პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც ამ წიგნს გადაშლის მკითხველი, ნახავს როგორია პატრიარქის ყოველდღიურობა..."
"როდესაც ამ წიგნს გადაშლის მკითხველი, ნახავს როგორია პატრიარქის ყოველდღიურობა..."

"ილია II" - ამ სა­ხელ­წო­დე­ბის ოთხტო­მე­უ­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქზე დღემ­დე უც­ნობ დე­ტა­ლებს გა­გაც­ნობთ, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის ახა­ლი უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მაა, რო­მე­ლიც 19 დე­კემ­ბრი­დან გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა.

წიგ­ნის დე­ტა­ლებ­ზე სა­სა­უბ­როდ "პა­ლიტ­რა L"-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი მაია ალუ­და­უ­რი და წიგ­ნის კონ­სულ­ტან­ტი და სა­პატ­რი­არ­ქოს წმი­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძე "იმე­დის დი­ლის" ეთერ­ში მი­იწ­ვი­ეს.

"ეს არის ერ­თგვა­რად უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მა - "ილია II" - სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და იგი ასა­ხავს უწ­მინ­დე­სის, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი თვალ­სა­ჩი­ნო მოღ­ვა­წის ცხოვ­რე­ბის გზას. ამ წიგნ­ში არა­ვინ არა­ფერს გვიყ­ვე­ბა, მას­ში არის თავ­მოყ­რი­ლი ფო­ტო­ე­ბი, წე­რი­ლე­ბი, დო­კუ­მენ­ტე­ბი, ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვად ყვე­ბი­ან ყვე­ლა­ფერს პატ­რი­არ­ქის შე­სა­ხებ, მისი რთუ­ლი, ხან­გრძლი­ვი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით, სი­ხა­რუ­ლით, საზ­რუ­ნა­ვით დატ­ვირ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ.

იდე­ის ავ­ტო­რი სა­პატ­რი­არ­ქოს არ­ქი­ვის ხელ­მძრვა­ნე­ლი მზია კა­ცა­ძეა, რო­მე­ლიც თა­ვად­ვე იყო ჩარ­თუ­ლი წიგ­ნის შექ­მნა­შიც და სწო­რედ მისი რუ­დუ­ნე­ბით აქ­ცია ეს უზარ­მა­ზა­რი მა­სა­ლა წიგ­ნად "პა­ლიტ­რა L"-მა. ის რომ სა­პატ­რი­არ­ქოს არ­ქი­ვი გა­იხ­სნა და იქცა წიგ­ნად, თა­ვად მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რა გახ­სნი­ლი და გულ­წრფე­ლია უწ­მინ­დე­სი ხალ­ხის წი­ნა­შე.

პირ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ წიგნ­ში მოხ­ვდა, 1932 წლით თა­რიღ­დე­ბა და 2013 წლის ჩათ­ვლით ყვე­ლა­ფერს მო­ი­ცავს, რაც პატ­რი­არ­ქს გა­უვ­ლია აქამ­დე. ოჯა­ხის წევ­რებ­თან მი­მო­წე­რა, ოჯა­ხის ფო­ტო­ე­ბი, სწავ­ლი­სა და ამ დიდი გზის­თვის სამ­ზა­დი­სი, ოჯა­ხის თა­ნად­გო­მა, გა­რე­მო, რო­მელ­შიც ის ამ ღვაწ­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, სა­პატ­რი­არ­ქოს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა და ა.შ.

ჩვენ ნაკ­ლე­ბად ვი­ცით რა ხდე­ბა სა­პატ­რი­არ­ქო­ში, რო­გო­რია პატ­რი­არ­ქის ყო­ველ­ღი­უ­რი საზ­რუ­ნა­ვი, რო­დე­საც ამ წიგნს გა­დაშ­ლის მკი­თხვე­ლი, ნა­ხავს, რო­გო­რია პატ­რი­არ­ქის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა..." - აღ­ნიშ­ნა სა­უბ­რი­სას მაია ალუ­და­ურ­მა.

"არ­ქი­ვე­ბი, რო­გორც წესი, ასი წლის, 50 წლის შემ­დეგ იხ­სნე­ბა, მაგ­რამ პატ­რი­არ­ქის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი­სად­მი, არის გა­მორ­ჩე­უ­ლი. მისი ოპო­ნენ­ტე­ბის მიერ რაც კი და­წე­რი­ლა, ისიც კი არ­ქივ­შია და­ცუ­ლი, არც ერთი არ გამ­ქრა­ლა არ­ქი­ვი­დან. რა­საკ­ვირ­ვე­ლია უწ­მინ­დე­სის შე­სა­ხებ არა­ერ­თი წიგ­ნი და­წე­რი­ლა, თუმ­ცა მათ­ში ავ­ტო­რი­სე­უ­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბია. ამ წიგნ­ში კი, მკი­თხვე­ლის ყუ­რა­დღე­ბას მი­ი­პყრობს ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რო­მელ­თა მხო­ლოდ ფრაგ­მენ­ტე­ბი გვქონ­და ნა­ნა­ხი. ხში­რად ოპო­ნენ­ტე­ბი საყ­ვე­დუ­რობ­დნენ პატ­რი­არ­ქის იმის­თვის, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად ლო­ი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი. აი, ამ დო­კუ­მენ­ტებ­ში ნა­ხავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­გო­რი შე­უ­პო­ვა­რია პატ­რი­არ­ქი, როცა საქ­მე ეხე­ბა ეკ­ლე­სი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას.

მა­გა­ლი­თად, ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ეხე­ბა "თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის" საქ­მეს, რო­მე­ლიც წიგ­ნის მე­ო­რე ტომ­ში იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დღე­საც მუ­სი­რებს აზრი, რომ პატ­რი­არ­ქმა არ და­იც­ვა მღვდე­ლი თევ­დო­რე ჩიხ­ლა­ძე. არა­და არ­სე­ბობს დო­კუ­მენ­ტე­ბი, ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც პატ­რი­არ­ქი მი­მარ­თა­ავს მა­შინ­დელ პირ­ველ პი­რებს, რომ გა­და­ი­სინ­ჯოს საქ­მე. პირ­ველ რიგ­ში, სა­ერ­თო­დაც "თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის" დახ­ვრე­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოძ­რა­ო­ბა­შია ჩარ­თუ­ლი და მე­ო­რე რიგ­ში, ამ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი­სა, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე არ იყო და მისი დას­ჯა უსა­მარ­თლო­ბა იქ­ნე­ბო­და..." - იხ­სე­ნებს ერთ-ერთ ეპი­ზოდს წიგ­ნის კონ­სულ­ტან­ტი სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძე.

ოთხტო­მე­უ­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქზე დღემ­დე უც­ნობ დე­ტა­ლებს გა­გაც­ნობთ, 19 დე­კემ­ბრი­დან გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"როდესაც ამ წიგნს გადაშლის მკითხველი, ნახავს როგორია პატრიარქის ყოველდღიურობა..."

"როდესაც ამ წიგნს გადაშლის მკითხველი, ნახავს როგორია პატრიარქის ყოველდღიურობა..."

"ილია II" - ამ სახელწოდების ოთხტომეული, რომელიც საქართველოს პატრიარქზე დღემდე უცნობ დეტალებს გაგაცნობთ, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ახალი უნიკალური გამოცემაა, რომელიც 19 დეკემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება.

წიგნის დეტალებზე სასაუბროდ "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური და წიგნის კონსულტანტი და საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე "იმედის დილის" ეთერში მიიწვიეს.

"ეს არის ერთგვარად უნიკალური გამოცემა - "ილია II" - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და იგი ასახავს უწმინდესის, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწის ცხოვრების გზას. ამ წიგნში არავინ არაფერს გვიყვება, მასში არის თავმოყრილი ფოტოები, წერილები, დოკუმენტები, ჩანაწერები, რომლებიც თავად ყვებიან ყველაფერს პატრიარქის შესახებ, მისი რთული, ხანგრძლივი, წინააღმდეგობებით, სიხარულით, საზრუნავით დატვირთული ცხოვრების შესახებ.

იდეის ავტორი საპატრიარქოს არქივის ხელმძრვანელი მზია კაცაძეა, რომელიც თავადვე იყო ჩართული წიგნის შექმნაშიც და სწორედ მისი რუდუნებით აქცია ეს უზარმაზარი მასალა წიგნად "პალიტრა L"-მა. ის რომ საპატრიარქოს არქივი გაიხსნა და იქცა წიგნად, თავად მეტყველებს იმაზე, რა გახსნილი და გულწრფელია უწმინდესი ხალხის წინაშე.

პირველი დოკუმენტები, რომლებიც ამ წიგნში მოხვდა, 1932 წლით თარიღდება და 2013 წლის ჩათვლით ყველაფერს მოიცავს, რაც პატრიარქს გაუვლია აქამდე. ოჯახის წევრებთან მიმოწერა, ოჯახის ფოტოები, სწავლისა და ამ დიდი გზისთვის სამზადისი, ოჯახის თანადგომა, გარემო, რომელშიც ის ამ ღვაწლისთვის ემზადებოდა, საპატრიარქოს ყოველდღიურობა და ა.შ.

ჩვენ ნაკლებად ვიცით რა ხდება საპატრიარქოში, როგორია პატრიარქის ყოველღიური საზრუნავი, როდესაც ამ წიგნს გადაშლის მკითხველი, ნახავს, როგორია პატრიარქის ყოველდღიურობა..." - აღნიშნა საუბრისას მაია ალუდაურმა.

"არქივები, როგორც წესი, ასი წლის, 50 წლის შემდეგ იხსნება, მაგრამ პატრიარქის დამოკიდებულება ამ საარქივო მასალებისადმი, არის გამორჩეული. მისი ოპონენტების მიერ რაც კი დაწერილა, ისიც კი არქივშია დაცული, არც ერთი არ გამქრალა არქივიდან. რასაკვირველია უწმინდესის შესახებ არაერთი წიგნი დაწერილა, თუმცა მათში ავტორისეული ინტერპრეტაციებია. ამ წიგნში კი, მკითხველის ყურადღებას მიიპყრობს ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომელთა მხოლოდ ფრაგმენტები გვქონდა ნანახი. ხშირად ოპონენტები საყვედურობდნენ პატრიარქის იმისთვის, რომ გარკვეულწილად ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებისადმი. აი, ამ დოკუმენტებში ნახავს საზოგადოება, როგორი შეუპოვარია პატრიარქი, როცა საქმე ეხება ეკლესიის ინტერესების დაცვას.

მაგალითად, ერთი საინტერესო დოკუმენტი, რომელიც ეხება "თვითმფრინავის ბიჭების" საქმეს, რომელიც წიგნის მეორე ტომში იქნება წარმოდგენილი. საზოგადოებაში დღესაც მუსირებს აზრი, რომ პატრიარქმა არ დაიცვა მღვდელი თევდორე ჩიხლაძე. არადა არსებობს დოკუმენტები, ჩანაწერები, სადაც პატრიარქი მიმართაავს მაშინდელ პირველ პირებს, რომ გადაისინჯოს საქმე. პირველ რიგში, საერთოდაც "თვითმფრინავის ბიჭების" დახვრეტის საწინააღმდეგო მოძრაობაშია ჩართული და მეორე რიგში, ამ სასულიერო პირისა, რომელიც ადგილზე არ იყო და მისი დასჯა უსამართლობა იქნებოდა..." - იხსენებს ერთ-ერთ ეპიზოდს წიგნის კონსულტანტი სერგო ვარდოსანიძე.

ოთხტომეული, რომელიც საქართველოს პატრიარქზე დღემდე უცნობ დეტალებს გაგაცნობთ, 19 დეკემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი