პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო და ამერიკა ჰოლივუდის თვალით - სტერეოტიპები, რომლებსაც აშშ-ის კინოინდუსტრია წლებია თავზე გვახვევს
მსოფლიო და ამერიკა ჰოლივუდის თვალით - სტერეოტიპები, რომლებსაც აშშ-ის კინოინდუსტრია წლებია თავზე გვახვევს

ჰო­ლი­ვუ­დი და, ზო­გა­დად კი­ნო­ინ­დუსტრია, ადა­მი­ა­ნე­ბის აზ­როვ­ნე­ბი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ძა­ლი­ან დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს. ის, რომ მსოფ­ლი­ოს უამ­რა­ვი სტე­რე­ო­ტი­პი აქვს თავს მოხ­ვე­უ­ლი, რო­მელ­თა­გან დღემ­დე ვერ თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, ნა­წი­ლობ­რივ სწო­რედ ჰო­ლი­ვუ­დის ფილ­მე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

წარ­მო­გიდ­გენთ სტე­რე­ო­ტი­პებს, რომ­ლებ­საც ათე­უ­ლი წლე­ბია "ოც­ნე­ბე­ბის ქარ­ხა­ნა" გვაწ­ვდის:

ში­ნა­მო­სამ­სა­ხუ­რედ ადრე აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლე­ბი, ახლა მუ­დამ ლა­თი­ნო­სე­ბი არი­ან

ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა ის­ტო­რი­ამ შეც­ვა­ლა - თუ ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე ფილ­მებ­ში აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რად იმ კლა­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ, რო­მელ­საც მხო­ლოდ თეთრკა­ნი­ა­ნე­ბის მო­სამ­სა­ხუ­რედ შე­ეძ­ლო მუ­შა­ო­ბა, უახ­ლე­სი ამე­რი­კუ­ლი კი­ნოს ის­ტო­რი­ა­ში მათი ად­გი­ლი მექ­სი­კე­ლებ­მა და­ი­კა­ვეს. ად­რე­ულ ფილ­მებ­ში, მა­გა­ლი­თად სა­კულ­ტო "კა­საბ­ლან­კა­ში" (რო­მელ­მაც თით­ქოს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, რად­გან აფ­რო­ა­მე­რი­კელ­მა ადა­მი­ან­მა პირ­ვე­ლად სწო­რედ ამ ფილ­მი­დან მი­ი­ღო "ოს­კა­რი"), ისი­ნი წარ­მო­ჩე­ნილ­ნი არი­ან, რო­გორც თეთრკა­ნი­ან­თა მსა­ხუ­რე­ბი, თან მათ ეს სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დათ და თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­დნენ. დღეს თუ ფილმში მა­ღა­ლი კლა­სის წარ­მო­მად­გენ­ლის ფე­შე­ნე­ბე­ლურ სახ­ლში მოგ­ვახ­ვედ­რებს რე­ჟი­სო­რი, მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბი­ან ლა­თი­ნო­სი ქა­ლე­ბი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და კა­ცე­ბი ბა­ღებ­ში, გა­ზო­ნის მკრე­ჭა­ვე­ბად. თან მათი დიდი ნა­წი­ლი არა­ლე­გა­ლი ემიგ­რან­ტი გახ­ლავთ.

კო­მე­დი­ებ­ში ქა­ლე­ბის მთა­ვა­რი გან­სა­ხილ­ვე­ლი თემა კა­ცე­ბია

ამის გა­მო­სათ­ვლე­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი ტეს­ტიც არ­სე­ბობს, რო­მელ­საც "ბეშ­დე­ლის ტეტ­სი" ჰქვია. ტეს­ტის მეშ­ვე­ო­ბით არ­კვე­ვენ, არის თუ არა ფილმში მი­ნი­მუმ ორი ქალი პერ­სო­ნა­ჟი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სას, მა­მა­კა­ცის გარ­და, სხვა თე­მა­ზეც სა­უბ­რო­ბენ. ჰო­ლი­ვუ­დუ­რი პრო­დუქ­ტი ამ კრი­ტე­რი­უმს, ძი­რი­თა­დად, ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, რაც ლი­ბე­რა­ლი ფე­მი­ნის­ტე­ბის დიდ აღ­შფო­თე­ბას იწ­ვევს ხოლ­მე. ამის გამო რე­ჟი­სორს ხში­რად სექ­სიზ­მში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. რომ და­ფიქ­რდეთ, ალ­ბათ თქვენც გა­გი­ჭირ­დე­ბათ, და­ა­სა­ხე­ლოთ ჰო­ლი­ვუ­დუ­რი რო­მან­ტი­კუ­ლი კო­მე­დია, რო­მე­ლიც ამ ტესტს გა­ივ­ლის.

რო­დე­საც სხვა რა­სას უჭირს, მათ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე მუ­დამ თეთრკა­ნი­ა­ნი ზრუ­ნავს

რო­დე­საც უცხო რასა გა­სა­ჭირ­ში ვარ­დე­ბა, მათ მხსნე­ლად აუ­ცი­ლებ­ლად თეთრკა­ნი­ა­ნი მა­მა­კა­ცი გა­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე. მსგავ­სი თხრო­ბის მი­ხედ­ვით, უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი ჩაგ­ვრის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მხო­ლოდ თეთრკა­ნი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით თუ მო­ა­ხე­რე­ბენ, რად­გან თა­ვად ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გა­აჩ­ნი­ათ. ეს სი­უ­ჟე­ტუ­რი ხაზი გვხვდე­ბა რო­გორც ფილ­მებ­ში, ასე­ვე ანი­მა­ცი­ა­ში. გა­ვიხ­სე­ნოთ, მა­გა­ლი­თად, "პო­კაჰონ­ტა­სი", სა­დაც ინ­დი­ელ­თა ტო­მის გა­დარ­ჩე­ნას მხო­ლოდ მთა­ვა­რი თეთრკა­ნი­ა­ნი გმი­რი, ჯონი ახერ­ხებს, ან თუნ­დაც ფან­ტას­ტი­კუ­რი ფილ­მი "ავა­ტა­რი", სა­დაც უცხოპ­ლა­ნე­ტელ­თა დამ­პყრობ­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მათ რი­გებ­ში შე­სუ­ლი აგ­რეთ­ვე თეთრკა­ნი­ა­ნი მა­მა­კა­ცი ახერ­ხებს.

არა­ბე­ბი ძი­რი­თა­დად ან­ტა­გო­ნის­ტე­ბი არი­ან

არა­ბე­ბი­სა და, ზო­გა­დად, მუს­ლი­მა­ნი ერე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ტე­რო­რიზ­მთან გა­ი­გი­ვე­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი სწო­რედ ჰო­ლი­ვუდს მი­უ­ძღვის. ფილ­მებ­ში, წვერ­მოშ­ვე­ბუ­ლი, არა­ბუ­ლი შე­სა­ხე­და­ო­ბის პი­რე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად ამე­რი­კის უშიშ­რო­ე­ბას ემუქ­რე­ბი­ან. საკ­მა­რი­სია, გა­იხ­სე­ნოთ რო­მე­ლი­მე ფილ­მი არ­ნოლდ შვარცნე­გე­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით - ყვე­ლა ასეთ ფილმში ან­ტა­გო­ნის­ტი ყო­ველ­თვის არა­ბუ­ლი შე­სა­ხე­და­ო­ბის ადა­მი­ა­ნია.

რუ­სე­ბი ყო­ველ­თვის ბო­რო­ტე­ბის სამ­სა­ხურ­ში დგა­ნან

ამე­რი­კულ ბო­ე­ვი­კებ­ში რუ­სე­თი ყო­ველ­თვის ან­ტა­გო­ნიზ­მის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა. გი­ნა­ხავთ, ამე­რი­კულ ფილმში ერთი და­დე­ბი­თი პერ­სო­ნა­ჟი მა­ინც, რო­მე­ლიც რუ­სია? "წი­თე­ლი სი­ცხე" მა­გა­ლი­თად არ გა­მოდ­გე­ბა, რად­გან აქ მთა­ვარ გმირს - რუსს არ­ნოლდ შვარცნე­გე­რი თა­მა­შობს. სხვა­გან, ყველ­გან რუ­სე­ბი უპი­რო­ბო ბო­რო­ტე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე დგა­ნან და ამ­გვა­რად წარ­მო­ად­გე­ნენ არა მხო­ლოდ კონ­კრე­ტულ პი­რებს, არა­მედ მთელ ერს. ამის­თვის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი "როკი 4"-ია, სა­დაც ივან დრა­გო არა მხო­ლოდ საბ­ჭო­თა სპორ­ტსმე­ნი, არა­მედ მთე­ლი "დერ­ჟა­ვის" სა­ხეა.

გეი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ყო­ველ­თვის სა­სა­ცი­ლოდ არი­ან გა­მოყ­ვა­ნი­ლი

გეი გმი­რე­ბის სი­უ­ჟეტ­ში მოხმო­ბა ძი­რი­თა­დად იმის­თვის ხდე­ბა, რომ სა­სა­ცი­ლო ეპი­ზო­დე­ბი შე­იქ­მნას. მათი აღ­წე­რა ხდე­ბა ფე­მი­ნუ­რი მა­ნე­რიზ­მით, რაც ძა­ლი­ან მყარ და მავ­ნე­ბელ სტე­რე­ო­ტიპს ამ­ყა­რებს.

ინ­დო­ე­ლე­ბი ან სუ­პერ­მარ­კე­ტის გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი არი­ან, ან ტაქ­სის მძღო­ლე­ბი

აზი­ე­ლებ­თან ერ­თად, ინ­დო­ე­ლე­ბის მი­მართ ჰო­ლი­ვუ­დი ყვე­ლა­ზე მწყრა­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. ინ­დო­ე­ლე­ბი, ყო­ველ მე­ო­რე ფილმში, ან სუ­პერ­მარ­კე­ტის დახ­ლთან დგა­ნან, ან ტაქ­სის სა­ჭეს უზი­ან, აზი­ე­ლე­ბი კი შა­მა­ნურ ცოდ­ნას ფლო­ბენ და ბე­დის­წე­რის გან­სა­ზღვრა შე­უძ­ლი­ათ. ეს, მეტ­წი­ლად, მსუ­ბუქ კო­მე­დი­ებ­ში ხდე­ბა, მაგ­რამ სტე­რე­ო­ტი­პის შე­საქ­მნე­ლად სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია.

იტა­ლი­ე­ლი კა­ცე­ბი მა­გი­დას­თან უმკლა­ვე­ბო მა­ი­სუ­რე­ბით სხე­დან, ქალს მუ­დამ სპა­გე­ტი შე­მო­აქვს

გა­იხ­სე­ნეთ განგსტე­რუ­ლი ფილ­მე­ბი, სა­დაც კრი­მი­ნა­ლე­ბი მა­გი­დას უს­ხე­დან, მათი დრეს­კო­დი "შე­ვარ­დნა­ძის მა­ი­სუ­რე­ბით" შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, მე­ნი­უ­ში კი მა­კა­რო­ნის მეტი არა­სო­დეს არა­ფე­რია. იშ­ვი­ათ შე­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა პი­ცაც შეგ­ვხვდეთ მათ რა­ცი­ონ­ში, მაგ­რამ ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად.

სამ­ხრე­თე­ლე­ბი მუ­დამ "რედ­ნე­კე­ბი" არი­ან

ამე­რი­კე­ლე­ბი უმო­წყა­ლო­ნი არი­ან სამ­ხრეთ შტა­ტე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რი­სას. სამ­ხრე­თე­ლე­ბი მუ­დამ "რედ­ნე­კე­ბი", უინ­ტე­ლექ­ტო, ამო­რა­ლუ­რი და ბინ­ძუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ან აცი­ნე­ბენ მა­ყუ­რე­ბელს, ან აბ­რა­ზე­ბენ.

აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლი ქა­ლე­ბი ყო­ველ­თვის უკულ­ტუ­როდ იქ­ცე­ვი­ან, ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რო­ბენ და წყო­ბი­დან მარ­ტი­ვად გა­მო­დი­ან

თუ ამე­რი­კულ კო­მე­დი­ა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გილ­ზე ჩოჩ­ქო­ლი ტყდე­ბა და სიმ­შვი­დე ირ­ღვე­ვა, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ამის ჩამ­დე­ნი ფე­რად­კა­ნი­ა­ნი ქა­ლია. გახ­სოვთ, ის სცე­ნა "ძა­ლი­ან სა­ში­ში კი­ნო­დან", სა­დაც აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლი პერ­სო­ნა­ჟი კი­ნო­თე­ატ­რში ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობს? ეს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შია ამ თხრო­ბის მა­ნე­რი­სა, რად­გან, სა­ბო­ლო­ოდ, მას­ზე ძა­ლა­დობს შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვი­ლით აღვსი­ლი ყვე­ლა კონ­ფე­სი­ი­სა თუ რა­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ოღონდ გა­ა­ჩუ­მოს.

დაჩი ასა­თი­ა­ნი

AMBEBI.GE

მსოფლიო და ამერიკა ჰოლივუდის თვალით - სტერეოტიპები, რომლებსაც აშშ-ის კინოინდუსტრია წლებია თავზე გვახვევს

მსოფლიო და ამერიკა ჰოლივუდის თვალით - სტერეოტიპები, რომლებსაც აშშ-ის კინოინდუსტრია წლებია თავზე გვახვევს

ჰოლივუდი და, ზოგადად კინოინდუსტრია, ადამიანების აზროვნებისა და შეხედულებების ჩამოყალიბებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ის, რომ მსოფლიოს უამრავი სტერეოტიპი აქვს თავს მოხვეული, რომელთაგან დღემდე ვერ თავისუფლდება, ნაწილობრივ სწორედ ჰოლივუდის ფილმების დამსახურებაა.

წარმოგიდგენთ სტერეოტიპებს, რომლებსაც ათეული წლებია "ოცნებების ქარხანა" გვაწვდის:

შინამოსამსახურედ ადრე აფროამერიკელები, ახლა მუდამ ლათინოსები არიან

ეს მოცემულობა ისტორიამ შეცვალა - თუ ათწლეულების მანძილზე ფილმებში აფროამერიკელები სოციალურად იმ კლასის წარმომადგენლები იყვნენ, რომელსაც მხოლოდ თეთრკანიანების მოსამსახურედ შეეძლო მუშაობა, უახლესი ამერიკული კინოს ისტორიაში მათი ადგილი მექსიკელებმა დაიკავეს. ადრეულ ფილმებში, მაგალითად საკულტო "კასაბლანკაში" (რომელმაც თითქოს გაათავისუფლა ფერადკანიანები ხელოვნებაში, რადგან აფროამერიკელმა ადამიანმა პირველად სწორედ ამ ფილმიდან მიიღო "ოსკარი"), ისინი წარმოჩენილნი არიან, როგორც თეთრკანიანთა მსახურები, თან მათ ეს სრულად აკმაყოფილებდათ და თავს ბედნიერად გრძნობდნენ. დღეს თუ ფილმში მაღალი კლასის წარმომადგენლის ფეშენებელურ სახლში მოგვახვედრებს რეჟისორი, მის დაქვემდებარებაში აუცილებლად იქნებიან ლათინოსი ქალები სამზარეულოში და კაცები ბაღებში, გაზონის მკრეჭავებად. თან მათი დიდი ნაწილი არალეგალი ემიგრანტი გახლავთ.

კომედიებში ქალების მთავარი განსახილველი თემა კაცებია

ამის გამოსათვლელად სპეციალური ტესტიც არსებობს, რომელსაც "ბეშდელის ტეტსი" ჰქვია. ტესტის მეშვეობით არკვევენ, არის თუ არა ფილმში მინიმუმ ორი ქალი პერსონაჟი, რომლებიც ერთმანეთთან კომუნიკაციისას, მამაკაცის გარდა, სხვა თემაზეც საუბრობენ. ჰოლივუდური პროდუქტი ამ კრიტერიუმს, ძირითადად, ვერ აკმაყოფილებს, რაც ლიბერალი ფემინისტების დიდ აღშფოთებას იწვევს ხოლმე. ამის გამო რეჟისორს ხშირად სექსიზმში ადანაშაულებენ. რომ დაფიქრდეთ, ალბათ თქვენც გაგიჭირდებათ, დაასახელოთ ჰოლივუდური რომანტიკული კომედია, რომელიც ამ ტესტს გაივლის.

როდესაც სხვა რასას უჭირს, მათ გათავისუფლებაზე მუდამ თეთრკანიანი ზრუნავს

როდესაც უცხო რასა გასაჭირში ვარდება, მათ მხსნელად აუცილებლად თეთრკანიანი მამაკაცი გამოჩნდება ხოლმე. მსგავსი თხრობის მიხედვით, უმცირესობები ჩაგვრისგან გათავისუფლებას მხოლოდ თეთრკანიანების დახმარებით თუ მოახერებენ, რადგან თავად ამის საშუალება არ გააჩნიათ. ეს სიუჟეტური ხაზი გვხვდება როგორც ფილმებში, ასევე ანიმაციაში. გავიხსენოთ, მაგალითად, "პოკაჰონტასი", სადაც ინდიელთა ტომის გადარჩენას მხოლოდ მთავარი თეთრკანიანი გმირი, ჯონი ახერხებს, ან თუნდაც ფანტასტიკური ფილმი "ავატარი", სადაც უცხოპლანეტელთა დამპყრობლისგან გათავისუფლებას მათ რიგებში შესული აგრეთვე თეთრკანიანი მამაკაცი ახერხებს.

არაბები ძირითადად ანტაგონისტები არიან

არაბებისა და, ზოგადად, მუსლიმანი ერების წარმომადგენლების ტერორიზმთან გაიგივებაში უდიდესი წვლილი სწორედ ჰოლივუდს მიუძღვის. ფილმებში, წვერმოშვებული, არაბული შესახედაობის პირები აუცილებლად ამერიკის უშიშროებას ემუქრებიან. საკმარისია, გაიხსენოთ რომელიმე ფილმი არნოლდ შვარცნეგერის მონაწილეობით - ყველა ასეთ ფილმში ანტაგონისტი ყოველთვის არაბული შესახედაობის ადამიანია.

რუსები ყოველთვის ბოროტების სამსახურში დგანან

ამერიკულ ბოევიკებში რუსეთი ყოველთვის ანტაგონიზმის მწარმოებელი ქვეყანაა. გინახავთ,  ამერიკულ ფილმში ერთი დადებითი პერსონაჟი მაინც, რომელიც რუსია? "წითელი სიცხე" მაგალითად არ გამოდგება, რადგან აქ მთავარ გმირს - რუსს არნოლდ შვარცნეგერი თამაშობს. სხვაგან, ყველგან რუსები უპირობო ბოროტების სადარაჯოზე დგანან და ამგვარად წარმოადგენენ არა მხოლოდ კონკრეტულ პირებს, არამედ მთელ ერს. ამისთვის საუკეთესო მაგალითი "როკი 4"-ია, სადაც ივან დრაგო არა მხოლოდ საბჭოთა სპორტსმენი, არამედ მთელი "დერჟავის" სახეა.

გეი პერსონაჟები ყოველთვის სასაცილოდ არიან გამოყვანილი

გეი გმირების სიუჟეტში მოხმობა ძირითადად იმისთვის ხდება, რომ სასაცილო ეპიზოდები შეიქმნას. მათი აღწერა ხდება ფემინური მანერიზმით, რაც ძალიან მყარ და მავნებელ სტერეოტიპს ამყარებს.

ინდოელები ან სუპერმარკეტის გამყიდველები არიან, ან ტაქსის მძღოლები

აზიელებთან ერთად, ინდოელების მიმართ ჰოლივუდი ყველაზე მწყრალი სტერეოტიპებით შემოიფარგლება. ინდოელები, ყოველ მეორე ფილმში, ან სუპერმარკეტის დახლთან დგანან, ან ტაქსის საჭეს უზიან, აზიელები კი შამანურ ცოდნას ფლობენ და ბედისწერის განსაზღვრა შეუძლიათ. ეს, მეტწილად, მსუბუქ კომედიებში ხდება, მაგრამ სტერეოტიპის შესაქმნელად სრულიად საკმარისია.

იტალიელი კაცები მაგიდასთან უმკლავებო მაისურებით სხედან, ქალს მუდამ სპაგეტი შემოაქვს

გაიხსენეთ განგსტერული ფილმები, სადაც კრიმინალები მაგიდას უსხედან, მათი დრესკოდი "შევარდნაძის მაისურებით" შემოიფარგლება, მენიუში კი მაკარონის მეტი არასოდეს არაფერია. იშვიათ შეთხვევაში, შეიძლება პიცაც შეგვხვდეთ მათ რაციონში, მაგრამ ძალიან იშვიათად.

სამხრეთელები მუდამ "რედნეკები" არიან

ამერიკელები უმოწყალონი არიან სამხრეთ შტატების მოსახლეობის აღწერისას. სამხრეთელები მუდამ "რედნეკები", უინტელექტო, ამორალური და ბინძური ადამიანები არიან, რომლებიც ან აცინებენ მაყურებელს, ან აბრაზებენ.

აფროამერიკელი ქალები ყოველთვის უკულტუროდ იქცევიან, ხმამაღლა საუბრობენ და წყობიდან მარტივად გამოდიან

თუ ამერიკულ კომედიაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ჩოჩქოლი ტყდება და სიმშვიდე ირღვევა, უმეტეს შემთხვევაში ამის ჩამდენი ფერადკანიანი ქალია. გახსოვთ, ის სცენა "ძალიან საშიში კინოდან", სადაც აფროამერიკელი პერსონაჟი კინოთეატრში ხმამაღლა საუბრობს? ეს ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია ამ თხრობის მანერისა, რადგან, საბოლოოდ, მასზე ძალადობს შურისძიების სურვილით აღვსილი ყველა კონფესიისა თუ რასის წარმომადგენელი, ოღონდ გააჩუმოს.

დაჩი ასათიანი

AMBEBI.GE

"8 წლის წინ უცნაურ ვითარებაში გავიცანი..." - ცნობილი ფოტოგრაფის მეუღლე ოჯახურ ცხოვრებაზე, შვილსა და კარიერაზე

„ღამის სერენადები 2020“ დასრულდა

ოთარ ტატიშვილის უმცროსი ვაჟი დაინიშნა - ვინ არის პოპულარული ექიმის სარძლო  (ფოტოები ულამაზესი წვეულებიდან)