პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მკვლელი" სათამაშოები - თოჯინებში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს
"მკვლელი" სათამაშოები - თოჯინებში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს

ბავ­შვე­ბი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ნა­წი­ლია. ამი­ტომ, სუ­ლაც არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ მათ­თვის ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სო გვე­მე­ტე­ბა და რა­ო­დენ სა­წყე­ნია, რომ თურ­მე მათ­თვის ვყი­დუ­ლობთ სა­თა­მა­შო­ებს, რომ­ლე­ბიც ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცავს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრმა გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ლია თო­დუა ამ­ბობს, ჩა­ა­ტა­რეს კვლე­ვა, რომ­ლის შე­დე­გიც შო­კის მომ­გვრე­ლი და შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა:

ლია თო­დუა:

- გა­დავ­წყვი­ტეთ, შეგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი და სა­ბავ­შვო პრო­დუქ­ცია. კვლე­ვის და­წყე­ბი­სას ევ­რო­კავ­ში­რის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნეთ - სა­ერ­თოდ, ევ­რო­კავ­ში­რი ყო­ველ­თვის აქ­ვეყ­ნებს საფრ­თხის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის სიას, რო­მე­ლიც მის სა­ზღვრებ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს აქვთ სწრა­ფი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მა, სა­დაც ინ­ფორ­მა­ცია ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ვრცელ­დე­ბა და ქვეყ­ნდე­ბა. ვნა­ხეთ, რა სა­ეჭ­ვო სა­თა­მა­შო­ე­ბი იყო აღ­მო­ჩე­ნი­ლი ევ­რო­კავ­შირ­ში და მსგავ­სი სა­თა­მა­შო­ე­ბის მო­ძი­ე­ბა და­ვი­წყეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზეც.

- სა­თა­მა­შო­ე­ბი სად შე­ი­ძი­ნეთ?

- შე­მო­ვი­ა­რეთ დე­და­ქა­ლა­ქის მა­ღა­ზი­ე­ბი, შვიდ მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვი­ძი­ნეთ ათი თო­ჯი­ნა და ევ­რო­პის ერთ-ერთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გავ­გზავ­ნეთ. რად­გან ჩვენ­თან არ არის ასე­თი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, ყვე­ლაფ­რის უცხო­ეთ­ში გაგ­ზავ­ნა გვი­წევს. ეს იყო ბარ­ბის ტი­პის თო­ჯი­ნა, რო­მე­ლიც გა­რეგ­ნუ­ლად საკ­მა­ოდ ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ, რო­მე­ლიც ჩვენ­თვი­საც კი შო­კის მომ­გვრე­ლი იყო - 10 თო­ჯი­ნი­დან რვა­ზე უარ­ყო­ფი­თი დას­კვნა მი­ვი­ღეთ. ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რე­ბის დას­კვნით, ეს თო­ჯი­ნე­ბი შე­ი­ცავს მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბას, რო­მელ­საც ფტა­ლა­ტი ჰქვია და უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს ბავ­შვის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

- რა ნივ­თი­ე­რე­ბაა ეს და კონ­კრე­ტუ­ლად, რაზე მოქ­მე­დებს უარ­ყო­ფი­თად?

- ევ­რო­კავ­შირ­მა მი­ი­ღი დი­რექ­ტი­ვა, რომ ამ ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ბავ­შვო სა­თა­მა­შო­ებ­ში უნდა აიკ­რძა­ლოს. მას იყე­ნე­ბენ კა­ბე­ლებ­ში ან სან­ტექ­ნი­კურ ნა­წარმ­ში. რო­გორც კი სა­თა­მა­შო­ში ამ ნივ­თი­ე­რე­ბას აღ­მო­ა­ჩე­ნენ, მა­შინ­ვე ანად­გუ­რე­ბენ, ინ­ფორ­მა­ცია კი, სა­ჯა­როდ ქვეყ­ნდე­ბა. ჩვენც სწო­რედ ეს ინ­ფორ­მა­ცია ვნა­ხეთ. ცნო­ბი­ლია, რომ ფტა­ლა­ტი პირ­ველ რიგ­ში ბავ­შვის სქე­სობ­რივ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მოქ­მე­დებს უარ­ყო­ფი­თად, მაგ­რამ სხვა ორ­გა­ნო­ებ­საც აზი­ა­ნებს. ამ დას­კვნის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­ვახ­მა­უ­რეთ, მივ­მარ­თეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, პარ­ლა­მენტს, სა­ბა­ჟოს, რომ რა­ღაც მო­ვი­მოქ­მე­დოთ, რომ ასე­თი პრო­დუქ­ცია ჩვე­ნი ბავ­შვე­ბის ხელ­ში და ჩვენს ოჯა­ხებ­ში აღარ მოხ­ვდეს, მაგ­რამ ამა­ოდ!

- რა­ტომ, ქალ­ბა­ტო­ნო ლია?

- სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­თა­მა­შო­ე­ბის­თვის ნორ­მა არ არის დად­გე­ნი­ლი. ამი­ტომ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­თა­მა­შო­ებ­ში მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აღ­მოჩ­ნდა, ისი­ნი ჩვენს სა­ვაჭ­რო ქსელ­ში ისევ თა­ვი­სუფ­ლად იყი­დე­ბა. ეს სა­თა­მა­შო­ე­ბი ქსელ­ში გა­სა­ყი­დად ისევ იქ­ნე­ბა (!), მე­წარ­მე­ებ­საც ვაც­ნო­ბეთ და თუ არ იქ­ნე­ბა მათი კე­თი­ლი ნება, ისი­ნი არ არი­ან ვალ­დე­ბუ­ლი, სა­თა­მა­შო­ე­ბი ქსე­ლი­დან ამო­ი­ღონ. ამ დღე­ებ­ში სა­ბა­ჟო­და­ნაც უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ - რო­გორც ჩანს, იქაც ვე­რა­ფერს შეძ­ლე­ბენ, რად­გან თუ არ არის ნორ­მა­ტი­უ­ლი ბაზა და პრო­დუქ­ცია არ აიკ­რძა­ლე­ბა, სა­ბა­ჟო­ზე ვე­რა­ფერს იღო­ნე­ბენ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მკვლელი" სათამაშოები - თოჯინებში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს

"მკვლელი" სათამაშოები - თოჯინებში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს

ბავშვები ჩვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი ნაწილია. ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ მათთვის ყველაფერი საუკეთესო გვემეტება და რაოდენ საწყენია, რომ თურმე მათთვის ვყიდულობთ სათამაშოებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა გაავრცელა. როგორც ამ ორგანიზაციის პროექტების ხელმძღვანელი, ლია თოდუა ამბობს, ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგიც შოკის მომგვრელი და შემაშფოთებელი აღმოჩნდა:

ლია თოდუა:

- გადავწყვიტეთ, შეგვემოწმებინა, რამდენად უსაფრთხოა საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოები და საბავშვო პროდუქცია. კვლევის დაწყებისას ევროკავშირის გამოცდილება გამოვიყენეთ - საერთოდ, ევროკავშირი ყოველთვის აქვეყნებს საფრთხის შემცველი პროდუქტების სიას, რომელიც მის საზღვრებში აღმოჩნდება. ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ სწრაფი შეტყობინების სისტემა, სადაც ინფორმაცია ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება და ქვეყნდება. ვნახეთ, რა საეჭვო სათამაშოები იყო აღმოჩენილი ევროკავშირში და მსგავსი სათამაშოების მოძიება დავიწყეთ საქართველოს ბაზარზეც.

- სათამაშოები სად შეიძინეთ?

- შემოვიარეთ დედაქალაქის მაღაზიები, შვიდ მაღაზიაში შევიძინეთ ათი თოჯინა და ევროპის ერთ-ერთ ლაბორატორიაში გავგზავნეთ. რადგან ჩვენთან არ არის ასეთი ლაბორატორიები, ყველაფრის უცხოეთში გაგზავნა გვიწევს. ეს იყო ბარბის ტიპის თოჯინა, რომელიც გარეგნულად საკმაოდ ლამაზად გამოიყურებოდა. სამწუხაროდ, ისეთი პასუხი მივიღეთ, რომელიც ჩვენთვისაც კი შოკის მომგვრელი იყო - 10 თოჯინიდან რვაზე უარყოფითი დასკვნა მივიღეთ. ჩვენი ევროპელი მეგობრების დასკვნით, ეს თოჯინები შეიცავს მავნე ნივთიერებას, რომელსაც ფტალატი ჰქვია და უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ზრდა-განვითარებაზე.

- რა ნივთიერებაა ეს და კონკრეტულად, რაზე მოქმედებს უარყოფითად?

- ევროკავშირმა მიიღი დირექტივა, რომ ამ ნივთიერების გამოყენება საბავშვო სათამაშოებში უნდა აიკრძალოს. მას იყენებენ კაბელებში ან სანტექნიკურ ნაწარმში. როგორც კი სათამაშოში ამ ნივთიერებას აღმოაჩენენ, მაშინვე ანადგურებენ, ინფორმაცია კი, საჯაროდ ქვეყნდება. ჩვენც სწორედ ეს ინფორმაცია ვნახეთ. ცნობილია, რომ ფტალატი პირველ რიგში ბავშვის სქესობრივ განვითარებაზე მოქმედებს უარყოფითად, მაგრამ სხვა ორგანოებსაც აზიანებს. ამ დასკვნის მიღებისთანავე, ეს ინფორმაცია გავახმაურეთ, მივმართეთ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, საბაჟოს, რომ რაღაც მოვიმოქმედოთ, რომ ასეთი პროდუქცია ჩვენი ბავშვების ხელში და ჩვენს ოჯახებში აღარ მოხვდეს, მაგრამ ამაოდ!

- რატომ, ქალბატონო ლია?

- სამწუხაროდ, საქართველოში სათამაშოებისთვის ნორმა არ არის დადგენილი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სათამაშოებში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა, ისინი ჩვენს სავაჭრო ქსელში ისევ თავისუფლად იყიდება. ეს სათამაშოები ქსელში გასაყიდად ისევ იქნება (!), მეწარმეებსაც ვაცნობეთ და თუ არ იქნება მათი კეთილი ნება, ისინი არ არიან ვალდებული, სათამაშოები ქსელიდან ამოიღონ. ამ დღეებში საბაჟოდანაც უარყოფითი პასუხი მივიღეთ - როგორც ჩანს, იქაც ვერაფერს შეძლებენ, რადგან თუ არ არის ნორმატიული ბაზა და პროდუქცია არ აიკრძალება, საბაჟოზე ვერაფერს იღონებენ... განაგრძეთ კითხვა