და John Hopkins Hospital და­არ­სა. სხვა­თა შო­რის, ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტს, მის­მა კურსდამ­თავ­რე­ბულ­მა და ნიუ-იორ­კის ყო­ფილ­მა მერ­მა მა­იკლ ბლუმ­ბერ­გმა 300 მლნ დო­ლა­რი გა­და­უ­რი­ცხა.

ცნო­ბილ­მა ჯონ რო­კ­ფე­ი­ლერ­მა სა­კუ­თა­რი ფუ­ლით University of Chicago და­არ­სა (10-ე ად­გი­ლი მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გში).

ენ­დრიუ კარ­ნე­გიმ, რო­კ­ფე­ი­ლე­რის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მდი­დარ­მა ამე­რი­კელ­მა თა­ვი­სი ქო­ნე­ბის ლო­მის წილი მსოფ­ლი­ო­ში 2 500-ზე მეტი ბიბ­ლი­ო­თე­კის გახ­სნას მო­ახ­მა­რა.

აშშ-სგან გან­სხვა­ვე­ბით, რუ­სეთ­ში სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო სუ­რა­თია. რუსი მი­ლი­ონ­რე­ბის და მი­ლი­არ­დე­რე­ბის ხედ­ვის არე­ა­ლი მდიდ­რულ ვი­ლებს, კუ­რორ­ტებს, იახ­ტებს, ავ­ტო­მო­ბი­ლებს და სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბებს ვერ გას­ცდა. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე გა­მო­ნაკ­ლი­სი აქაც არის.

მი­ხე­ილ პრო­ხო­როვ­მა ის­რა­ელ­ში ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი შექ­ნა. კლი­ნი­კას­თან ერ­თად აქ რამ­დე­ნი­მე სა­მეც­ნი­ე­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ბირ­თვუ­ლი მე­დი­ცი­ნი­სა და იზო­ტო­პე­ბის კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი, სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ი­სა და სხი­ვუ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კის შემ­სწავ­ლე­ლი ცენ­ტრე­ბი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

Mail.ru Group-ის თა­ნამ­ფლო­ბელ­მა იური მი­ლერ­მა ყო­ველ­წლი­უ­რი სა­მეც­ნი­ე­რო პრე­მია Fundamental Physics Prize და­ა­ფუძნა. ყო­ვე­ლი ლა­უ­რე­ა­ტი 3 მლნ დო­ლარს ღე­ბუ­ლობს - ნო­ბე­ლის პრე­მი­ა­ზე ეს თით­ქმის სამ­ჯერ მე­ტია.

ამე­რი­კე­ლი დე­ვიდ მერ­დო­კის ქო­ნე­ბა 2,5 მლრდ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. 89 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი 125 წლის ასა­კამ­დე აპი­რებს ცხოვ­რე­ბას. ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით ბიზ­ნეს­მე­ნი მეც­ნი­ე­რე­ბის შე­სა­ბა­მის დარ­გებ­ში დიდ ფულს აბან­დებს. მან უკვე შექ­მნა ორი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი, რომ­ლე­ბიც ჯან­სა­ღი კვე­ბის, ცხოვ­რე­ბის სწო­რი რე­ჟი­მი­სა და გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­კურ­ნე­ბის გზებ­ზე მუ­შა­ო­ბას.

სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის და სი­ბე­რის შე­ჩე­რე­ბის სა­კი­თხი 39,5 მლრდ-ს მფლო­ბელ ლარი ელი­სონ­საც აწუ­ხებს. ბიზ­ნეს­მენ­მა 1 მლრდ დო­ლა­რი სი­ბე­რის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის შემ­სწავ­ლელ სა­მეც­ნი­ე­რო ფონდს გა­და­უ­რი­ცხა.

"მა­იკ­რო­სოფ­ტის" თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა პოლ ალენ­მა 1,5 მლრდ დო­ლა­რი თა­ვის ტვი­ნის შემ­სწავ­ლელ ინ­სტი­ტუტს გა­და­უ­რი­ცხა. ინ­სტი­ტუ­ტის ამო­ცა­ნა თაის ტვი­ნის მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პე­ბის შეს­წავ­ლა­ში და სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის, მათ შო­რის ალ­ცჰე­მე­რის სინ­დრო­მის გან­კურნ­ვის გზე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პროექტები, რომლებზეც პლანეტის უმდიდრესი ადამიანები მილიონობით დოლარს ხარჯავენ

პროექტები, რომლებზეც პლანეტის უმდიდრესი ადამიანები მილიონობით დოლარს ხარჯავენ

რიგითი ადამიანისთვის მილიონერები და ზოგადად ძალიან მდიდარი ადამიანები პირად თვითმფრინავებთან, ძვირადღირებულ სახლებთან და ავტომობილებთან ასოცირდებიან. ხშირ შემთხვევაში მართლაც ასეა. ფული ადამიანის მოთხოვნათა არეალს საგრძნობლად აფართოვებს, განსაუთრებით მაშინ, როდსაც ათეულობით მილიონზეა საუბარი. მილიონერების მთავარი ინტერესი სწორედ ძვირადღირებული სათამაშოებია - იახტები, სუპერ-ქარები, ძვირადირებული საათები. თუმცა, არსებობს იშვიათი გამონაკლისებიც.

მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი მარკ ცუკერბერგი, რომელსაც მსოფლიო სოც-ქსელის Facebook-ის ავტორის სახით იცნობს, ქველმოქმედებასა და მედიცინის განვითარებაზე აუარებელ თანხებს ხარჯავს. 75 მლნ მან სან-ფრანცისკოს სავაადმყოფოს გადასცა, 25 მლნ კი - ვირუს ებოლასთან ბრძოლისთვის შესაბამის სამედიცინო ორგანიზციებს მისცა. ცუკერბერგმა, რომლის აზრითაც, აშშ-ის მომავალი სწორედ ახალ თაობაზეა დამოკიდებული, 2014 წელს კალიფორნიაში განათლების გაუმჯობესებისთვის ქველმოქმედებაში 120 მლნ დოლარი ჩადო. თუმცა ყველაზე რადიკალური და მოულოდნელი ნაბიჯი მან შარშან გადადგა - ცუკერბერგის გადაწყვეტილებით Facebook-ის აქციების 99% - ეს კი დაახლოებით 45 მლრდ დოლარია (!) შემდგომი თაობებისთვის სამყაროს გაუმჯობესებაზე დაიხარჯება.

ცუკერბერგამდე IT ტექნოლოგიების სფეროს ყველაზე დიდი ქველმოქმედი ბილ გეიტსი გახლდათ. 1994 წელს დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს, რომელიც მედიცინის გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული, გეიტსმა 36 მლრდ დოლარი გადაურიცხა. მან ასევე 1,5 მლრდ დოლარი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ნიჭიერი სტუდენტების სტიპენდიებზე დახარჯა. საქველმოქმედო საქმიანობისთვის 2005 წელს ჟურნალმა Time ბილ გეიტსი და ჯგუფ U2-ს სოლისტი ბონო წლის ადამიანებად დაასახელა.

Google-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინიც აქტირუად აფინანსებს მედიცინას. 10 წლის განმავლობაში მან 100 მლნ დოლარზე მეტი პარკინსონის დავადებასთან ბრძოლისკენ მიმართულ სამედიცინო კვლევებზე დახარჯა.

ტრადიციულად, ამერიკელი ბიზნესმენები და მილიონრები ქვეყანაში უნივერსიტეტების, სკოლების, მედიცინის, კულტურის და განათლების განვითარებაზე ყოველთვის დიდ თანხებს ხარჯავდნენ.

XIX-ე საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ამერიკელმა ჯონ ჰოპკინსმა John Hopkins University-ი (16-ე ადგილი მსოფლიო რეიტინგში) და John Hopkins Hospital დაარსა. სხვათა შორის, ამავე უნივერსიტეტს, მისმა კურსდამთავრებულმა და ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა 300 მლნ დოლარი გადაურიცხა.

ცნობილმა ჯონ როკფეილერმა საკუთარი ფულით University of Chicago დაარსა (10-ე ადგილი მსოფლიო რეიტინგში).

ენდრიუ კარნეგიმ, როკფეილერის შემდეგ ყველაზე მდიდარმა ამერიკელმა თავისი ქონების ლომის წილი მსოფლიოში 2 500-ზე მეტი ბიბლიოთეკის გახსნას მოახმარა.

აშშ-სგან განსხვავებით, რუსეთში სრულიად საპირისპირო სურათია. რუსი მილიონრების და მილიარდერების ხედვის არეალი მდიდრულ ვილებს, კურორტებს, იახტებს, ავტომობილებს და საფეხბურთო კლუბებს ვერ გასცდა. თუმცა რამდენიმე გამონაკლისი აქაც არის.

მიხეილ პროხოროვმა ისრაელში ერთ-ერთი მოწინავე სამედიცინო ცენტრი შექნა. კლინიკასთან ერთად აქ რამდენიმე სამეცნიერო დაწესებულება, ბირთვული მედიცინისა და იზოტოპების კვლევითი ინსტიტუტი, სხივური თერაპიისა და სხივური დიაგნოსტიკის შემსწავლელი ცენტრები ფუნქციონირებს.

Mail.ru Group-ის თანამფლობელმა იური მილერმა ყოველწლიური სამეცნიერო პრემია Fundamental Physics Prize დააფუძნა. ყოველი ლაურეატი 3 მლნ დოლარს ღებულობს - ნობელის პრემიაზე ეს თითქმის სამჯერ მეტია.

ამერიკელი დევიდ მერდოკის ქონება 2,5 მლრდ დოლარად არის შეფასებული. 89 წლის ბიზნესმენი 125 წლის ასაკამდე აპირებს ცხოვრებას. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის მიზნით ბიზნესმენი მეცნიერების შესაბამის დარგებში დიდ ფულს აბანდებს. მან უკვე შექმნა ორი კვლევითი ინსტიტუტი, რომლებიც ჯანსაღი კვების, ცხოვრების სწორი რეჟიმისა და გენეტიკური დაავადებების განკურნების გზებზე მუშაობას.

სიცოცხლის გახანგრძლივების და სიბერის შეჩერების საკითხი 39,5 მლრდ-ს მფლობელ ლარი ელისონსაც აწუხებს. ბიზნესმენმა 1 მლრდ დოლარი სიბერის გამომწვევი მიზეზების შემსწავლელ სამეცნიერო ფონდს გადაურიცხა.

"მაიკროსოფტის" თანადამფუძნებელმა პოლ ალენმა 1,5 მლრდ დოლარი თავის ტვინის შემსწავლელ ინსტიტუტს გადაურიცხა. ინსტიტუტის ამოცანა თაის ტვინის მუშაობის პრინციპების შესწავლაში და სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის ალცჰემერის სინდრომის განკურნვის გზების მოძიებაში მდგომარეობს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"