პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15 წლის მწყემსს ოცნებები აუხდა! - ემოციური წერილი თოვლის ბაბუას და საჩუქრები კეთილი ადამიანებისგან
15 წლის მწყემსს ოცნებები აუხდა! - ემოციური წერილი თოვლის ბაბუას და საჩუქრები კეთილი ადამიანებისგან

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ფოტო გავ­რცელ­და, უფრო სწო­რად კი წე­რი­ლი, სა­დაც 15 წლის რა­გუ­ლი გი­გაშ­ვი­ლი თოვ­ლის ბა­ბუ­ას სთხოვ­და, მის­თვის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და ჰას­კის ლეკ­ვი ეჩუ­ქე­ბი­ნა.

მა­ლე­ვე AMBEBI.GE-მ რა­გუ­ლის შე­სა­ხებ უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვა. აღ­მოჩ­ნდა, რომ მე­ა­თე კლა­სე­ლი რა­გუ­ლი ხა­შუ­რის მკვიდ­რია და სა­ქო­ნელს მწყემ­სავს. მან თოვ­ლის ბა­ბუ­ას წე­რი­ლი პირ­ვე­ლად და­უ­წე­რა და ეს სო­ფელ ცო­ცხნა­რას, ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ტაძ­რის მღვდელმსა­ხუ­რის, დე­კა­ნოზ სე­რა­ფი­მე გო­გა­ლა­ძის დახ­მა­რე­ბით გა­ა­კე­თა.

რა­გუ­ლის გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბელ წე­რილს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. გა­მოჩ­ნდა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თაც დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდათ.

ახლა რა­გუ­ლის ნა­ნატ­რი ტე­ლე­ფო­ნიც აქვს და ლეკ­ვიც ჰყავს! ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ის ადა­მი­ა­ნე­ბი წე­რენ, რომ­ლებ­მაც პა­ტა­რა ბი­ჭის სურ­ვი­ლე­ბის ახ­დე­ნა­ზე იზ­რუ­ნეს:

"მად­ლო­ბა მამა სე­რა­ფი­მეს, რომ­ლის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შეც ვე­რა­ვინ გა­ი­გებ­და ამ უსაყ­ვარ­ლე­სი და მშრო­მე­ლი ბი­ჭის შე­სა­ხებ, უდი­დე­სი მად­ლო­ბა მამა ბე­სა­რი­ონს, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც ად­რე­სა­ტამ­დე მი­ვი­და ჩვე­ნი სა­ჩუქ­რე­ბი... უდი­დე­სი მად­ლო­ბა უსაყ­ვარ­ლესს და კე­თილ გო­გოს შო­რეს, რო­მელ­მაც წლე­ბის ოც­ნე­ბა აუხ­დი­ნა ჩვენს რა­გუ­ლის და ჰას­კის ლეკ­ვი აჩუ­ქა...

უდი­დე­სი მად­ლო­ბა თეოს ტე­ლე­ფო­ნის­თვის... უდი­დე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლა ჟურ­ნა­ლისტს და ტე­ლე­ვი­ზი­ას, ვინც და­ინ­ტე­რეს­და ჩვე­ნი რა­გუ­ლის ცხოვ­რე­ბით... მად­ლო­ბა ჩვენს ემიგ­რან­ტებს, რომ­ლებ­მაც 610-ლა­რი­ა­ნი ტე­ლე­ვი­ზო­რი გა­მო­უგ­ზავ­ნეს რა­გუ­ლის, უდი­დე­სი მად­ლო­ბა ჩვე­ნი სპეც­რაზ­მის ერთ-ერთ წარ­მო­მად­გე­ნელს, ვინც საკ­მა­ოდ გამ­ძლე ტე­ლე­ფო­ნი აჩუ­ქა დღეს ჩვენს ბიჭს... და უდი­დე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ერთი ლარი მა­ინც გა­ი­მე­ტა ამ უსაყ­ვარ­ლე­სი ბი­ჭის­თვის. მალე ისე გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი რა­გუ­ლი, რომ უკვე შენ გა­გე­ხა­რე­ბი­ნოს პა­ტა­რე­ბი", - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

PALITRATV.GE-მ ცო­ცხნა­რა­ში ჩა­ა­კი­თხა რა­გუ­ლის და პი­რა­დად მის­გან მო­ის­მი­ნა ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ...

გი­გაშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში დედა-მამა და რა­გუ­ლის და-ძმა ცხოვ­რო­ბენ. ორი და გა­თხო­ვი­ლია და ოჯახს ხში­რად სტუმ­რო­ბენ. უკი­დუ­რე­სი გა­ჭირ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ოჯა­ხის წევ­რებს ღი­მი­ლი არ ავი­წყდე­ბათ. რა­გუ­ლი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია, რად­გან მას ჰას­კის ლეკ­ვი მი­უყ­ვა­ნეს, ახლა ორი ტე­ლე­ფო­ნი და ტე­ლე­ვი­ზო­რიც აქვს.

პრობ­ლე­მა ისაა, რომ რა­გუ­ლის სკო­ლა­ში მე-9 კლა­სის შემ­დეგ არ უვ­ლია. თუმ­ცა, თა­ვად ამ­ბობს, რომ ურ­ჩევ­ნია ოჯა­ხის საქ­მე­ებ­ში და­ეხ­მა­როს მშობ­ლებს, შეშა მო­ი­ტა­ნოს, წყლით მო­ა­მა­რა­გოს. პა­ტა­რა ასა­კი­დან მე­ზობ­ლე­ბის სა­ქო­ნელს მწყემ­სავს და ამა­ში 15 ლარს უხ­დი­ან. პა­ტა­რა მწყემსს ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­შინ შე­ე­შინ­და, როცა ეგო­ნა, რომ სა­ქო­ნე­ლი და­კარ­გა და ისი­ნი მგელ­მა შე­ჭა­მა. ნა­დი­რი კი სო­ფელ ცო­ცხნა­რა­ში იშ­ვი­ა­თი სუ­ლაც არ არის. სწო­რედ ამი­ტომ უნ­დო­და ლეკ­ვიც - გა­იზ­რდე­ბა და მა­საც და მის პი­რუ­ტყვსაც და­ი­ცავს...

რა­გუ­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია 15 წლის ანი­ზე, რო­მელ­საც ხში­რად ვერ ნა­ხუ­ლობს, თუმ­ცა ახლა ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით შეძ­ლებს უფრო ხში­რად და­ე­ლა­პა­რა­კოს. 15 წლის მწყემსს ახლა ახა­ლი სურ­ვი­ლი აქვს - უნდა ყვე­ლა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მას და­ეხ­მა­რა, პი­რა­დად უთხრას მად­ლო­ბა...

იხი­ლეთ მეტი PALITRATV.GE-ს სი­უ­ჟეტ­ში

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

15 წლის მწყემსს ოცნებები აუხდა! - ემოციური წერილი თოვლის ბაბუას და საჩუქრები კეთილი ადამიანებისგან

15 წლის მწყემსს ოცნებები აუხდა! - ემოციური წერილი თოვლის ბაბუას და საჩუქრები კეთილი ადამიანებისგან

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში ფოტო გავრცელდა, უფრო სწორად კი წერილი, სადაც 15 წლის რაგული გიგაშვილი თოვლის ბაბუას სთხოვდა, მისთვის მობილური ტელეფონი და ჰასკის ლეკვი ეჩუქებინა.

მალევე AMBEBI.GE-მ რაგულის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვა. აღმოჩნდა, რომ მეათე კლასელი რაგული ხაშურის მკვიდრია და საქონელს მწყემსავს. მან თოვლის ბაბუას წერილი პირველად დაუწერა და ეს სოფელ ცოცხნარას, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მღვდელმსახურის, დეკანოზ სერაფიმე გოგალაძის დახმარებით გააკეთა.

რაგულის გულისამაჩუყებელ წერილს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გამოჩნდა უამრავი ადამიანი, რომელთაც დახმარების სურვილი გაუჩნდათ.

ახლა რაგულის ნანატრი ტელეფონიც აქვს და ლეკვიც ჰყავს! ამის შესახებ სოციალურ ქსელში ის ადამიანები წერენ, რომლებმაც პატარა ბიჭის სურვილების ახდენაზე იზრუნეს:

"მადლობა მამა სერაფიმეს, რომლის დახმარების გარეშეც ვერავინ გაიგებდა ამ უსაყვარლესი და მშრომელი ბიჭის შესახებ, უდიდესი მადლობა მამა ბესარიონს, რომლის დახმარებითაც ადრესატამდე მივიდა ჩვენი საჩუქრები... უდიდესი მადლობა უსაყვარლესს და კეთილ გოგოს შორეს, რომელმაც წლების ოცნება აუხდინა ჩვენს რაგულის და ჰასკის ლეკვი აჩუქა...

უდიდესი მადლობა თეოს ტელეფონისთვის... უდიდესი მადლობა ყველა ჟურნალისტს და ტელევიზიას, ვინც დაინტერესდა ჩვენი რაგულის ცხოვრებით... მადლობა ჩვენს ემიგრანტებს, რომლებმაც 610-ლარიანი ტელევიზორი გამოუგზავნეს რაგულის, უდიდესი მადლობა ჩვენი სპეცრაზმის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ვინც საკმაოდ გამძლე ტელეფონი აჩუქა დღეს ჩვენს ბიჭს... და უდიდესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთი ლარი მაინც გაიმეტა ამ უსაყვარლესი ბიჭისთვის. მალე ისე გაძლიერებულიყავი რაგული, რომ უკვე შენ გაგეხარებინოს პატარები", - წერენ სოციალურ ქსელში.

PALITRATV.GE-მ ცოცხნარაში ჩააკითხა რაგულის და პირადად მისგან მოისმინა ახდენილი ოცნებების შესახებ...

გიგაშვილების ოჯახში დედა-მამა და რაგულის და-ძმა ცხოვრობენ. ორი და გათხოვილია და ოჯახს ხშირად სტუმრობენ. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, ოჯახის წევრებს ღიმილი არ ავიწყდებათ. რაგული ძალიან ბედნიერია, რადგან მას ჰასკის ლეკვი მიუყვანეს, ახლა ორი ტელეფონი და ტელევიზორიც აქვს.

პრობლემა ისაა, რომ რაგულის სკოლაში მე-9 კლასის შემდეგ არ უვლია. თუმცა, თავად ამბობს, რომ ურჩევნია ოჯახის საქმეებში დაეხმაროს მშობლებს, შეშა მოიტანოს, წყლით მოამარაგოს. პატარა ასაკიდან მეზობლების საქონელს მწყემსავს და ამაში 15 ლარს უხდიან. პატარა მწყემსს ყველაზე მეტად მაშინ შეეშინდა, როცა ეგონა, რომ საქონელი დაკარგა და ისინი მგელმა შეჭამა. ნადირი კი სოფელ ცოცხნარაში იშვიათი სულაც არ არის. სწორედ ამიტომ უნდოდა ლეკვიც - გაიზრდება და მასაც და მის პირუტყვსაც დაიცავს...

რაგული შეყვარებულია 15 წლის ანიზე, რომელსაც ხშირად ვერ ნახულობს, თუმცა ახლა ტელეფონის საშუალებით შეძლებს უფრო ხშირად დაელაპარაკოს. 15 წლის მწყემსს ახლა ახალი სურვილი აქვს - უნდა ყველა ადამიანს, რომელიც მას დაეხმარა, პირადად უთხრას მადლობა...

იხილეთ მეტი PALITRATV.GE-ს სიუჟეტში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი