პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფეისბუქში" მოკლე კაბებისა და მომდგარი შარვლების შესახებ ზუგდიდის გამგებლის აკრძალვას ეხმაურებიან
"ფეისბუქში" მოკლე კაბებისა და მომდგარი შარვლების შესახებ ზუგდიდის გამგებლის აკრძალვას ეხმაურებიან

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბელ­მა ლაშა გო­გი­ამ თა­ნამ­შრომ­ლებს ჩაც­მი­სა და მა­კი­ა­ჟის სტან­დარ­ტე­ბი და­უ­წე­სა.

ლაშა გო­გი­ას ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, თა­ნამ­შრო­მე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია: "მი­მარ­თავ­დეს ჩაც­მუ­ლო­ბის საქ­მი­ან სტილს, ჰქონ­დეს მო­წეს­რი­გე­ბულ იერ­სა­ხე და ატა­როს საქ­მი­ა­ნი გა­რე­მო­სათ­ვის შე­სა­ფე­რი­სი სა­მო­სი, სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ჩაც­მუ­ლო­ბით, ზნე­ობ­რივ-ეთი­კუ­რი ნორ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად". ამა­ვე ბრძა­ნე­ბის მე­სა­მე მუხ­ლით, გამ­გე­ო­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი - "და­უშ­ვე­ბე­ლია სა­მუ­შა­ო­ზე გა­მო­ცხად­დეს სპორ­ტუ­ლი სტი­ლის ტან­საც­მლი­თა და ფეხ­საც­მლით, ტან­ზე მომ­დგა­რი შარ­ვლით, კა­ბი­თა თუ ქვე­და­ბო­ლო­თი, ღრმა დე­კოლ­ტი­რე­ბუ­ლი და გამჭვირ­ვა­ლე პე­რან­გით, წი­თე­ლი ზო­ნა­რის მქო­ნე ტან­საც­მლით". გო­გია იგი­ვე ბრძა­ნე­ბის მო­რიგ მუხ­ლში წერს, რომ "და­უშ­ვე­ბე­ლია სამ­სა­ხურ­ში მკვეთ­რი მა­კი­ა­ჟი­თა და არას­ტან­დარ­ტუ­ლი თმის ვარ­ცხნი­ლო­ბით გა­მო­ცხა­დე­ბა".

გამ­გებ­ლის ბრძა­ნე­ბას "ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბის" აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა:

კოკო გამ­სა­ხურ­დია:

"ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა არ­სე­ბი­თი­დან არა­არ­სე­ბით­ზე, რა­ზეც ამას წი­ნათ ვწერ­დი, ახალ ფა­ზა­ში გა­და­დის: ერ­თნი იხ­დი­ან, მე­ო­რე­ნი ამას კრძა­ლა­ვენ და სა­მო­სის კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ფორ­მე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას აწე­სე­ბენ სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით ისე, რო­გორც ეს ეკ­ლე­სი­ა­შია მი­ღე­ბუ­ლი.

რა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ამა­ზე? "მოკ­ლე ჩარ­თვე­ბი" მხო­ლოდ ტრანსფორ­მა­ტო­რებ­ში არ ხდე­ბა: ისი­ნი ასო­ცი­ა­ტი­ურ აზ­როვ­ნე­ბა­შიც არ­სე­ბობს. ეხ­ლა­ვე აგიხ­სნით, რას ვგუ­ლის­ხმობ:

ერ­თნი, ვინც გახ­დას აპი­რე­ბენ, ასეთ ასო­ცი­ა­ტი­ურ მიმ­დევ­რო­ბას მიყ­ვე­ბი­ან: აკ­რძალ­ვა/კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ჩაც­მა - ქო­ცე­ბი - რუ­სე­თი.

მე­ო­რე­ნი, ვინც პი­რი­ქით შე­მოს­ვის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ, ასეთს: გახ­და - ნა­ცე­ბი - და­სავ­ლე­თი/"ლი­ბე­რას­ტე­ბი".

ამი­ტო­მა­ცაა ჩვენ­თან იშ­ვი­ა­თი ხილი რო­გორც ლი­ბე­რა­ლი, ისე კონ­სერ­ვა­ტო­რი, ვინც სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე იდ­გე­ბა".

P.S. აქ არ არის სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ჩაც­მის ელე­მენ­ტა­რუ­ლი ეთი­კა და ნორ­მე­ბი არ და­იც­ვა. ან კა­ნონ­ში არ უნდა გა­ი­წე­როს ზო­გა­დად მა­ინც. უბ­რა­ლოდ აქ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, თუ სა­ით­კენ მი­დის ეს ყვე­ლა­ფე­რი.

სერ­გი კა­პა­ნა­ძე:

"კლა­სი­კაა...

"სამ­სა­ხურ­ში მი­სა­ღე­ბია ... კლა­სი­კუ­რი კა­ბის-ქვე­და­ბო­ლოს (მი­ნი­მა­ლუ­რი სიგ­რძე სამი-ოთხი სან­ტი­მეტ­რი მუხ­ლის თა­ვი­დან), პე­რან­გის და პი­ჯა­კის ჩაც­მა"

სა­ხა­ზა­ვი­ა­ნი ჟან­დარ­მე­ბიც ეყო­ლე­ბა ნე­ტავ, თუ რო­გორ გან­სა­ზღვრა­ვენ სან­ტი­მეტ­რებს?

ჩემი ფა­ვო­რი­ტი მა­ინც ესაა - "და­უშ­ვე­ბე­ლია სა­მუ­შა­ო­ზე გა­მო­ცხად­დეს სპორ­ტუ­ლი სტი­ლის ტან­საც­მლი­თა და ფეხ­საც­მლით, ტან­ზე მომ­დგა­რი შარ­ვლით, კა­ბი­თა თუ ქვე­და­ბო­ლო­თი, ღრმა დე­კოლ­ტი­რე­ბუ­ლი და გამჭვირ­ვა­ლე პე­რან­გით, წვრი­ლი ზო­ნა­რის მქო­ნე ტან­საც­მლით".

ანუ, ტყა­ვის ჩექ­მე­ბი და გა­ლი­ფეს შარ­ვლე­ბი დაშ­ვე­ბუ­ლია????!!!!"

"ყვე­ლა ერ­თად გა­გიჟ­და"

"ზუგ­დი­დე­ლი ოლე­გა იაძე გა­ეძ­რო"

"ვა­სა­ძის მიმ­დე­ვა­რი იქ­ნე­ბა"

"სა­წყა­ლი, ბრდღვნად არ ეყო­ფათ მოკ­ლე­კა­ბი­ა­ნებს და ვიწ­რო­შარ­ვლი­ა­ნებს"

"დრეს კოდი ერ­თი­ა­ნი უნდა იყოს ყვე­ლა სა­ჯა­რო მო­ხე­ლის­თვის, და ამას ზუგ­დი­დის გამ­გე­ბე­ლი არ უნდა ად­გენ­დეს, თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც"

"ისე, რა­ტომ ვღ­ლი­ცი­ნებთ, მოკ­ლეც არის და მოკ­ლეც. ზოგს ისე­თი მოკ­ლე აც­ვია, მე ვა­ღებ პირს და დრეს­კო­დი არ უნდა და­ვიც­ვათ? სა­ჯა­რო სამ­სა­ხურს კი­დევ უსაქ­მუ­რო­ბა უნდა?"

"ზუგ­დიდ­ში არ ვიცი, მაგ­რამ გო­რის მე­რი­ა­სა და გამ­გე­ო­ბა­ში ისე­თი ხალ­ხი და­საქმდა 2014 წლის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ცხოვ­რე­ბა­ში 1 დღეც არ ჰქონ­დათ ნა­მუ­შე­ვა­რი და წერა კი­თხვა არ იცი­ან და ეხლა დამ­საქ­მე­ბელ­მა რომ ეგე­თი ელე­მენ­ტა­რუ­ლი რამე მოს­თხო­ვოს, რატო უნდა წა­ვიდ­ნენ წი­ნა­აღ­მდეგ­ნი?"

"ეს თვი­თონ იქ­ნე­ბა მე­ქალ­თა­ნე, წუწ­კი, იცის თავს ვერ შე­ი­კა­ვებს და ამი­ტომ მო­ი­გო­ნა ესე­თი "თავ­დაც­ვის" სა­შუ­ა­ლე­ბა, მაგ­რამ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან გაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ შე­სა­ფე­რი­სად უნდა ეც­ვას მან­დი­ლო­სანს, ამას მე მგო­ნი გაფრ­თხი­ლე­ბა არ უნდა ჭირ­დე­ბო­დეს"

"ვისი და რისი ფორ­მე­ბის და ჩაც­მის სტან­დარ­ტე­ბი არ გა­მივ­ლია მაგ­რამ აკ­რძალ­ვი­თი კონ­კრე­ტი­ზა­ცია - "წი­თე­ლი ზო­ნა­რის მქო­ნე სა­მო­სი " - "ნიუ ტრენ­დია", - წე­რენ "ფე­ის­ბუქ-მომ­ხა­რებ­ლე­ბი".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: ზუგ­დი­დის გამ­გე­ბელ­მა თა­ნამ­შრომ­ლებს მოკ­ლე კა­ბე­ბი­სა და ტან­ზე მომ­დგა­რი შარ­ვლე­ბის ჩაც­მა აუკ­რძა­ლა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

"ფეისბუქში" მოკლე კაბებისა და მომდგარი შარვლების შესახებ ზუგდიდის გამგებლის აკრძალვას ეხმაურებიან

"ფეისბუქში" მოკლე კაბებისა და მომდგარი შარვლების შესახებ ზუგდიდის გამგებლის აკრძალვას ეხმაურებიან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ თანამშრომლებს ჩაცმისა და მაკიაჟის სტანდარტები დაუწესა.

ლაშა გოგიას ბრძანების თანახმად, თანამშრომელი ვალდებულია: "მიმართავდეს ჩაცმულობის საქმიან სტილს, ჰქონდეს მოწესრიგებულ იერსახე და ატაროს საქმიანი გარემოსათვის შესაფერისი სამოსი, სამსახურეობრივი მოვალეობა განახორციელოს მოწესრიგებული ჩაცმულობით, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების შესაბამისად". ამავე ბრძანების მესამე მუხლით, გამგეობის თანამშრომელი - "დაუშვებელია სამუშაოზე გამოცხადდეს სპორტული სტილის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ტანზე მომდგარი შარვლით, კაბითა თუ ქვედაბოლოთი, ღრმა დეკოლტირებული და გამჭვირვალე პერანგით, წითელი ზონარის მქონე ტანსაცმლით". გოგია იგივე ბრძანების მორიგ მუხლში წერს, რომ "დაუშვებელია სამსახურში მკვეთრი მაკიაჟითა და არასტანდარტული თმის ვარცხნილობით გამოცხადება".

გამგებლის ბრძანებას "ფეისბუქ-მომხმარებლების" აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:

კოკო გამსახურდია:

"ყურადღების გადატანა არსებითიდან არაარსებითზე, რაზეც ამას წინათ ვწერდი, ახალ ფაზაში გადადის: ერთნი იხდიან, მეორენი ამას კრძალავენ და სამოსის კონსერვატიული ფორმების აუცილებლობას აწესებენ სახელმწიფო დაწესებულებაში, დაახლოებით ისე, როგორც ეს ეკლესიაშია მიღებული.

რა შეიძლება ითქვას ამაზე? "მოკლე ჩართვები" მხოლოდ ტრანსფორმატორებში არ ხდება: ისინი ასოციატიურ აზროვნებაშიც არსებობს. ეხლავე აგიხსნით, რას ვგულისხმობ:

ერთნი, ვინც გახდას აპირებენ, ასეთ ასოციატიურ მიმდევრობას მიყვებიან: აკრძალვა/კონსერვატიული ჩაცმა - ქოცები - რუსეთი.

მეორენი, ვინც პირიქით შემოსვისკენ მოუწოდებენ, ასეთს: გახდა - ნაცები - დასავლეთი/"ლიბერასტები".

ამიტომაცაა ჩვენთან იშვიათი ხილი როგორც ლიბერალი, ისე კონსერვატორი, ვინც სათანადო დონეზე იდგება".

P.S. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ საჯარო სამსახურში ჩაცმის ელემენტარული ეთიკა და ნორმები არ დაიცვა. ან კანონში არ უნდა გაიწეროს ზოგადად მაინც. უბრალოდ აქ საუბარია იმაზე, თუ საითკენ მიდის ეს ყველაფერი.

სერგი კაპანაძე:

"კლასიკაა...

"სამსახურში მისაღებია ... კლასიკური კაბის-ქვედაბოლოს (მინიმალური სიგრძე სამი-ოთხი სანტიმეტრი მუხლის თავიდან), პერანგის და პიჯაკის ჩაცმა"

სახაზავიანი ჟანდარმებიც ეყოლება ნეტავ, თუ როგორ განსაზღვრავენ სანტიმეტრებს?

ჩემი ფავორიტი მაინც ესაა - "დაუშვებელია სამუშაოზე გამოცხადდეს სპორტული სტილის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ტანზე მომდგარი შარვლით, კაბითა თუ ქვედაბოლოთი, ღრმა დეკოლტირებული და გამჭვირვალე პერანგით, წვრილი ზონარის მქონე ტანსაცმლით".

ანუ, ტყავის ჩექმები და გალიფეს შარვლები დაშვებულია????!!!!"

"ყველა ერთად გაგიჟდა"

"ზუგდიდელი ოლეგა იაძე გაეძრო"

"ვასაძის მიმდევარი იქნება"

"საწყალი, ბრდღვნად არ ეყოფათ მოკლეკაბიანებს და ვიწროშარვლიანებს"

"დრეს კოდი ერთიანი უნდა იყოს ყველა საჯარო მოხელისთვის, და ამას ზუგდიდის გამგებელი არ უნდა ადგენდეს, თუ მაინცდამაინც"

"ისე, რატომ ვღლიცინებთ, მოკლეც არის და მოკლეც. ზოგს ისეთი მოკლე აცვია, მე ვაღებ პირს და დრესკოდი არ უნდა დავიცვათ? საჯარო სამსახურს კიდევ უსაქმურობა უნდა?"

"ზუგდიდში არ ვიცი, მაგრამ გორის მერიასა და გამგეობაში ისეთი ხალხი დასაქმდა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ცხოვრებაში 1 დღეც არ ჰქონდათ ნამუშევარი და წერა კითხვა არ იციან და ეხლა დამსაქმებელმა რომ ეგეთი ელემენტარული რამე მოსთხოვოს, რატო უნდა წავიდნენ წინააღმდეგნი?"

"ეს თვითონ იქნება მექალთანე, წუწკი, იცის თავს ვერ შეიკავებს და ამიტომ მოიგონა ესეთი ''თავდაცვის'' საშუალება, მაგრამ საჯარო სამსახურში, სადაც საზოგადოებასთან გაქვს ურთიერთობა, რომ შესაფერისად უნდა ეცვას მანდილოსანს, ამას მე მგონი გაფრთხილება არ უნდა ჭირდებოდეს"

"ვისი და რისი ფორმების და ჩაცმის სტანდარტები არ გამივლია მაგრამ აკრძალვითი კონკრეტიზაცია - "წითელი ზონარის მქონე სამოსი " - "ნიუ ტრენდია", - წერენ "ფეისბუქ-მომხარებლები".

წაიკითხეთ ასევე:  ზუგდიდის გამგებელმა თანამშრომლებს მოკლე კაბებისა და ტანზე მომდგარი შარვლების ჩაცმა აუკრძალა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს