სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 40 მილიონი ლარი დაემატება - რა ცვლილებები იგეგმება სამინისტროების ბიუჯეტში
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 40 მილიონი ლარი დაემატება - რა ცვლილებები იგეგმება სამინისტროების ბიუჯეტში

სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მას 2016 წლის ბი­უ­ჯე­ტის ფარ­გლებ­ში 40 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ე­მა­ტე­ბა. ამას მიმ­დი­ნა­რე წლის ბი­უ­ჯეტ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენტს გუ­შინ წა­რედ­გი­ნა და რომ­ლის მი­ღე­ბა 23 დე­კემ­ბრამ­დე იგეგ­მე­ბა.

პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სხვა­დას­ხვა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის ასიგ­ნე­ბებ­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის შე­ზღუდ­ვის და ზო­გი­ერთ პროგ­რა­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­ე­ბის ხარ­ჯზე, უწყე­ბე­ბის ასიგ­ნე­ბე­ბი სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის ნა­წილ­ში 40.0 მლნ ლა­რით მცირ­დე­ბა და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი რე­სურ­სი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სა­ყო­ველ­თაო პროგ­რა­მის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად მი­ი­მარ­თე­ბა.

რო­გორც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო გან­მარ­ტავს, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მი­სათ­ვის 2016 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან 570.0 მლნ ლარი გა­ნი­სა­ზაღ­ვრა. მიმ­დი­ნა­რე წელს მას მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან და­მა­ტე­ბით 35.0 მლნ ლარი გა­მო­ე­ყო და ბი­უ­ჯე­ტი 605 მლნ ლარს შე­ად­გენს. 2016 წლის 11 თვის სა­კა­სო შეს­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ათ­ვი­სე­ბუ­ლია 600.0 მლნ ლა­რამ­დე.

უწყე­ბე­ბის ბი­უ­ჯე­ტებ­ში არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­ე­ბი­დან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი რე­სურ­სი (40 მლნ ლარი) პროგ­რა­მის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად მი­ი­მარ­თე­ბა, ასე­ვე შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს მისი ბი­უ­ჯე­ტის ფარ­გლებ­ში არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას.

გარ­და ამი­სა, მიმ­დი­ნა­რე წლის ბი­უ­ჯეტ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, სა­ინ­ვეს­ტი­ციო გრან­ტებ­სა და კრე­დი­ტებ­ში, სხვა­დას­ხვა უწყე­ბე­ბის მიერ პრო­ექ­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ტენ­დენ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ათ­ვი­სე­ბუ­ლი სახ­სრე­ბი აი­სა­ხე­ბა.

კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი - ასიგ­ნე­ბე­ბი მცირ­დე­ბა 2.0 მლნ ლა­რით, სა­ქარ­თვე­ლოს

პარ­ლა­მენ­ტის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე;

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია - ასიგ­ნე­ბე­ბი მცირ­დე­ბა 2.0 მლნ ლა­რით;

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო - ასიგ­ნე­ბე­ბი მცირ­დე­ბა 3.5 მლნ ლა­რით;

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო - ასიგ­ნე­ბე­ბი მცირ­დე­ბა 9.0 მლნ ლა­რით;

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო - სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ასიგ­ნე­ბე­ბი ჯა­მუ­რად იზ­რდე­ბა 80.4 მლნ ლა­რით და გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 750.4 მლნ ლა­რით, რაც ძი­რი­თა­დად გა­მოწ­ვე­უ­ლია კრე­დი­ტე­ბის ნა­წილ­ში 82.4 მლნ ლა­რის (პირ­და­პი­რი ჩა­რი­ცხვე­ბი) ასახ­ვით;

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო - ასიგ­ნე­ბე­ბი 23.2 მლნ ლა­რით, მათ შო­რის "ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს" გრან­ტის ფარ­გლებ­ში ათ­ვი­სე­ბის ტენ­დენ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პროგ­რა­მა მცირ­დე­ბა 16.8 მლნ ლა­რით. ჯა­მუ­რად სა­მი­ნის­ტროს ასიგ­ნე­ბე­ბი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 952.0 მლნ ლა­რით;

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო - ასიგ­ნე­ბე­ბი იზ­რდე­ბა 69.5 მლნ ლა­რით და გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 204.5 მლნ ლა­რით, რაც ძი­რი­თა­დად გა­მოწ­ვე­უ­ლია სა­ინ­ვეს­ტი­ციო გრან­ტე­ბი­თა და კრე­დი­ტე­ბით გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის ათ­ვი­სე­ბის

ტენ­დენ­ცი­ით.

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო - სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტის მთლი­ა­ნი ასიგ­ნე­ბა უც­ვლე­ლი რჩე­ბა და კვლა­ვაც გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 950.0 მლნ ლა­რით, ამას­თან სა­ინ­ვეს­ტი­ციო გრან­ტე­ბი­სა და კრე­დი­ტე­ბის წყა­რო­ე­ბით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში ზუს­ტდე­ბა გეგ­მე­ბი, პრო­ექ­ტე­ბის ათ­ვი­სე­ბის ტენ­დენ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით;

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გრან­ტე­ბის და კრე­დი­ტე­ბის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ათ­ვი­სე­ბის ტენ­დენ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­მი­ნის­ტროს ასიგ­ნე­ბე­ბი მცირ­დე­ბა 10.3 მლ ლა­რით (მათ შო­რის გრან­ტი 1.5 მლნ ლა­რით, ხოლო კრე­დი­ტი 8.8 მლნ ლა­რით) და გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 311.1 მლნ ლა­რით;

სა­ერ­თო-სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ გა­და­სახ­დე­ლებ­ში აი­სა­ხე­ბა EBRD-ის და­ფი­ნან­სე­ბის ფარ­გლებ­ში თბი­ლი­სის ავ­ტო­ბუ­სე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე მი­მარ­თუ­ლი სახ­სრე­ბი (გრან­ტი 2.0 მლნ ლარი და კრე­დი­ტი 14.8 მლნ ლარი), ასე­ვე ზუს­ტდე­ბა ბა­თუმ­ში კო­მუ­ნა­ლუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბა. ჯა­მუ­რად სა­ერ­თო-სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გა­და­სახ­დე­ლე­ბის დო­ნო­რე­ბის ნა­წი­ლი იზ­რდე­ბა 13.2 მლნ ლა­რით, ხოლო ბი­უ­ჯე­ტი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 1 971.0 მლნ ლა­რით.

ვე­ტე­რა­ნე­ბის საქ­მე­თა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი - ასიგ­ნე­ბე­ბი მცირ­დე­ბა 0.6 მლნ ლა­რით.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 40 მილიონი ლარი დაემატება - რა ცვლილებები იგეგმება სამინისტროების ბიუჯეტში

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 40 მილიონი ლარი დაემატება - რა ცვლილებები იგეგმება სამინისტროების ბიუჯეტში

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 2016 წლის ბიუჯეტის ფარგლებში 40 მილიონი ლარი დაემატება. ამას მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს გუშინ წარედგინა და რომლის მიღება 23 დეკემბრამდე იგეგმება.

პროექტის მიხედვით, სხვადასხვა სამინისტროების ასიგნებებში ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვის და ზოგიერთ პროგრამაში არსებული ეკონომიების ხარჯზე, უწყებების ასიგნებები საბიუჯეტო სახსრების ნაწილში 40.0 მლნ ლარით მცირდება და მობილიზებული რესურსი ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამის დასაფინანსებლად მიიმართება.

როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისათვის 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 570.0 მლნ ლარი განისაზაღვრა. მიმდინარე წელს მას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებით 35.0 მლნ ლარი გამოეყო და ბიუჯეტი 605 მლნ ლარს შეადგენს. 2016 წლის 11 თვის საკასო შესრულების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში ათვისებულია 600.0 მლნ ლარამდე.

უწყებების ბიუჯეტებში არსებული ეკონომიებიდან მობილიზებული რესურსი (40 მლნ ლარი) პროგრამის დასაფინანსებლად მიიმართება, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს მისი ბიუჯეტის ფარგლებში არსებული რესურსების მობილიზებას.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით, საინვესტიციო გრანტებსა და კრედიტებში, სხვადასხვა უწყებების მიერ პროექტების შესრულების ტენდენციის გათვალისწინებით, ათვისებული სახსრები აისახება.

კერძოდ, საქართველოს პარლამენტი - ასიგნებები მცირდება 2.0 მლნ ლარით, საქართველოს

პარლამენტის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე;

მთავრობის ადმინისტრაცია - ასიგნებები მცირდება 2.0 მლნ ლარით;

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - ასიგნებები მცირდება 3.5 მლნ ლარით;

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - ასიგნებები მცირდება 9.0 მლნ ლარით;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები ჯამურად იზრდება 80.4 მლნ ლარით და განისაზღვრება 750.4 მლნ ლარით, რაც ძირითადად გამოწვეულია კრედიტების ნაწილში 82.4 მლნ ლარის (პირდაპირი ჩარიცხვები) ასახვით;

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - ასიგნებები 23.2 მლნ ლარით, მათ შორის “ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ გრანტის ფარგლებში ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე, პროგრამა მცირდება 16.8 მლნ ლარით. ჯამურად სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრება 952.0 მლნ ლარით;

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო - ასიგნებები იზრდება 69.5 მლნ ლარით და განისაზღვრება 204.5 მლნ ლარით, რაც ძირითადად გამოწვეულია საინვესტიციო გრანტებითა და კრედიტებით განსახორციელებელი პროექტების ათვისების

ტენდენციით.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - სამინისტროს ბიუჯეტის მთლიანი ასიგნება უცვლელი რჩება და კვლავაც განისაზღვრება 950.0 მლნ ლარით, ამასთან საინვესტიციო გრანტებისა და კრედიტების წყაროებით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში ზუსტდება გეგმები, პროექტების ათვისების ტენდენციის გათვალისწინებით;

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დონორი ორგანიზაციების გრანტების და კრედიტების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე სამინისტროს ასიგნებები მცირდება 10.3 მლ ლარით (მათ შორის გრანტი 1.5 მლნ ლარით, ხოლო კრედიტი 8.8 მლნ ლარით) და განისაზღვრება 311.1 მლნ ლარით;

საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახდელებში აისახება EBRD-ის დაფინანსების ფარგლებში თბილისის ავტობუსების შესყიდვაზე მიმართული სახსრები (გრანტი 2.0 მლნ ლარი და კრედიტი 14.8 მლნ ლარი), ასევე ზუსტდება ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსება. ჯამურად საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელების დონორების ნაწილი იზრდება 13.2 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტი განისაზღვრება 1 971.0 მლნ ლარით.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური - ასიგნებები მცირდება 0.6 მლნ ლარით.

"ბიძინა-ბიძინაა, ექვთიმე - ექვთიმეა" - კახა კალაძე ივანიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის შედარებაზე

ცხინვალი 30 დეკემბრიდან 3 იანვრამდე ე.წ. საზღვარს კეტავს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილი პატიმრებს საშობაოდ შეიწყალებს