მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებს სესხების გალარების მიმართულებით სუბსიდიების ნაწილი არ შეეხებათ
100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებს სესხების გალარების მიმართულებით სუბსიდიების ნაწილი არ შეეხებათ

100 000 ლარ­ზე მეტი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სუბ­სი­დი­ე­ბის ნა­წი­ლი არ შე­ე­ხე­ბათ, - ამის შე­სა­ხებ პირ­ველ­მა ვიცე პრე­მი­ერ­მა, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მან 2017 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი წა­რად­გი­ნა და დე­პუ­ტა­ტე­ბის შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა.

"ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი მუ­შა­ო­ბა არის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ასე­თი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი იყო, მათ შო­რის, რანჟ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, კა­ნონ­ში ჩა­წე­რი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და­ად­გენს წესს, რო­გორ უნდა გა­ნი­კარ­გოს. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში მას შემ­დეგ, რაც კა­ნო­ნი მი­ი­ღე­ბა, ნამ­დვი­ლად და­ვად­გენთ წესს, რო­მელ­შიც იქ­ნე­ბა ჩა­წე­რი­ლი, რომ 100 000 ლარ­ზე მეტი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს, არ შე­ე­ხე­ბათ სუბ­სი­დი­ე­ბის ნა­წი­ლი გა­ლა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ქუმ­სიშ­ვილ­მა.

სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბის პროგ­რა­მა 2017 წლის 1-ელი იან­ვრი­დან და­ი­წყე­ბა და 2 თვე გაგ­რძელ­დე­ბა. ეს შე­ე­ხე­ბა 2015 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის მიერ აშშ დო­ლა­რით გა­ცე­მუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის სეს­ხებს. სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბა მოხ­დე­ბა გა­ლა­რე­ბის დღეს არ­სე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ გაც­ვლით კურსს გა­მოკ­ლე­ბუ­ლი 20 თეთ­რი. კურსთა­შო­რის სხვა­ო­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნანსდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებს სესხების გალარების მიმართულებით სუბსიდიების ნაწილი არ შეეხებათ

100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებს სესხების გალარების მიმართულებით სუბსიდიების ნაწილი არ შეეხებათ

100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებს სესხების გალარების მიმართულებით სუბსიდიების ნაწილი არ შეეხებათ, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

"ჩვენი ყოველდღიური მუშაობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ასეთი მუშაობის შედეგი იყო, მათ შორის, რანჟრების მიმართულება სესხების გალარების სუბსიდირების მიმართულებით. როგორც მოგახსენეთ, კანონში ჩაწერილია, რომ საქართველოს მთავრობა დაადგენს წესს, როგორ უნდა განიკარგოს. ჩვენ საქართველოს მთავრობაში მას შემდეგ, რაც კანონი მიიღება, ნამდვილად დავადგენთ წესს, რომელშიც იქნება ჩაწერილი, რომ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებს, არ შეეხებათ სუბსიდიების ნაწილი გალარების მიმართულებით", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

სესხების გალარების პროგრამა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება და 2 თვე გაგრძელდება. ეს შეეხება 2015 წლის 1-ელ იანვრამდე კომერციული ბანკების მიერ აშშ დოლარით გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირების სესხებს. სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი. კურსთაშორის სხვაობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."