"ვენდის" ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

"ვენდის" ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

"ვენდის" ქართულმა წარმომადგენლობამ "ვენდის" ყოველწლიურ გლობალურ კონვენციაზე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და საუკეთესო რესტორნების ქსელის ტიტული მიიღო. ჯილდო გაიცემა ფრანშიზაზე, რომელმაც "ვენდის" სტანდარტებს ზედმიწევნით შესრულება და გამორჩეული რესტორნების ქსელის განვითარება შეძლო. "ვენდის" ქართულმა წარმომადგენლობამ დამატებით მომხმარებლის მხრიდან უმაღლესი შეფასებისთვისაც მიიღო ჯილდო. რესტორნის წარმატებული მართვისთვის კი ფულადი პრიზი "ვენდის" ვაკის ფილიალის გენერალურ მენეჯერს გადაეცა.

როგორც ცნობილია, საუკეთესო ფრანშიზას ტიტული ყველაზე ღირებული ჯილდოა, რომელსაც ამერიკული რესტორნების ქსელი "ვენდი" თავისი პარტნიორობისთვის გასცემს. ეს არის ჯილდო "ვენდის" კორპორაციული ფასეულობების, მკაცრი ხარისხის კონტროლის სტანდარტების საქართველოში დანერგვისთვის.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში გამართულ გლობალურ შეკრებაზე ამერიკული რესტორნების ქსელი "ვენდის" ქართულმა წარმომადგენლობამ წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის, გამორჩეული რესტორნების ქსელის განვითარებისთვის, მაღალკვალიფიციური თანამშრომლობის გუნდის შექმნისთვის და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვისთვის -Jim Near Legacy Award-Talent & OrganizaTional Excellence- ჯილდო მიიღო.

"ყოველგვარი პათეტიკის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დაფასდა ის სამწლიანი შრომა, რომელიც ჩვენ გავწიეთ საქართველოში "ვენდის" რესტორნების განვითარების ნაწილში. ეს არის ჯილდო "ვენდის" კორპორაციული ფასეულობების, მკაცრი ხარისხის კონტროლის სტანდარტების საქართველოში დანერგვისთვის. "ვენდის" კორპორაციული კულტურა ძალიან ახლოსაა ჩვენს კორპორაციულ კულტურასთან. "ხარისხი ჩვენი რეცეპტია" ეს "ვენდის" დევიზია. ჩვენ ვიცავთ "ვენდის" ხარისხის სტანდარტებს, შევქმენით ფუნქციონალურად ძალიან საინტერესო და მიმზიდველი რესტორნები,"-განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

"ის ჯილდო, რომელიც ვენდის ქართულმა წარმომადგენლობამ მიიღო, ტოპ სამ ჯილდოს შორისაა და გადაეცემა ქვეყანას, რომელსაც მომსახურების მართლაც მაღალი დონე აქვს. ჩემთვის გასაკვირი არც ყოფილა რომ საქართველომ ასეთი დადებითი შეფასება დაიმსახურა. ქართველი ხალხი ბუნებრივად ძალიან სტუმერთმოყვარეა. სწორედ ამიტომ ქვეყანამ რეგიონში უმაღლესი შეფასება მიიღო,"-აღნიშნა "ვენდის" საერთაშორისო წარმომადგენლობის პრეზიდენტმა ჯონ პეინმა.

"ვენდის" ქართული რესტორნების ქსელის განვითარება "ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო.

"მეტი ქართული პროდუქტების" ინიციატივის ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკულმა რესტორნების ქსელმა "ვენდიმ" და "დანკინ დონატსმა" იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქციით უკვე ჩაანაცვლა. კომპანია "სმარტთან", "პურის სამყაროსთან," "მილკოსა" და "ბადაგთან" თანამშრომლობით, ერთგულ მომხმარებლებს ქართული პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის კერძებს სთავაზობს.

(R)

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი