პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიტუაცია ჩიხში შედის" - რატომ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა საშიში?
"სიტუაცია ჩიხში შედის" - რატომ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა საშიში?

ბოლო წლებ­ში თბი­ლის­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა ძა­ლი­ან გარ­თულ­და და მგზავ­რო­ბაც ჩვე­ნი ყო­ფის ყვე­ლა­ზე უსი­ა­მოვ­ნო ნა­წი­ლად იქცა: ხალ­ხით სავ­სე ავ­ტო­ბუ­სე­ბი და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბი, ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ უსას­რუ­ლო სა­ცობს თავი და­აღ­წი­ონ, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მძღო­ლე­ბი და მგზავ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ­სა­ხურ­ში ან მნიშ­ვნე­ლო­ვან შეხ­ვედ­რა­ზე აგ­ვი­ა­ნე­ბენ... ყვე­ლა­ზე ცუდი კი ის არის, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ბოლო არ უჩანს და ვერც სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სა­ვა­ლი გვი­პო­ვია. სწო­რედ ამ მტკივ­ნე­უ­ლი პრობ­ლე­მის გან­ხილ­ვა ვთხო­ვეთ ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით მეს­ხიშ­ვილს:

- სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. და­ვი­წყოთ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბით, რომ­ლი­თაც ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სარ­გებ­ლობს. მგზავ­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი ყვე­ლამ ვი­ცით, მაგ­რამ მოდი, მძღო­ლე­ბის პრობ­ლე­მებ­ზეც ვი­სა­უბ­როთ: სპე­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვა ჩა­ვა­ტა­რეთ, გა­მოვ­კი­თხეთ მძღო­ლე­ბი და და­ვად­გი­ნეთ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მა აქვთ. პირ­ვე­ლი: მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი ძველ­დე­ბა, მათი ნა­წი­ლე­ბი ცვდე­ბა და ყო­ველ­დღი­უ­რად სჭირ­დე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მძღო­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ თა­ვად უწევთ გაძ­ვი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის შე­ძე­ნა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მწყობ­რში მოყ­ვა­ნა, რის გა­მოც თუ ადრე სახ­ლში 40-50 ლარი მიჰ­ქონ­დათ, ახლა ეს თან­ხა გა­უ­ნა­ხევ­რდათ და შე­უქ­ცე­ვა­დად მათი ხელ­ფა­სი მი­ნუ­სის­კენ მი­დის. მძღო­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი კუს­ტა­რუ­ლად გაზ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს, ამ გზით ეკო­ნო­მია რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. ეს კი ძალ­ზე სა­ხი­ფა­თოა.

- ბოლო ხა­ნებ­ში სწო­რედ მძღო­ლე­ბის­გან გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით მგზავ­რო­ბა ერთი ლარი უნდა გახ­დეს. რამ­დე­ნად სა­ფუძ­ვლი­ა­ნია ეს ინ­ფორ­მა­ცია?

- ყვე­ლა­ფე­რი ძვირ­დე­ბა, საწ­ვავ­ზე აქ­ცი­ზის გაზ­რდა კი მგზავ­რო­ბა­საც გა­აძ­ვი­რებს. დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია უარ­ყოფს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას, მაგ­რამ ეს შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ დე­კემ­ბრის თვეს. რა მოხ­დე­ბა შემ­დეგ წელს?

- ამა­ზე წი­ნას­წარ მე­რი­აც ვე­რა­ფერს იტყვის. არის კი­დევ ერთი გზა: ქა­ლა­ქის მე­რი­ამ უნდა იკის­როს ამ ხარ­ჯე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბა. სხვა­თა შო­რის, ამა­ვეს აცხა­დე­ბენ მე­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ავ­ტო­ბუ­სებ­ზეც

ამ­ბო­ბენ, რომ ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რო­ბა არ გაძ­ვირ­დე­ბა, რად­გან ამ თან­ხის სუბ­სი­დი­რე­ბა­საც მე­რია ახ­დენს. სუბ­სი­დი­რე­ბა ნიშ­ნავს, რომ ჩვენ მა­ინც გაზ­რდილ ტა­რიფს ვიხ­დით, რად­გან ეს თან­ხა ბი­უ­ჯეტ­ში ჩვე­ნი ჯი­ბი­დან შე­დის.

- ეს კი­თხვა ალ­ბათ ნე­ბის­მი­ერს აწუ­ხებს - რა­ტომ არის პი­კის სა­ა­თებ­ში ტრან­სპორ­ტი ყო­ველ­თვის გა­დატ­ვირ­თუ­ლი?

- ამ შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვია: პო­ტენ­ცი­უ­რი მგზავ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით იმ­გზავ­როს, თბი­ლის­ში 700 ათასს აღ­წევს, ხოლო ავ­ტო­ბუ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა - 550-მდეა - ეს შე­ფარ­დე­ბა არა­ნა­ირ სტან­დარ­ტში არ ჯდე­ბა და მკა­ფი­ოდ აჩ­ვე­ნებს, რა­ტომ არის ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­ში ავ­ტო­ბუ­სე­ბი მუდ­მი­ვად ხალ­ხით სავ­სე. მარ­თა­ლია, ხალ­ხი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებ­საც ეტა­ნე­ბა, მაგ­რამ არც მათი რა­ო­დე­ნო­ბაა საკ­მა­რი­სი. რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ სა­ცო­ბებ­სა და გა­დატ­ვირ­თულ მოძ­რა­ო­ბა­ზე, ამის მი­ზე­ზი ერ­თა­დერ­თია - ქვე­ყა­ნა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არ არის და ვიდ­რე ამ სფე­როს სა­თა­ნა­დოდ არ მივ­ხე­დავთ, მა­ნამ­დე ვერ შევ­ძლებთ სა­ცო­ბე­ბის და გა­დატ­ვირ­თუ­ლი მოძ­რა­ო­ბის დაძ­ლე­ვას. სი­ტუ­ა­ცია ჩიხ­ში შე­დის, რად­გან ორი­ვე - ავ­ტო­ბუ­სე­ბიც და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბიც უკვე დაძ­ვე­ლე­ბუ­ლია, კომ­ფორ­ტუ­ლი კი არა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბა უკვე საფრ­თხის შემ­ცვე­ლია.

- ბა­ტო­ნო დათო, რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლია მგზავ­რე­ბის ფეხ­ზე დგო­მა?

- ეს კა­ტას­ტრო­ფუ­ლი დარ­ღვე­ვაა, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა შე­იძ­ლე­ბა ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რულ­დეს, მით უმე­ტეს, რომ უამ­რა­ვი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა გაზ­ზეა გა­დაყ­ვა­ნი­ლი. არა­ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მა გვაქვს სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­შიც. იქაც სრუ­ლი უკონ­ტრო­ლო­ბაა, ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სის­ტე­მა ქვე­ყა­ნა­ში მორღვე­უ­ლია, რის გა­მოც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის კომ­ფორ­ტსა და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია. ახალ ავ­ტო­ბუ­სებ­ში, რო­მე­ლიც შე­მო­იყ­ვა­ნეს, ხში­რად ფეხ­ზე და­სად­გო­მი ად­გი­ლიც კი არ არის. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში სრუ­ლი კრი­ზი­სი და სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს არა მარ­ტო უსაფრ­თხო­ე­ბის, არა­მედ სხვა კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვი­თაც... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"სიტუაცია ჩიხში შედის" - რატომ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა საშიში?

"სიტუაცია ჩიხში შედის" - რატომ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა საშიში?

ბოლო წლებში თბილისში გადაადგილება ძალიან გართულდა და მგზავრობაც ჩვენი ყოფის ყველაზე უსიამოვნო ნაწილად იქცა: ხალხით სავსე ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, ავტომანქანები, რომლებიც ცდილობენ უსასრულო საცობს თავი დააღწიონ, გაღიზიანებული მძღოლები და მგზავრები, რომლებიც სამსახურში ან მნიშვნელოვან შეხვედრაზე აგვიანებენ... ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანს და ვერც სიტუაციიდან გამოსავალი გვიპოვია. სწორედ ამ მტკივნეული პრობლემის განხილვა ვთხოვეთ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილს:

- საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. დავიწყოთ სამარშრუტო ტაქსებით, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. მგზავრების პრობლემები ყველამ ვიცით, მაგრამ მოდი, მძღოლების პრობლემებზეც ვისაუბროთ: სპეციალური კვლევა ჩავატარეთ, გამოვკითხეთ მძღოლები და დავადგინეთ, რომ ძალიან ბევრი გადაუჭრელი პრობლემა აქვთ. პირველი: მიკროავტობუსები ძველდება, მათი ნაწილები ცვდება და ყოველდღიურად სჭირდება ინტენსიური სარემონტო სამუშაოები. მძღოლები აცხადებენ, რომ მათ თავად უწევთ გაძვირებული ავტონაწილების შეძენა და მიკროავტობუსის მწყობრში მოყვანა, რის გამოც თუ ადრე სახლში 40-50 ლარი მიჰქონდათ, ახლა ეს თანხა გაუნახევრდათ და შეუქცევადად მათი ხელფასი მინუსისკენ მიდის. მძღოლები იძულებული გახდნენ და მიკროავტობუსები კუსტარულად გაზზე გადაიყვანეს, ამ გზით ეკონომია რომ გაეკეთებინათ. ეს კი ძალზე სახიფათოა.

- ბოლო ხანებში სწორედ მძღოლებისგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა ერთი ლარი უნდა გახდეს. რამდენად საფუძვლიანია ეს ინფორმაცია?

- ყველაფერი ძვირდება, საწვავზე აქციზის გაზრდა კი მგზავრობასაც გააძვირებს. დედაქალაქის მერია უარყოფს ამ ინფორმაციას, მაგრამ ეს შეეხება მხოლოდ დეკემბრის თვეს. რა მოხდება შემდეგ წელს?

- ამაზე წინასწარ მერიაც ვერაფერს იტყვის. არის კიდევ ერთი გზა: ქალაქის მერიამ უნდა იკისროს ამ ხარჯების სუბსიდირება. სხვათა შორის, ამავეს აცხადებენ მერიის წარმომადგენლები ავტობუსებზეც

ამბობენ, რომ ავტობუსით მგზავრობა არ გაძვირდება, რადგან ამ თანხის სუბსიდირებასაც მერია ახდენს. სუბსიდირება ნიშნავს, რომ ჩვენ მაინც გაზრდილ ტარიფს ვიხდით, რადგან ეს თანხა ბიუჯეტში ჩვენი ჯიბიდან შედის.

- ეს კითხვა ალბათ ნებისმიერს აწუხებს - რატომ არის პიკის საათებში ტრანსპორტი ყოველთვის გადატვირთული?

- ამ შეკითხვაზე პასუხი ყველაზე მარტივია: პოტენციური მგზავრების რაოდენობა, ვინც შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს, თბილისში 700 ათასს აღწევს, ხოლო ავტობუსების რაოდენობა - 550-მდეა - ეს შეფარდება არანაირ სტანდარტში არ ჯდება და მკაფიოდ აჩვენებს, რატომ არის ჩვენს დედაქალაქში ავტობუსები მუდმივად ხალხით სავსე. მართალია, ხალხი სამარშრუტო ტაქსებსაც ეტანება, მაგრამ არც მათი რაოდენობაა საკმარისი. როდესაც ვსაუბრობთ საცობებსა და გადატვირთულ მოძრაობაზე, ამის მიზეზი ერთადერთია - ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითარებული არ არის და ვიდრე ამ სფეროს სათანადოდ არ მივხედავთ, მანამდე ვერ შევძლებთ საცობების და გადატვირთული მოძრაობის დაძლევას. სიტუაცია ჩიხში შედის, რადგან ორივე - ავტობუსებიც და მიკროავტობუსებიც უკვე დაძველებულია, კომფორტული კი არა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უკვე საფრთხის შემცველია.

- ბატონო დათო, რამდენად გამართლებულია მგზავრების ფეხზე დგომა?

- ეს კატასტროფული დარღვევაა, რადგან ნებისმიერი ავტოსაგზაო შემთხვევა შეიძლება ლეტალური შედეგით დასრულდეს, მით უმეტეს, რომ უამრავი სატრანსპორტო საშუალება გაზზეა გადაყვანილი. არანაკლები პრობლემა გვაქვს საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებშიც. იქაც სრული უკონტროლობაა, ტექდათვალიერების სისტემა ქვეყანაში მორღვეულია, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე საუბარი ზედმეტია. ახალ ავტობუსებში, რომელიც შემოიყვანეს, ხშირად ფეხზე დასადგომი ადგილიც კი არ არის. საზოგადოებრივ ტრანსპორტში სრული კრიზისი და სავალალო მდგომარეობა გვაქვს არა მარტო უსაფრთხოების, არამედ სხვა კრიტერიუმების მიხედვითაც... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი