პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იტალიელი ექიმის "ქართული ავანტიურა" დასრულდა? - დავიდე ვანონის საქართველოში საქმიანობა შეუწყვიტეს
იტალიელი ექიმის "ქართული ავანტიურა" დასრულდა? - დავიდე ვანონის საქართველოში საქმიანობა შეუწყვიტეს

ერთი თვის წინ, AMBEBI.GE-მ იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით და­ი­წყო ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში იტა­ლი­ე­ლი ექი­მის საქ­მი­ა­ნო­ბას ეხე­ბო­და.

იტა­ლი­ე­ლი პრო­ფე­სო­რი და­ვი­დე ვა­ნო­ნი, რო­მელ­საც სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა აკ­რძა­ლუ­ლი აქვს რო­გორც იტა­ლი­ა­ში, ასე­ვე, მის ფარ­გლებს გა­რეთ, თბი­ლის­ში ერთ-ერთ კერ­ძო კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობ­და და პა­ცი­ენ­ტებს იღებ­და.

ფსი­ქო­ლო­გი­ის პრო­ფე­სორ­მა ვა­ნო­ნიმ გა­მო­ი­გო­ნა მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი Stamina-თე­რა­პია, ან უბ­რა­ლოდ სტა­მი­ნა, რო­მე­ლიც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი "სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბის" მე­თო­დია და იტა­ლი­ა­ში ბოლო წლებ­ში დის­კუ­სი­ი­სა და კა­მა­თის სა­გა­ნი გახ­და. 2015 წლის მარ­ტში, ტუ­რი­ნის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ვა­ნო­ნის სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა აეკ­რძა­ლა, თუმ­ცა იტა­ლი­ელ­მა პრო­ფე­სორ­მა ახა­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში და­ი­წყო.

წა­ი­კი­თხეთ: იტა­ლი­ე­ლი ექი­მის "ქარ­თუ­ლი ავან­ტი­უ­რა" - ვინ არის პრო­ფე­სო­რი, რო­მელ­საც სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა აკ­რძა­ლუ­ლი აქვს და თბი­ლის­ში პა­ცი­ენ­ტებს იღებს

AMBEBI.GE-ს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვი­დე ვა­ნო­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად კლი­ნი­კა "ლან­ცეტ­ში" იმ­ყო­ფე­ბო­და და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ფარ­თი სთხო­ვა, რა­ზეც უარი მი­ი­ღო. შემ­დეგ კი მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იქი­რა­ვა ფარ­თი, რო­მე­ლიც ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რედ მდე­ბა­რე­ობს.

AMBEBI.GE-ს მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, საქ­მე­ში ჩა­ერ­თო ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო, რო­მელ­მაც სა­კი­თხი შე­ის­წავ­ლა და ერთი თვის შემ­დეგ შე­დე­გიც დადო. რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს კონ­ტრო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ლია მე­ლი­ქი­ძე საქ­მის ახალ დე­ტა­ლებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- შე­ვის­წავ­ლეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი. მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის კლი­ნი­კას ახლა "შპს ონ­კო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ცენ­ტრი" ეწო­დე­ბა, მას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი "bettek"-თან, რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და­ვი­დე ვა­ნო­ნი. მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა. შეს­წავ­ლის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ ხდე­ბა ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის ტრან­სპლან­ტა­ცია, ინ­ფუ­ზია და შეყ­ვა­ნა. შეყ­ვა­ნა ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბით. იმ­დე­ნად მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღეთ შეს­წავ­ლის შე­დე­გად, ამ ეტაპ­ზე ვერ ვიმ­სჯე­ლებთ ამ მე­თო­დის რის­კი­სა და სარ­გებ­ლო­ბის თა­ნა­ფარ­დო­ბა­ზე. ასე­ვე, ამ ეტაპ­ზე ვერ დგინ­დე­ბა, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა. კომ­პა­ნია "bettek"-ს ევა­ლე­ბო­და აღე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა და ქარ­თუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თვის გა­და­ცე­მა. მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ჩავ­თვა­ლეთ პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­წყვე­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ოფი­ცი­ა­ლუ­რად მივ­მარ­თეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ და ვი­ცით, რომ ამ ეტაპ­ზე ეს შე­წყვე­ტი­ლია.

წა­ი­კი­თხეთ: იტა­ლი­ე­ლი ექი­მის თე­მის გაგ­რძე­ლე­ბა - რო­გორ მოხ­ვდა და­ვი­დე ვა­ნო­ნი თბი­ლის­ში და ვინ არი­ან მისი პა­ცი­ენ­ტე­ბი

- თა­ვად დე­ვი­დე ვა­ნო­ნი თუ გა­მო­ი­კი­თხა?

- თა­ვად ვა­ნონ­თან გა­სა­უბ­რე­ბა ვერ შევ­ძე­ლით. რად­გან ის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა. შეს­წავ­ლის პე­რი­ოდ­ში პა­ცი­ენ­ტე­ბიც აღარ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ეს არის მძი­მე ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი. აქვე მინ­და და­ვა­მა­ტო, რომ დავ­წე­რეთ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და ექი­მის მი­მართ, რო­მე­ლიც ონ­კო­ლო­გი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვი­თი ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ არის, ის "bettek"-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და ოქმი ჩა­ბარ­და სა­სა­მარ­თლოს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

იტალიელი ექიმის "ქართული ავანტიურა" დასრულდა? - დავიდე ვანონის საქართველოში საქმიანობა შეუწყვიტეს

იტალიელი ექიმის "ქართული ავანტიურა" დასრულდა? - დავიდე ვანონის საქართველოში საქმიანობა შეუწყვიტეს

ერთი თვის წინ, AMBEBI.GE-მ იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყო ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც თბილისში იტალიელი ექიმის საქმიანობას ეხებოდა.

იტალიელი პროფესორი დავიდე ვანონი, რომელსაც სამედიცინო საქმიანობა აკრძალული აქვს როგორც იტალიაში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, თბილისში ერთ-ერთ კერძო კლინიკაში მუშაობდა და პაციენტებს იღებდა.

ფსიქოლოგიის პროფესორმა ვანონიმ გამოიგონა მკურნალობის მეთოდი Stamina-თერაპია, ან უბრალოდ სტამინა, რომელიც ალტერნატიული "სამედიცინო მკურნალობის" მეთოდია და იტალიაში ბოლო წლებში დისკუსიისა და კამათის საგანი გახდა. 2015 წლის მარტში, ტურინის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანონის სამედიცინო საქმიანობა აეკრძალა, თუმცა იტალიელმა პროფესორმა ახალი ცხოვრება საქართველოს დედაქალაქში დაიწყო.

წაიკითხეთ: იტალიელი ექიმის "ქართული ავანტიურა" - ვინ არის პროფესორი, რომელსაც სამედიცინო საქმიანობა აკრძალული აქვს და თბილისში პაციენტებს იღებს

AMBEBI.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დავიდე ვანონი თავდაპირველად კლინიკა "ლანცეტში" იმყოფებოდა და ადმინისტრაციას საკუთარი საქმიანობისთვის ფართი სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. შემდეგ კი მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე იქირავა ფართი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ მდებარეობს.

AMBEBI.GE-ს მიმართვის საფუძველზე, საქმეში ჩაერთო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო, რომელმაც საკითხი შეისწავლა და ერთი თვის შემდეგ შედეგიც დადო. რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლია მელიქიძე საქმის ახალ დეტალებზე გვესაუბრება:

- შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი. მარდალეიშვილის კლინიკას ახლა "შპს ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი" ეწოდება, მას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული "bettek"-თან, რომლის წარმომადგენელია დავიდე ვანონი. მისი მონაწილეობა სამედიცინო საქმიანობაში არ ფიქსირდება. შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ხდება ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, ინფუზია და შეყვანა. შეყვანა ხორციელდება სხვადასხვა მეთოდებით. იმდენად მწირი ინფორმაცია მივიღეთ შესწავლის შედეგად, ამ ეტაპზე ვერ ვიმსჯელებთ ამ მეთოდის რისკისა და სარგებლობის თანაფარდობაზე. ასევე, ამ ეტაპზე ვერ დგინდება, რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით ხდება პაციენტების შერჩევა. კომპანია "bettek"-ს ევალებოდა აღებული ნივთიერების დამუშავება და ქართული დაწესებულებისთვის გადაცემა. მიზანშეწონილად ჩავთვალეთ პროცედურების შეწყვეტა საქართველოში. ოფიციალურად მივმართეთ დაწესებულებას პროცედურების შეწყვეტის შესახებ და ვიცით, რომ ამ ეტაპზე ეს შეწყვეტილია.

წაიკითხეთ: იტალიელი ექიმის თემის გაგრძელება - როგორ მოხვდა დავიდე ვანონი თბილისში და ვინ არიან მისი პაციენტები

- თავად დევიდე ვანონი თუ გამოიკითხა?

- თავად ვანონთან გასაუბრება ვერ შევძელით. რადგან ის საქართველოში არ იმყოფება. შესწავლის პერიოდში პაციენტებიც აღარ იმყოფებოდნენ დაწესებულებაში. ეს არის მძიმე ნევროლოგიური დაავადების მქონე პაციენტები. აქვე მინდა დავამატო, რომ დავწერეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დაწესებულების და ექიმის მიმართ, რომელიც ონკოლოგიური სამედიცინო კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი არ არის, ის "bettek"-ის წარმომადგენელია და ოქმი ჩაბარდა სასამართლოს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

როგორია ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

"გარდაცვალებამდე დედამ გვითხრა, მიხედეთ, სანამ იცოცხლებსო..." - ძაღლებზე შეყვარებული და-ძმა და უჩვეულო მეტისის სევდიანი ამბავი

საქართველოში 23 გრადუსამდე დათბება - როგორი ამინდი იქნება თბილისში უახლოესი დღეები