პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხაბაზი დაიბარე, ბოკერია დაახვედრე და გიგამ საქმის გარჩევა დაუწყო" - "ნაციონალების" შიდა დაპირისპირების დეტალები საჯარო გახდა
"ხაბაზი დაიბარე, ბოკერია დაახვედრე და გიგამ საქმის გარჩევა დაუწყო" - "ნაციონალების" შიდა დაპირისპირების დეტალები საჯარო გახდა

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ენმ-ს მმარ­თველ­მა გუნ­დმა პარ­ტი­ის რამ­დე­ნი­მე წევ­რი შე­ამ­ცი­რა. რო­გორც თაქთა­ქიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პი­რად გვერ­დზე და­წე­რა, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი ღიად გა­მოთ­ქვამ­დნენ პო­ზი­ცი­ას და მხარს უჭერ­დნენ დიდი, 7 000-დე­ლე­გა­ტი­ა­ნი ყრი­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბას. "შემ­ცი­რე­ბულ" "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" შო­რის არი­ან პარ­ტი­ის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბიც: კობა ხა­ბა­ზი, გოგა ონი­ა­ნი, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე რე­გი­ო­ნუ­ლი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი.

"ისი­ნი შემ­ცი­რე­ბა­ში მო­ა­ყო­ლა "ში­და­დე­მოკ­რა­ტი­ის" სა­ხე­ლით მოქ­მედ­მა ენმ-ს მმარ­თველ­მა გუნ­დმა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი უხელ­ფა­სო­დაც ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის და­სა­მარ­ცხებ­ლად, მაგ­რამ სირ­ცხვი­ლია, ძა­ლი­ან დიდი სირ­ცხვი­ლი" - წერს ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე.

თაქთა­ქიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, პარ­ტი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა სერ­გო რა­ტი­ან­მა გან­მარ­ტა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სი­დან 20-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ფი­ნან­სე­ბის 100 000 ლა­რით შემ­ცი­რე­ბის გამო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

"ჩემს კრი­ტი­კო­სებს შე­ვახ­სე­ნებ: მათ მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ვა­რი­ან­ტი, პარ­ლა­მენ­ტში არ შეს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რომ გა­სუ­ლი­ყო, შე­სამ­ცი­რე­ბე­ლი გა­ცი­ლე­ბით მეტი იქ­ნე­ბო­და. არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში პრი­ო­რი­ტე­ტი პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სი ვერ იქ­ნე­ბა, რად­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ნარ­ჩუნ­დეს პარ­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ისე­დაც მწი­რი და­ფი­ნან­სე­ბა. მით უმე­ტეს, შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში იმ პი­რე­ბის და­მა­ტე­ბი­თი და­ფი­ნან­სე­ბა (თუნ­დაც და­მა­ტე­ბი­თი ფუნ­ქცი­ე­ბით), ვინც რე­გი­ო­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს წარ­მო­ად­გენს.

ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სი­დან ამ ეტა­პის­თვის ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია 20-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი და არა მხო­ლოდ ჩა­მოთ­ვლი­ლი პი­რე­ბი. რო­გორც დარ­ჩე­ნილ­თა, ისე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლებს შო­რის სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის მქო­ნე ხალ­ხია. სა­ხე­ლე­ბი­სა და გვა­რე­ბის ჩა­მოთ­ვლას არ და­ვი­წყებ, თუმ­ცა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს შე­მიძ­ლია ვაჩ­ვე­ნო. შემ­ცი­რე­ბა ყო­ველ­თვის უსი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია, მი­თუ­მე­ტეს თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის და მი­თუ­მე­ტეს ახლა. შე­იძ­ლე­ბო­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამ უჩ­ვე­უ­ლო ბუ­ღალ­ტე­რი­ა­ზე აღარ ამე­ღო. ოღონდ, რე­ა­ლო­ბა პრო­ზა­უ­ლია. დღეს თუ იტო­ვებ ოც კაც­ზე ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, ხვალ იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ გა­უშ­ვა სამ­სა­ხუ­რი­დან ორ­მო­ცი. მე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" 2012 წელს მო­ვე­დი და ჩემ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ბევ­რი, ბევ­რი ცი­ლის­წა­მე­ბა ამი­ტა­ნია. მე­გობ­რე­ბის­გან ოდ­ნავ უჩ­ვე­უ­ლოა. მჯე­რა, რომ დიდი მიზ­ნე­ბი ამოძ­რა­ვებთ, მაგ­რამ რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს, სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ვი­ყა­ვით", - აცხა­დებს სერ­გო რა­ტი­ა­ნი.

თა­ნა­პარ­ტი­ელს ფე­ის­ბუ­ქის პი­რა­დი გვერ­დი­დან პა­სუ­ხობს ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი და გან­მარ­ტავს, რომ მისი გან­ცხა­დე­ბა ეხე­ბო­და პარ­ტი­ის არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თველს, რომ­ლის და­ვა­ლე­ბი­თაც "ეს ხალ­ხი რა­ტი­ან­მა გა­უშ­ვა სამ­სა­ხუ­რი­დან".

"სერ­გო, ძვირ­ფა­სო! პირ­ველ რიგ­ში: ჩემი სტა­ტუ­სი ეხე­ბო­და პარ­ტი­ის არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თველს, რომ­ლის და­ვა­ლე­ბი­თაც ეს ხალ­ხი გა­უშ­ვი სამ­სა­ხუ­რი­დან.

იქ­ნებ, ტყუ­ი­ლია, რომ რე­გი­ო­ნუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს პი­რა­დად და­უ­რე­კე და პა­სუ­ხი მო­თხო­ვე, შენ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად რა­ტომ გა­მო­ხა­ტეს სა­ჯა­როდ პო­ზი­ცია დიდი ყრი­ლო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად? ამის მერე რა­ტომ გიკ­ვირს, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბის მი­ზე­ზი სწო­რედ მათი პო­ზი­ცია მგო­ნია და არა სხვა რამ? ან იქ­ნებ ის არის ტყუ­ი­ლი, რომ კობა ხა­ბა­ზი და­ი­ბა­რე კა­ბი­ნეტ­ში, სა­დაც მას გიგა ბო­კე­რია და­ახ­ვედ­რე, შენ გახ­ვე­დი, გი­გამ კი კო­ბას საქ­მის გარ­ჩე­ვა და­უ­წყო ერთ-ერთი აქ­ტი­ვის­ტის ფე­ის­ბუქ პოს­ტის გამო (რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ არ იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის წევ­რი) და ბო­ლოს და­ე­მუქ­რა, პარ­ტი­ა­ში თუ მოვა, ფი­ზი­კუ­რად გა­ვუს­წორ­დე­ბი და ხალ­ხსაც ვა­ორ­გა­ნი­ზებ ამის­თვი­სო?!!!

ამ ყვე­ლაფ­რის მერე იქ­ნებ მიზ­ნე­ბის და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ზე სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და პარ­ტი­ის არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის­თვის და­გეს­ვა კი­თხვა. და­მერ­წმუ­ნე, საქ­მეს ეს უფრო გა­მო­ად­გე­ბო­და.

უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვ, გა­ა­სა­ჯა­რო­ოთ ყვე­ლა შემ­ცი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნა­თე­ლი იყოს შემ­ცი­რე­ბის მო­ტი­ვე­ბი.

შტა­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბამ­დე იქ­ნებ ჩვე­ნი აზ­რი­თაც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყა­ვი, გან­გე­ხი­ლა ხელ­ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბის ვა­რი­ან­ტიც, იქ­ნებ ყვე­ლა თა­ნახ­მა იყო ამა­ზე? მაგ­რამ მი­ზა­ნი თუ არა­სა­სურ­ვე­ლი ხალ­ხის მო­შო­რე­ბა და მათ­თან ან­გა­რიშს­წო­რე­ბა იყო, მა­შინ გა­სა­გე­ბია ყვე­ლა­ფე­რი" - წერს თაქთა­ქიშ­ვი­ლი.

თა­ნა­პარ­ტი­ე­ლის გან­ცხა­დე­ბას იმა­ზე, რომ გიგა ბო­კე­რი­ამ "საქ­მე გა­ურ­ჩია", ეხ­მა­უ­რე­ბა კობა ხა­ბა­ზიც. რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, ინ­ცი­დენტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და საქ­მე უბ­რა­ლოდ პრინ­ცი­პულ აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბას ეხე­ბო­და.

"ეს ინ­ცი­დენ­ტი არ არის, აქ არის სა­უ­ბა­რი გან­სხვა­ვე­ბულ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­სა და პარ­ტი­ულ მო­მა­ვალ­ზე. საკ­მა­ოდ პრინ­ცი­პუ­ლი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გვაქვს. ინ­ცი­დენტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. ინ­ცი­დენ­ტი თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან არა­სო­დეს მქო­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა "თა­ვი­სუ­ფალ ზო­ნას", ის გა­და­ვი­და ახალ ეტაპ­ზე, კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და და სტრუქ­ტუ­რუ­ლად ახა­ლი ფორ­მე­ბით ვა­პი­რებთ საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. მე ამ პარ­ტი­ის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი წევ­რი ვარ და ჩემი ცხოვ­რე­ბა ამ პარ­ტი­ის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნია, რად­გან ვფიქ­რობ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არის ერ­თა­დერ­თი ძალა, რომლსა­აც შე­უძ­ლია ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის და­მარ­ცხე­ბა და ქვეყ­ნის დაბ­რუ­ნე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე", - გა­ნა­ცხა­და ხა­ბაზ­მა.

თბილისელი
0

ერთი მითხარით გოგა ონიანი არ იყო ნაცებმა რომ დაამტვრიეს თავ პირი და ციხეში ჩასვეს

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ხაბაზი დაიბარე, ბოკერია დაახვედრე და გიგამ საქმის გარჩევა დაუწყო" - "ნაციონალების" შიდა დაპირისპირების დეტალები საჯარო გახდა

"ხაბაზი დაიბარე, ბოკერია დაახვედრე და გიგამ საქმის გარჩევა დაუწყო" - "ნაციონალების" შიდა დაპირისპირების დეტალები საჯარო გახდა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, ენმ-ს მმართველმა გუნდმა პარტიის რამდენიმე წევრი შეამცირა. როგორც თაქთაქიშვილმა სოციალურ ქსელში პირად გვერდზე დაწერა, აღნიშნული პირები ღიად გამოთქვამდნენ პოზიციას და მხარს უჭერდნენ დიდი, 7 000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას. "შემცირებულ" "ნაციონალებს" შორის არიან პარტიის ცნობილი სახეებიც: კობა ხაბაზი, გოგა ონიანი, ასევე რამდენიმე რეგიონული კოორდინატორი.

"ისინი შემცირებაში მოაყოლა "შიდადემოკრატიის" სახელით მოქმედმა ენმ-ს მმართველმა გუნდმა. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი უხელფასოდაც ყველაფერს გააკეთებს ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, მაგრამ სირცხვილია, ძალიან დიდი სირცხვილი" - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

თაქთაქიშვილის განცხადების საპასუხოდ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განმარტა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ცენტრალური ოფისიდან 20-მდე თანამშრომელი დაფინანსების 100 000 ლარით შემცირების გამო გაათავისუფლა.

"ჩემს კრიტიკოსებს შევახსენებ: მათ მიერ მხარდაჭერილი ვარიანტი, პარლამენტში არ შესვლის გადაწყვეტილება რომ გასულიყო, შესამცირებელი გაცილებით მეტი იქნებოდა. არსებულ ვითარებაში პრიორიტეტი პარტიის ცენტრალური ოფისი ვერ იქნება, რადგან მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს პარტიული ორგანიზაციების ისედაც მწირი დაფინანსება. მით უმეტეს, შეუძლებელი ხდება ცენტრალურ ოფისში იმ პირების დამატებითი დაფინანსება (თუნდაც დამატებითი ფუნქციებით), ვინც რეგიონულ ორგანიზაციებს წარმოადგენს.

ცენტრალური ოფისიდან ამ ეტაპისთვის ჩემდა სამწუხაროდ გათავისუფლებულია 20-მდე თანამშრომელი და არა მხოლოდ ჩამოთვლილი პირები. როგორც დარჩენილთა, ისე გათავისუფლებულებს შორის სრულიად განსხვავებული მოსაზრებების მქონე ხალხია. სახელებისა და გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ, თუმცა დაინტერესებულ პირებს შემიძლია ვაჩვენო. შემცირება ყოველთვის უსიამოვნო პროცესია, მითუმეტეს თანამებრძოლების და მითუმეტეს ახლა. შეიძლებოდა პასუხისმგებლობა ამ უჩვეულო ბუღალტერიაზე აღარ ამეღო. ოღონდ, რეალობა პროზაულია. დღეს თუ იტოვებ ოც კაცზე ვალდებულებას, ხვალ იძულებული ხარ გაუშვა სამსახურიდან ორმოცი. მე "ნაციონალურ მოძრაობაში" 2012 წელს მოვედი და ჩემ მეგობრებთან ერთად ბევრი, ბევრი ცილისწამება ამიტანია. მეგობრებისგან ოდნავ უჩვეულოა. მჯერა, რომ დიდი მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, საშუალებებთან დაკავშირებითაც თანამოაზრეები ვიყავით", - აცხადებს სერგო რატიანი.

თანაპარტიელს ფეისბუქის პირადი გვერდიდან პასუხობს ჩიორა თაქთაქიშვილი და განმარტავს, რომ მისი განცხადება ეხებოდა პარტიის არაფორმალურ მმართველს, რომლის დავალებითაც "ეს ხალხი რატიანმა გაუშვა სამსახურიდან".

"სერგო, ძვირფასო! პირველ რიგში: ჩემი სტატუსი ეხებოდა პარტიის არაფორმალურ მმართველს, რომლის დავალებითაც ეს ხალხი გაუშვი სამსახურიდან.

იქნებ, ტყუილია, რომ რეგიონული დეპარტამენტის თანამშრომლებს პირადად დაურეკე და პასუხი მოთხოვე, შენთან შეუთანხმებლად რატომ გამოხატეს საჯაროდ პოზიცია დიდი ყრილობის მხარდასაჭერად? ამის მერე რატომ გიკვირს, რომ ამ ადამიანების შემცირების მიზეზი სწორედ მათი პოზიცია მგონია და არა სხვა რამ? ან იქნებ ის არის ტყუილი, რომ კობა ხაბაზი დაიბარე კაბინეტში, სადაც მას გიგა ბოკერია დაახვედრე, შენ გახვედი, გიგამ კი კობას საქმის გარჩევა დაუწყო ერთ-ერთი აქტივისტის ფეისბუქ პოსტის გამო (რომელიც საერთოდ არ იყო თავისუფალი ზონის წევრი) და ბოლოს დაემუქრა, პარტიაში თუ მოვა, ფიზიკურად გავუსწორდები და ხალხსაც ვაორგანიზებ ამისთვისო?!!!

ამ ყველაფრის მერე იქნებ მიზნების და საშუალებების შესაბამისობაზე საკუთარი თავისა და პარტიის არაფორმალური მმართველისთვის დაგესვა კითხვა. დამერწმუნე, საქმეს ეს უფრო გამოადგებოდა.

უმორჩილესად გთხოვ, გაასაჯაროოთ ყველა შემცირებული თანამშრომლის შესახებ ინფორმაცია, რომ ნათელი იყოს შემცირების მოტივები.

შტატების შემცირებამდე იქნებ ჩვენი აზრითაც დაინტერესებულიყავი, განგეხილა ხელფასების შემცირების ვარიანტიც, იქნებ ყველა თანახმა იყო ამაზე? მაგრამ მიზანი თუ არასასურველი ხალხის მოშორება და მათთან ანგარიშსწორება იყო, მაშინ გასაგებია ყველაფერი" - წერს თაქთაქიშვილი.

თანაპარტიელის განცხადებას იმაზე, რომ გიგა ბოკერიამ "საქმე გაურჩია", ეხმაურება კობა ხაბაზიც. როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და საქმე უბრალოდ პრინციპულ აზრთა სხვადასხვაობას ეხებოდა.

"ეს ინციდენტი არ არის, აქ არის საუბარი განსხვავებულ შეხედულებებსა და პარტიულ მომავალზე. საკმაოდ პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს. ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ინციდენტი თანამებრძოლებთან არასოდეს მქონია. რაც შეეხება "თავისუფალ ზონას", ის გადავიდა ახალ ეტაპზე, კიდევ უფრო გაიზარდა და სტრუქტურულად ახალი ფორმებით ვაპირებთ საქმიანობის გაგრძელებას. მე ამ პარტიის ერთ-ერთი უძველესი წევრი ვარ და ჩემი ცხოვრება ამ პარტიის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რადგან ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობა" არის ერთადერთი ძალა, რომლსააც შეუძლია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის დაბრუნება განვითარების გზაზე", - განაცხადა ხაბაზმა.

"ვერ წარმომედინა, რომ კანონის ასეთი უხეში დაღვევით შესაძლებელი იყო სადმე მსოფლიოში ადამიანის დაჭერა" - სააკაშვილი უგულავას დაკავებაზე

გიგი უგულავა შსს-ში მივიდა - "ბრძოლა გრძელდება, ვიდრე ამ შავ ჭირს არ მოვიშორებთ"

დაშლა თუ ახალი პარტიის ჩამოყალიბება? - რა პროცესები ვითარდება "ნაციონალურ მოძრაობაში"