სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაბინები, "პლასტინკები" და "ლევისის" ჯინსები - პროდუქცია, რომლითაც საბჭოთა "სპეკულიანტები" ვაჭრობდნენ
ბაბინები, "პლასტინკები" და "ლევისის" ჯინსები - პროდუქცია, რომლითაც საბჭოთა "სპეკულიანტები" ვაჭრობდნენ

ქუ­ჩა­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში თუ უბ­რა­ლოდ, სუფ­რას­თან ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს ერთხელ მა­ინც აქვს მოს­მე­ნი­ლი ბა­ნა­ლუ­რი და ერ­თობ უკვე მო­ბეზ­რე­ბუ­ლი ფრა­ზე­ბი - "რა ქვე­ყა­ნა და­ან­გრი­ეს" ან "რას მე­ლა­პა­რა­კე­ბი! 37 მა­ნე­თად მოს­კოვ­ში დავფრი­ნავ­დი!".

მსოფ­ლი­ოს 1/6-ზე გა­და­ჭი­მუ­ლი სსრკ უკვე 25 წე­ლი­წა­დია აღარ არ­სე­ბობს. მაგ­რამ ბევ­რი იმ დროს მა­ინც მის­ტი­რის. თა­ვი­სი და­დე­ბი­თი თუ უარ­ყო­ფი­თი მხა­რე ყვე­ლა წყო­ბას აქვს. თუმ­ცა იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც 37 მა­ნე­თი­ა­ნი ავი­ა­რე­ი­სე­ბი ენატ­რე­ბათ, რა­ტომ­ღაც არ უყ­ვართ სსრკ-სთვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­რე­მო­ე­ბა­ზე - სა­ყო­ველ­თაო დე­ფი­ციტ­ზე სა­უ­ბა­რი.

"კა­პი­ტა­ლის­ტე­ბი თა­ვის ჩა­მო­სახ­რჩობ თოკს ჩვენ­გან იყი­დი­ან" - გა­ი­ძა­ხო­და ლე­ნი­ნი. თუმ­ცა რე­ა­ლო­ბა სხვა­ნა­ი­რი აღ­მოჩ­ნდა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, სსრკ-ს უმე­ტეს ნა­წილ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა საკ­ვებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტა­ლო­ნე­ბით იღებ­და. ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლა სსრკ-მ არ­სე­ბო­ბის ბო­ლომ­დე ვერ შეძ­ლო. ბევ­რი ამას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს. მათ შო­რის ისი­ნიც, ვინც სსრკ-ს დღემ­დე მის­ტი­რის.

სსრკ-ში ფარ­თო მოხ­მა­რე­ბის სა­ქონ­ლის დე­ფი­ცი­ტი ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­და. გი­გან­ტურ სა­ხელ­მწი­ფო­ში, სა­დაც ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი სამ­ხედ­რო მრეწ­ვე­ლო­ბა­სა და თავ­დაც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი (არა და ვინ ეს­ხმო­და თავს?), სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბას მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი როლი ენი­ჭე­ბო­და. ჩა­საც­მელ­სა და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ძეხ­ვე­ბი­სა და ხორ­ცის სხვა პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად ნა­ხე­ვა­რი სსრკ-დან, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­დან ხალ­ხი მოს­კოვ­ში და­დი­ო­და(!). იმი­ტომ კი არა, რომ იქა­უ­რი ხა­რის­ხით ჯობ­და - არა, სხვა­გან უბ­რა­ლოდ არ იშო­ვე­ბო­და.

სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი ბლო­კის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ნა­წარ­მის შოვ­ნა, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. სა­ნუკ­ვა­რი რუ­მი­ნუ­ლი ავე­ჯი, პო­ლო­ნუ­რი და ჩე­ხუ­რი ჭურ­ჭე­ლი, გერ­მა­ნუ­ლი ტან­საც­მე­ლი თა­ვი­სუ­ფალ გა­ყიდ­ვა­ში თით­ქმის არ იყო. წარ­მო­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბა არ­სე­ბულ მო­თხოვ­ნას ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და.

შექ­მნი­ლი დე­ფი­ცი­ტით ბევ­რი "ჭკვი­ა­ნი" ადა­მი­ა­ნი სარ­გებ­ლობ­და. უკვე 1960-იან წლებ­ში დე­ფი­ცი­ტურ სა­ქო­ნელს ჩუ­მად, ია­ტაკ­ქვე­შეთ­ში გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბი ყიდ­დნენ. ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­ვინ იცო­და, სა­ი­დან ხვდე­ბო­და მა­ღა­ზი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლით მათ ხელ­ში დე­ფი­ცი­ტუ­რი სა­ქო­ნე­ლი, მაგ­რამ ყვე­ლამ იცო­და, რომ მათ­თან ყვე­ლაფ­რის შოვ­ნა შე­იძ­ლე­ბო­და.

შორს რომ არ წა­ვი­დეთ - თბი­ლის­ში, ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რე­ბი ებ­რა­ე­ლი ჩაშ­კას ის­ტო­რია ყვე­ლას აქვს გა­გო­ნი­ლი. არ არ­სე­ბობ­და წა­მა­ლი და მე­დი­კა­მენ­ტი, ჩაშ­კას რომ არ ეშო­ვა.

იმ­პორ­ტუ­ლი ტა­ნი­სა­მო­სი, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, აუ­დიო კა­სე­ტე­ბი, ბა­ბი­ნე­ბი, ვი­ნი­ლის ფირ­ფი­ტე­ბი (ე.წ. "პლას­ტინ­კე­ბი") - ღია და თა­ვი­სუ­ფალ გა­ყიდ­ვა­ში არას­დროს იყო. სსრკ-ში კი სწო­რედ ეს ნივ­თე­ბი ფა­სობ­და.

გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი მო­თხოვ­ნა ჯინ­სებ­ზე იყო. 1960-იან წლებ­ში კა­პი­ტა­ლიზ­მის სიმ­ბო­ლოდ მიჩ­ნე­უ­ლი ჯინ­სი სსრკ-ში აკ­რძა­ლუ­ლი იყო. მისი იმ­პორ­ტი არ ხდე­ბო­და. 1960-იან წლებ­ში ჯინ­სე­ბის შოვ­ნის მხო­ლოდ ორი გზა არ­სე­ბობ­და - ან ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის­გან ან იმ ხალ­ხის­გან შე­ძე­ნა (მე­ზღვა­უ­რე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, აერ­ოფ­ლო­ტის პი­ლო­ტე­ბი, სპორ­ტსმე­ნე­ბი, დიპ­ლო­მა­ტე­ბი), ვი­საც რკი­ნის ფარ­დის გაღ­მა გას­ვლის ბედ­ნი­ე­რე­ბა ჰქონ­და. რა თქმა უნდა, სა­ბა­ჟო კონ­ტროლს ისი­ნიც გა­დი­ოდ­ნენ. ამი­ტო­მაც ყო­ველ ჯერ­ზე ახალ­ბე­და "სპე­კუ­ლი­ანტ-კონ­ტრა­ბან­დის­ტებს" ახალ-ახა­ლი ხერ­ხე­ბის მო­ფიქ­რე­ბა უხ­დე­ბო­დათ.

მა­გა­ლი­თად, მე­ზღვა­უ­რე­ბი ტან­ზე 2-3 ჯინ­სის შარ­ვალს იც­ვამ­დნენ. ერ­თგვარ "კომ­ბოს­ტოს" მე­ზღვა­უ­რის ფარ­თო და ფარ­თხუ­ნა შავი შარ­ვა­ლი აგ­ვირ­გვი­ნებ­და, რომ­ლის ქვე­შაც ჯინ­სე­ბი არ ჩან­და. სსრკ-ში ჯინ­სე­ბის გა­სა­ღე­ბა­ზე ე.წ. "ფარ­ცოვ­ში­კე­ბი" ზრუ­ნავ­დნენ. ეს ჟარ­გო­ნუ­ლი სი­ტყვა ინ­გლი­სუ­რი For Sale-იდან წა­მო­ვი­და, რომ­ლი­თაც საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ტუ­რის­ტებს მი­მარ­თავ­დნენ - Do you have anything for sale?

დე­ფი­ცი­ტუ­რი და ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯინ­სი სსრკ-ში საკ­მა­ოდ ძვი­რი, 200-250 მა­ნე­თი ღირ­და. იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 120 მა­ნეთს არ აღე­მა­ტე­ბო­და. თუმ­ცა ახალ­გაზ­რდებს ეს ვერ აბ­რკო­ლებ­და. Lee-ს, Levi Strauss-ისა და Wrangler-ის ფირ­მის ჯინ­სე­ბი იმ დრო­ინ­დე­ლი მო­დის და სტი­ლის მწვერ­ვა­ლი იყო. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით Montana-ს ჯინ­სე­ბი სარ­გებ­ლობ­დნენ.

დე­ფი­ცი­ტის გა­მოს­წო­რე­ბას ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა ყვე­ლა შე­საძ­ლო გზით ცდი­ლობ­და. სსრკ-ში არ­სე­ბობ­და ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია "სო­ი­უზ­გა­ზექ­სპორტ", რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის სა­ზღვარ­გა­რეთ მი­წო­დე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად კი უცხო­ეთ­ში დე­ფი­ცი­ტურ ნედ­ლე­ულს და სა­ქო­ნელს ყი­დუ­ლობ­და. მათ შო­რის ხორ­ბალს და მსხვილ­ფე­ხა სა­ქონ­ლის საკ­ვებს.

მა­შინ, რო­დე­საც სო­ცი­ა­ლის­ტურ სა­ხელ­მწი­ფო­ებს და და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს სსრკ გუ­ლუხ­ვად ეხ­მა­რე­ბო­და, ქვე­ყა­ნა­ში ნა­ყი­დი წიგ­ნე­ბის, ავე­ჯის, ბი­ნე­ბის და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ხალ­ხი კვი­რა­ო­ბით, თვე­ო­ბით და წლო­ბით იდგა რი­გებ­ში.

ავ­ტო­მო­ბი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ იმ­დე­ნად უტო­პი­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, რო­ნალდ რე­ი­გა­ნის ხუმ­რო­ბი­სა და და­ცინ­ვის სა­გა­ნიც კი გახ­და - "სსრკ-ში ყვე­ლა­ფე­რი არც ისე კარ­გა­დაა, რო­გორც გგო­ნი­ათ. ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი 7-დან მხო­ლოდ 1 ოჯახს ჰყავს და მისი მი­ღე­ბის­თვის ადა­მი­ანს 10-წლი­ან რიგ­ში უწევს დგო­მა. 10-წლი­ან ლო­დინს მთე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი ახ­ლავს და ფუ­ლიც წი­ნას­წარ უნდა გა­და­ი­ხა­დო. მი­ვი­და ერთი კაცი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ყიდ­ლად, მი­ი­ტა­ნა სა­ბუ­თე­ბი, ფული. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ი­ბა­რა და ეუბ­ნე­ბა:

- 10 წლის მერე მოდი.

- დი­ლით თუ სა­ღა­მოს?

დახ­ლთან მდგა­რი კაცი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სა­ხით პა­სუ­ხობს.

- რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ეს ხომ ათი წლის მერე იქ­ნე­ბა?

- არა, უბ­რა­ლოდ, დი­ლით სან­ტექ­ნი­კო­სი უნდა მო­ვი­დეს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: რას ყი­დუ­ლობ­დნენ ყვე­ლა­ზე ხში­რად საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ბაბინები, "პლასტინკები" და "ლევისის" ჯინსები - პროდუქცია, რომლითაც საბჭოთა "სპეკულიანტები" ვაჭრობდნენ

ბაბინები, "პლასტინკები" და "ლევისის" ჯინსები - პროდუქცია, რომლითაც საბჭოთა "სპეკულიანტები" ვაჭრობდნენ

ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ უბრალოდ, სუფრასთან ნებისმიერ ჩვენგანს ერთხელ მაინც აქვს მოსმენილი ბანალური და ერთობ უკვე მობეზრებული ფრაზები - "რა ქვეყანა დაანგრიეს" ან "რას მელაპარაკები! 37 მანეთად მოსკოვში დავფრინავდი!".

მსოფლიოს 1/6-ზე გადაჭიმული სსრკ უკვე 25 წელიწადია აღარ არსებობს. მაგრამ ბევრი იმ დროს მაინც მისტირის. თავისი დადებითი თუ უარყოფითი მხარე ყველა წყობას აქვს. თუმცა იმ ადამიანებს, რომლებსაც 37 მანეთიანი ავიარეისები ენატრებათ, რატომღაც არ უყვართ სსრკ-სთვის დამახასიათებელ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე - საყოველთაო დეფიციტზე საუბარი.

"კაპიტალისტები თავის ჩამოსახრჩობ თოკს ჩვენგან იყიდიან" - გაიძახოდა ლენინი. თუმცა რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სსრკ-ს უმეტეს ნაწილში მოსახლეობა საკვებს სპეციალური ტალონებით იღებდა. ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა სსრკ-მ არსებობის ბოლომდე ვერ შეძლო. ბევრი ამას კატეგორიულად უარყოფს. მათ შორის ისინიც, ვინც სსრკ-ს დღემდე მისტირის.

სსრკ-ში ფართო მოხმარების საქონლის დეფიციტი ყოველთვის არსებობდა. გიგანტურ სახელმწიფოში, სადაც ყველა და ყველაფერი სამხედრო მრეწველობასა და თავდაცვის გაძლიერებაზე იყო ორიენტირებული (არა და ვინ ესხმოდა თავს?), სამოქალაქო პროდუქციის წარმოებას მეორეხარისხოვანი როლი ენიჭებოდა. ჩასაცმელსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას რომ თავი დავანებოთ, ძეხვებისა და ხორცის სხვა პროდუქტების შესაძენად ნახევარი სსრკ-დან, მათ შორის საქართველოდან ხალხი მოსკოვში დადიოდა(!). იმიტომ კი არა, რომ იქაური ხარისხით ჯობდა - არა, სხვაგან უბრალოდ არ იშოვებოდა.

სოციალისტური ბლოკის სახელმწიფოების ნაწარმის შოვნა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. სანუკვარი რუმინული ავეჯი, პოლონური და ჩეხური ჭურჭელი, გერმანული ტანსაცმელი თავისუფალ გაყიდვაში თითქმის არ იყო. წარმოების მოცულობა არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა.

შექმნილი დეფიციტით ბევრი "ჭკვიანი" ადამიანი სარგებლობდა. უკვე 1960-იან წლებში დეფიციტურ საქონელს ჩუმად, იატაკქვეშეთში გადამყიდველები ყიდდნენ. ოფიციალურად არავინ იცოდა, საიდან ხვდებოდა მაღაზიების გვერდის ავლით მათ ხელში დეფიციტური საქონელი, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ მათთან ყველაფრის შოვნა შეიძლებოდა.

შორს რომ არ წავიდეთ - თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრები ებრაელი ჩაშკას ისტორია ყველას აქვს გაგონილი. არ არსებობდა წამალი და მედიკამენტი, ჩაშკას რომ არ ეშოვა.

იმპორტული ტანისამოსი, აქსესუარები, აუდიო კასეტები, ბაბინები, ვინილის ფირფიტები (ე.წ. "პლასტინკები") - ღია და თავისუფალ გაყიდვაში არასდროს იყო. სსრკ-ში კი სწორედ ეს ნივთები ფასობდა.

გაგიკვირდებათ და, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა ჯინსებზე იყო. 1960-იან წლებში კაპიტალიზმის სიმბოლოდ მიჩნეული ჯინსი სსრკ-ში აკრძალული იყო. მისი იმპორტი არ ხდებოდა. 1960-იან წლებში ჯინსების შოვნის მხოლოდ ორი გზა არსებობდა - ან ჩამოსული ტურისტებისგან ან იმ ხალხისგან შეძენა (მეზღვაურები, მსახიობები, აეროფლოტის პილოტები, სპორტსმენები, დიპლომატები), ვისაც რკინის ფარდის გაღმა გასვლის ბედნიერება ჰქონდა. რა თქმა უნდა, საბაჟო კონტროლს ისინიც გადიოდნენ. ამიტომაც ყოველ ჯერზე ახალბედა "სპეკულიანტ-კონტრაბანდისტებს" ახალ-ახალი ხერხების მოფიქრება უხდებოდათ.

მაგალითად, მეზღვაურები ტანზე 2-3 ჯინსის შარვალს იცვამდნენ. ერთგვარ "კომბოსტოს" მეზღვაურის ფართო და ფართხუნა შავი შარვალი აგვირგვინებდა, რომლის ქვეშაც ჯინსები არ ჩანდა. სსრკ-ში ჯინსების გასაღებაზე ე.წ. "ფარცოვშიკები" ზრუნავდნენ. ეს ჟარგონული სიტყვა ინგლისური For Sale-იდან წამოვიდა, რომლითაც საბჭოთა მოქალაქეები ტურისტებს მიმართავდნენ - Do you have anything for sale?

დეფიციტური და ძალზე პოპულარული ჯინსი სსრკ-ში საკმაოდ ძვირი, 200-250 მანეთი ღირდა. იმ პირობებში, როდესაც საშუალო ხელფასი 120 მანეთს არ აღემატებოდა. თუმცა ახალგაზრდებს ეს ვერ აბრკოლებდა. Lee-ს, Levi Strauss-ისა და Wrangler-ის ფირმის ჯინსები იმ დროინდელი მოდის და სტილის მწვერვალი იყო. განსაკუთრებული პოპულარობით Montana-ს ჯინსები სარგებლობდნენ.

დეფიციტის გამოსწორებას ქვეყნის მთავრობა ყველა შესაძლო გზით ცდილობდა. სსრკ-ში არსებობდა ასეთი ორგანიზაცია "სოიუზგაზექსპორტ", რომელიც ოფიციალურად ბუნებრივი გაზის საზღვარგარეთ მიწოდებით იყო დაკავებული. არაოფიციალურად კი უცხოეთში დეფიციტურ ნედლეულს და საქონელს ყიდულობდა. მათ შორის ხორბალს და მსხვილფეხა საქონლის საკვებს.

მაშინ, როდესაც სოციალისტურ სახელმწიფოებს და დანარჩენ მსოფლიოს სსრკ გულუხვად ეხმარებოდა, ქვეყანაში ნაყიდი წიგნების, ავეჯის, ბინების და ავტომობილების მისაღებად ხალხი კვირაობით, თვეობით და წლობით იდგა რიგებში.

ავტომობილებთან დაკავშირებულმა სიტუაციამ იმდენად უტოპიური ხასიათი მიიღო, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ხუმრობისა და დაცინვის საგანიც კი გახდა - "სსრკ-ში ყველაფერი არც ისე კარგადაა, როგორც გგონიათ. ამ ქვეყანაში საკუთარი ავტომობილი 7-დან მხოლოდ 1 ოჯახს ჰყავს და მისი მიღებისთვის ადამიანს 10-წლიან რიგში უწევს დგომა. 10-წლიან ლოდინს მთელი პროცედურები ახლავს და ფულიც წინასწარ უნდა გადაიხადო. მივიდა ერთი კაცი ავტომობილის საყიდლად, მიიტანა საბუთები, ფული. კომპანიის წარმომადგენელმა ეს ყველაფერი ჩაიბარა და ეუბნება:

- 10 წლის მერე მოდი.

- დილით თუ საღამოს?

დახლთან მდგარი კაცი გაკვირვებული სახით პასუხობს.

- რა მნიშვნელობა აქვს, ეს ხომ ათი წლის მერე იქნება?

- არა, უბრალოდ, დილით სანტექნიკოსი უნდა მოვიდეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

წაიკითხეთ ასევე: რას ყიდულობდნენ ყველაზე ხშირად საბჭოთა კავშირის მოქალაქეები საზღვარგარეთ

"მარტში დავინფიცირდი და 6 თვის შემდეგ თავს კვლავ ცუდად ვგრძნობ" - ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, პოსტ-კოვიდ სიმპტომებს აღწერენ

ათასობით ფერადი ვარსკვლავის უჩვეულო კლასტერი, რომელსაც ფუტკრებს ადარებენ - ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული ახალი შთამბეჭდავი ფოტოები

"ის გერმანიაში გადასახლებას არ აპირებს" - ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს