პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლაც ტანში მაჟრიალებს. გეფიცებით, სიამოვნებისგან კინაღამ დავკოცნე ის ქალი..." - რა ისტორია გაიხსენა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში
"ახლაც ტანში მაჟრიალებს. გეფიცებით, სიამოვნებისგან კინაღამ დავკოცნე ის ქალი..." - რა ისტორია გაიხსენა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტუ­რიზ­მი­დან ქვე­ყა­ნა­ში 2-მი­ლი­არდ 100 მი­ლი­ო­ნი შე­მო­დის და ეს სფე­რო 170 ათას ადა­მი­ანს ასაქ­მებს.

ტუ­რიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბე­ბი ქუმ­სიშ­ვილ­მა ფრაქ­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტე­ბის" სხდო­მა­ზე, დე­პუ­ტატ ადა მარ­შა­ნი­ას პა­სუ­ხად გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც ფიქ­რობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი გა­უ­საძ­ლი­სი პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 2017 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტში ქვეყ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია-რეკ­ლა­მი­რე­ბი­სათ­ვის 30 მი­ლი­ო­ნის "ჩა­დე­ბა" ზედ­მე­ტია და სჯობს, ეს თან­ხა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­ხარ­ჯოს.

მარ­შა­ნი­ას სა­პა­სუ­ხოდ ქუმ­სიშ­ვილ­მა ოჯახ­თან ერ­თად სვა­ნეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი გა­იხ­სე­ნა.

"მო­გიყ­ვე­ბით მარ­ტივ მა­გა­ლითს. ვგიჟ­დე­ბი ამ მა­გა­ლით­ზე, რო­მე­ლიც მე შე­მემ­თხვა. მიყ­ვარს მა­რი­ა­მო­ბის სვა­ნეთ­ში შეხ­ვედ­რა. უშ­გულ­ში არის მშვე­ნი­ე­რი ეკ­ლე­სია. ოჯახ­თან ერ­თად, შარ­შან ვი­ყა­ვი უშ­გულ­ში. იქ ყვე­ლა სახ­ლს აწე­რია "Guest House". გავ­ჩერ­დით ერთ სახ­ლში. ბევ­რნი ვი­ყა­ვით, ძა­ლი­ან მო­ვილ­ხი­ნეთ. დი­ლით ბავ­შვე­ბი­სათ­ვის სუ­ვე­რი­ნე­ბის შე­ძე­ნა მო­ვინ­დო­მე. ბრჭყვი­ა­ლა ქვა - კაჟი, რო­მე­ლიც მდი­ნა­რეს მო­აქვს, 20 ლარი ღირ­და. 20 ლარი ღირს ხე­ლით გა­მოთ­ლი­ლი პა­ტა­რა სვა­ნუ­რი კოშ­კი. მყავს სამი შვი­ლი. ამო­ვი­ღე ჯი­ბი­დან ფული, რომ მათ­თვის მე­ყი­და და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და: რო­დე­საც მე ქალ­ბა­ტონს 100 ლა­რი­ა­ნი გა­ვუ­წო­დე, მან ჯი­ბი­დან ამო­ი­ღო ბღუ­ჯა. ქალ­ბა­ტო­ნო ადა, ამო­ი­ღო ფუ­ლის ბღუ­ჯა!

ახ­ლაც ტან­ში მაჟ­რი­ა­ლებს. გე­ფი­ცე­ბით, სი­ა­მოვ­ნე­ბის­გან კი­ნა­ღამ დავ­კოც­ნე ის ქალი. ეს არის ტუ­რიზ­მის გავ­ლით, ოღონდ ეს სხვა­ნა­ი­რად არ კეთ­დე­ბა. ეს თა­ვი­სით არ ხდე­ბა. რო­დე­საც ჩვენ მიზ­ნობ­რივ ბაზ­რებ­ზე გავ­დი­ვართ, რო­დე­საც ჩვენ მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბებს ვა­ტა­რებთ, მთე­ლი ტუ­რიზ­მი არის გათ­ვლი­ლი. ჩვენ ჩა­მოგ­ვყავს წამ­ყვა­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბი, ვა­კე­თე­ბი­ნებთ გა­და­ცე­მებს, ჩა­მოგ­ვყავს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. ეს ბი­უ­ჯე­ტი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე არის გა­წე­რი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ქუმ­სიშ­ვილ­მა მარ­შა­ნი­ას სა­პა­სუ­ხოდ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ახლაც ტანში მაჟრიალებს. გეფიცებით, სიამოვნებისგან კინაღამ დავკოცნე ის ქალი..." - რა ისტორია გაიხსენა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში

"ახლაც ტანში მაჟრიალებს. გეფიცებით, სიამოვნებისგან კინაღამ დავკოცნე ის ქალი..." - რა ისტორია გაიხსენა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ტურიზმიდან ქვეყანაში 2-მილიარდ 100 მილიონი შემოდის და ეს სფერო 170 ათას ადამიანს ასაქმებს.

ტურიზმთან დაკავშირებით განმარტებები ქუმსიშვილმა ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" სხდომაზე, დეპუტატ ადა მარშანიას პასუხად გააკეთა, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყანაში არსებული გაუსაძლისი პირობების გათვალისწინებით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ქვეყნის პოპულარიზაცია-რეკლამირებისათვის 30 მილიონის "ჩადება" ზედმეტია და სჯობს, ეს თანხა სხვა მიმართულებით დაიხარჯოს.

მარშანიას საპასუხოდ ქუმსიშვილმა ოჯახთან ერთად სვანეთში გატარებული დღეები გაიხსენა.

"მოგიყვებით მარტივ მაგალითს. ვგიჟდები ამ მაგალითზე, რომელიც მე შემემთხვა. მიყვარს მარიამობის სვანეთში შეხვედრა. უშგულში არის მშვენიერი ეკლესია. ოჯახთან ერთად, შარშან ვიყავი უშგულში. იქ ყველა სახლს აწერია "Guest House". გავჩერდით ერთ სახლში. ბევრნი ვიყავით, ძალიან მოვილხინეთ. დილით ბავშვებისათვის სუვერინების შეძენა მოვინდომე. ბრჭყვიალა ქვა - კაჟი, რომელიც მდინარეს მოაქვს, 20 ლარი ღირდა. 20 ლარი ღირს ხელით გამოთლილი პატარა სვანური კოშკი. მყავს სამი შვილი. ამოვიღე ჯიბიდან ფული, რომ მათთვის მეყიდა და ძალიან გამიხარდა: როდესაც მე ქალბატონს 100 ლარიანი გავუწოდე, მან ჯიბიდან ამოიღო ბღუჯა. ქალბატონო ადა, ამოიღო ფულის ბღუჯა!

ახლაც ტანში მაჟრიალებს. გეფიცებით, სიამოვნებისგან კინაღამ დავკოცნე ის ქალი. ეს არის ტურიზმის გავლით, ოღონდ ეს სხვანაირად არ კეთდება. ეს თავისით არ ხდება. როდესაც ჩვენ მიზნობრივ ბაზრებზე გავდივართ, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ვატარებთ, მთელი ტურიზმი არის გათვლილი. ჩვენ ჩამოგვყავს წამყვანი ტელეკომპანიები, ვაკეთებინებთ გადაცემებს, ჩამოგვყავს ჟურნალისტები. ეს ბიუჯეტი თავიდან ბოლომდე არის გაწერილი", - განაცხადა ქუმსიშვილმა მარშანიას საპასუხოდ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."