საქართველოს ზამთრის კურორტები ახალი სეზონისთვის ემზადებიან. ტურ-ოპერატორი კომპანიების ცნობით, ახალი წლის პერიოდში სასტუმროები თუ კოტეჯები გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში უმეტესად უკვე დაჯავშნილია.
როგორც რამდენიმე კომპანიაში გვითხრეს, ახალი წლის დღეების გატარება (სასტუმროში დარჩენა, საახალწლო ვახშამი) გუდაურსა და ბაკურიანში 1 კვირის განმავლობაში ერთ ადამიანს 700 ლარიდან 1500 ლარამდე დაუჯდება.
როგორც Calypso M-TOUR-ს მენეჯერი მაია კოპალიანი "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას ამბობს, ჯავშნის მიღება ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყეს. მისივე თქმით, ამ დროისათვის კოტეჯებზეა ძალიან დიდი მოთხოვნა და მათი 90% უკვე დაჯავშნილია.
"დღეის მდგომარეობით, კურორტებს შორის გუდაური დომინირებს. ჯავშნის უმეტესობა კოტეჯებზე მოდის და საახალწლოდ თითქმის ყველაფერი უკვე დაჯავშნილია. განაგრძეთ კითხვა