პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძლიერმა ნალექმა იმერეთისა და სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა
ძლიერმა ნალექმა იმერეთისა და სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სულ­მა ძლი­ერ­მა ნა­ლექ­მა იმე­რე­თი­სა და სა­მეგ­რე­ლოს რამ­დე­ნი­მე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი და­ა­ზა­რა­ლა.

ძლი­ერ­მა წვი­მამ გან­სა­კუთ­რე­ბით და­ა­ზა­რა­ლა იმე­რე­თის რე­გი­ო­ნი. სტი­ქი­ამ პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა იმე­რე­თის რე­გი­ო­ნის თით­ქმის ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებს.

წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში წვი­მი­სა და წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თე­ბი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ე­ბი და­იტ­ბო­რა. ძლი­ერ­მა წვი­მამ საფრ­თხე შე­უქ­მნა სამ­ტრე­დი­ა­საც. გა­და­უ­ღე­ბე­ლი ნა­ლე­ქის შე­დე­გად ქა­ლა­ქის ცენ­ტა­ლურ ნა­წილ­სა და რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში და­იტ­ბო­რა მო­სახ­ლე­ო­ბის ეზო­ე­ბი. მსგავ­სი ვი­თა­რე­ბაა თერ­ჯო­ლი­სა და ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­შიც.

სტი­ქი­ამ პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა ვა­ნი­სა დ ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­საც, სა­დაც ხან­გრძლი­ვი, გა­და­უ­ღე­ბე­ლი წვი­მის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში მე­წყერ­სა­ში­ში მდგო­მა­რე­ო­ბა გან­ვი­თარ­და. ტყი­ბულ­ში, სა­ჩხე­რე­სა და ხა­რა­გა­ულ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას პრობ­ლე­მე­ბი თოვლმა შე­უქ­მნა, რის გა­მოც და­ი­კე­ტა ტყი­ბუ­ლი­დან სო­ფელ მუ­ხუ­რას მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვა­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა, ხოლო ელექტრო­ე­ნერ­გია და ბუ­ნებ­რი­ვი აირი მი­ე­წო­დე­ბათ შე­ფერ­ხე­ბე­ბით. ამ­ჟა­მად აღ­ნიშ­ნულ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში უნა­ლე­ქო ამინ­დია და მიმ­დი­ნა­რე­ობს გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

სა­მეგ­რე­ლო­ში, ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ადი­დე­ბუ­ლი მდი­ნა­რე რი­ო­ნი კა­ლა­პო­ტი­დან გად­მო­ვი­და და დატ­ბო­რა მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია. სო­ფელ პა­ტა­რა ფოთ­ში კი ადი­დე­ბუ­ლი მდი­ნა­რემ 5 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო და­იტ­ბო­რა. ამ­ჟა­მად წლის დო­ნემ მდი­ნა­რე რი­ონ­ზე იკლო.

"ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბულ სო­ფელ­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი და ტექ­ნი­კა და მიმ­დი­ნა­რე­ობს უწყვე­ტი მუ­შა­ო­ბა პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები

ძლიერმა ნალექმა იმერეთისა და სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა ნალექმა იმერეთისა და სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა

დასავლეთ საქართველოში მოსულმა ძლიერმა ნალექმა იმერეთისა და სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა.

ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებით დააზარალა იმერეთის რეგიონი. სტიქიამ პრობლემები შეუქმნა იმერეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის სოფლებს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში წვიმისა და წყალდიდობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლის ეზოები დაიტბორა. ძლიერმა წვიმამ საფრთხე შეუქმნა სამტრედიასაც. გადაუღებელი ნალექის შედეგად ქალაქის ცენტალურ ნაწილსა და რამდენიმე სოფელში დაიტბორა მოსახლეობის ეზოები. მსგავსი ვითარებაა თერჯოლისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებშიც.

სტიქიამ პრობლემები შეუქმნა ვანისა დ ბაღდათის მუნიციპალიტეტებსაც, სადაც ხანგრძლივი, გადაუღებელი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელში მეწყერსაშიში მდგომარეობა განვითარდა. ტყიბულში, საჩხერესა და ხარაგაულში მოსახლეობას პრობლემები თოვლმა შეუქმნა, რის გამოც დაიკეტა ტყიბულიდან სოფელ მუხურას მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზა, ხოლო ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი მიეწოდებათ შეფერხებებით. ამჟამად აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში უნალექო ამინდია და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში, ადიდებული მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. სოფელ პატარა ფოთში კი ადიდებული მდინარემ 5 საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა. ამჟამად წლის დონემ მდინარე რიონზე იკლო.

„ყველა დაზარალებულ სოფელსა და მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა და მიმდინარეობს უწყვეტი მუშაობა პრობლემების აღმოსაფხვრელად“, - აცხადებენ სამინისტროში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი