საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხოვრება ამ პარტიის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია" - რას ამბობს "შემცირებაში" მოყოლილი კობა ხაბაზი "ნაციონალებზე"
"ცხოვრება ამ პარტიის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია" - რას ამბობს "შემცირებაში" მოყოლილი კობა ხაბაზი "ნაციონალებზე"

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი წევ­რი ვარ და ჩემი ცხოვ­რე­ბა ამ პარ­ტი­ის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნია" - ამის შე­სა­ხებ პარ­ტი­ის წევ­რმა კობა ხა­ბაზ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პარ­ტი­ის მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ მისი შემ­ცი­რე­ბა­ში მო­ყო­ლის სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

ხა­ბა­ზი თავს იკა­ვებს კო­მენ­ტი­რე­ბის­გან, უკავ­შირ­დე­ბა თუ არა მისი შემ­ცი­რე­ბა­ში მო­ყო­ლა გან­სხვა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ან ყრი­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ნამ­დვი­ლად არ მინ­და ვი­სა­უბ­რო ჩემ შე­სა­ხებ. ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ ამ სა­კითხს. ეს არ იყო ფი­ნან­სე­ბი, რო­მელ­საც ვი­ყე­ნებ­დი ჩემ­თვის. ეს იყო ხელ­ფა­სი, რო­მელ­საც სრუ­ლად ვხარ­ჯავ­დი "თა­ვი­სუ­ფალ ზო­ნა­ში" და ვცდი­ლობ­დი, რომ იმ ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ "თა­ვი­სუ­ფალ ზო­ნა­ში", მცი­რე­ო­დე­ნი მხარ­და­ჭე­რა და თა­ნად­გო­მა გა­მე­წია", - გა­ნა­ცხა­და კობა ხა­ბაზ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა შემ­ცი­რე­ბა­ში მო­ყო­ლილ სხვა პი­რებს, კობა ხა­ბა­ზის თქმით, ისი­ნი თოვლში, წვი­მა­ში, ქარ­ში, დღე, ღამე, ყო­ველ­თვის მუ­შა­ობ­დნენ და ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ სრუ­ლად პარ­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რო­გორც არ­ჩევ­ნე­ბის დროს, ისე მა­ნამ­დე და შემ­დეგ.

წა­ი­კი­თხეთ: ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლის სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია - რო­მე­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" "მოყ­ვნენ შემ­ცი­რე­ბა­ში"

"ძა­ლი­ან არ მსურს ისე ვი­სა­უბ­რო, თით­ქოს ხელ­ფა­სის, ან სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გამო პრე­ტენ­ზი­ე­ბი მქონ­დეს. ბუ­ნებ­რი­ვია, პარ­ტი­ა­ში არის ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, თუმ­ცა მი­მაჩ­ნია, რომ ეს სა­კი­თხი ასე არ უნდა წყდე­ბო­დეს. ვფიქ­რობ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი და შემ­დეგ, სო­ლი­და­რო­ბის პრინ­ცი­პით ხდე­ბო­დეს მისი მოგ­ვა­რე­ბა - ვი­ღაც ხელ­ფასს და­იკ­ლებს, ვი­ღაც სხვა რა­მეს და ა.შ. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და გუნ­დი აგე­ბუ­ლია არა ხელ­ფას­ზე და სამ­სა­ხურ­ზე, არა­მედ ქვეყ­ნის სიყ­ვა­რულ­ზე", - აღ­ნიშ­ნა ხა­ბაზ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ტი­ის წევრ ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ კობა ხა­ბაზს გიგა ბო­კე­რი­ამ "საქ­მე გა­ურ­ჩია", ხა­ბა­ზის თქმით, ინ­ცი­დენტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და საქ­მე უბ­რა­ლოდ პრინ­ცი­პულ აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბას ეხე­ბო­და.

"ეს ინ­ცი­დენ­ტი არ არის, აქ არის სა­უ­ბა­რი გან­სხვა­ვე­ბულ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­სა და პარ­ტი­ულ მო­მა­ვალ­ზე. საკ­მა­ოდ პრინ­ცი­პუ­ლი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გვაქვს. ინ­ცი­დენტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. ინ­ცი­დენ­ტი თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან არა­სო­დეს მქო­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა "თა­ვი­სუ­ფალ ზო­ნას", ის გა­და­ვი­და ახალ ეტაპ­ზე, კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და და სტრუქ­ტუ­რუ­ლად ახა­ლი ფორ­მე­ბით ვა­პი­რებთ საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. მე ამ პარ­ტი­ის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი წევ­რი ვარ და ჩემი ცხოვ­რე­ბა ამ პარ­ტი­ის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნია, რად­გან ვფიქ­რობ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არის ერ­თა­დერ­თი ძალა, რომლსაც შე­უძ­ლია ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის და­მარ­ცხე­ბა და ქვეყ­ნის დაბ­რუ­ნე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე", - გა­ნა­ცხა­და კობა ხა­ბაზ­მა.

პარ­ტი­ის წევრ სერ­გო რა­ტი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" 20 წევ­რი პარ­ტი­ი­დან და­ფი­ნან­სე­ბის შემ­ცი­რე­ბის გამო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, თუმ­ცა ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულს ყრი­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მათ გან­სხვა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ას უკავ­ში­რებს.

"ცხოვრება ამ პარტიის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია" - რას ამბობს "შემცირებაში" მოყოლილი კობა ხაბაზი "ნაციონალებზე"

"ცხოვრება ამ პარტიის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია" - რას ამბობს "შემცირებაში" მოყოლილი კობა ხაბაზი "ნაციონალებზე"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი უძველესი წევრი ვარ და ჩემი ცხოვრება ამ პარტიის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია" - ამის შესახებ პარტიის წევრმა კობა ხაბაზმა "ინტერპრესნიუსს" პარტიის მმართველი გუნდის მიერ მისი შემცირებაში მოყოლის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

ხაბაზი თავს იკავებს კომენტირებისგან, უკავშირდება თუ არა მისი შემცირებაში მოყოლა განსხვავებულ პოზიციას "ნაციონალური მოძრაობის" მრავალათასიან ყრილობასთან დაკავშირებით.

"ნამდვილად არ მინდა ვისაუბრო ჩემ შესახებ. ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ საკითხს. ეს არ იყო ფინანსები, რომელსაც ვიყენებდი ჩემთვის. ეს იყო ხელფასი, რომელსაც სრულად ვხარჯავდი "თავისუფალ ზონაში" და ვცდილობდი, რომ იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც იყვნენ "თავისუფალ ზონაში", მცირეოდენი მხარდაჭერა და თანადგომა გამეწია", - განაცხადა კობა ხაბაზმა.

რაც შეეხება შემცირებაში მოყოლილ სხვა პირებს, კობა ხაბაზის თქმით, ისინი თოვლში, წვიმაში, ქარში, დღე, ღამე, ყოველთვის მუშაობდნენ და ჩართული იყვნენ სრულად პარტიულ საქმიანობაში, როგორც არჩევნების დროს, ისე მანამდე და შემდეგ.

წაიკითხეთ: ჩიორა თაქთაქიშვილის სკანდალური ინფორმაცია - რომელი "ნაციონალები" "მოყვნენ შემცირებაში"

"ძალიან არ მსურს ისე ვისაუბრო, თითქოს ხელფასის, ან სამსახურიდან გათავისუფლების გამო პრეტენზიები მქონდეს. ბუნებრივია, პარტიაში არის ფინანსური პრობლემები, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს საკითხი ასე არ უნდა წყდებოდეს. ვფიქრობ, გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული და შემდეგ, სოლიდარობის პრინციპით ხდებოდეს მისი მოგვარება - ვიღაც ხელფასს დაიკლებს, ვიღაც სხვა რამეს და ა.შ. "ნაციონალური მოძრაობა" და გუნდი აგებულია არა ხელფასზე და სამსახურზე, არამედ ქვეყნის სიყვარულზე", - აღნიშნა ხაბაზმა.

რაც შეეხება პარტიის წევრ ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კობა ხაბაზს გიგა ბოკერიამ "საქმე გაურჩია", ხაბაზის თქმით, ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და საქმე უბრალოდ პრინციპულ აზრთა სხვადასხვაობას ეხებოდა.

"ეს ინციდენტი არ არის, აქ არის საუბარი განსხვავებულ შეხედულებებსა და პარტიულ მომავალზე. საკმაოდ პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს. ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ინციდენტი თანამებრძოლებთან არასოდეს მქონია. რაც შეეხება "თავისუფალ ზონას", ის გადავიდა ახალ ეტაპზე, კიდევ უფრო გაიზარდა და სტრუქტურულად ახალი ფორმებით ვაპირებთ საქმიანობის გაგრძელებას. მე ამ პარტიის ერთ-ერთი უძველესი წევრი ვარ და ჩემი ცხოვრება ამ პარტიის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რადგან ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობა" არის ერთადერთი ძალა, რომლსაც შეუძლია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის დაბრუნება განვითარების გზაზე", - განაცხადა კობა ხაბაზმა.

პარტიის წევრ სერგო რატიანის განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 20 წევრი პარტიიდან დაფინანსების შემცირების გამო გაათავისუფლა, თუმცა ჩიორა თაქთაქიშვილი აღნიშნულს ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით მათ განსხვავებულ პოზიციას უკავშირებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."