პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლავრენტი ბერიას გეგმა ჰიტლერის ლიკვიდაციისთვის, რაზეც სტალინისგან უარი მიიღო
ლავრენტი ბერიას გეგმა ჰიტლერის ლიკვიდაციისთვის, რაზეც სტალინისგან უარი მიიღო

ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას მიერ არა­ერ­თი უნი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­აა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, რომ­ლებ­შიც ის პი­რა­დად მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მათ შო­რი­საა ჰიტ­ლე­რის პი­რა­დი მდივ­ნის, მარ­ტინ ბორ­მა­ნის ბერ­ლი­ნი­დან ევა­კუ­ა­ცია, რო­მე­ლიც სუ­პერ­გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში... ის­ტო­რი­კო­სი, დაზ­ვერ­ვის ექ­სპერ­ტი, უშიშ­რო­ე­ბის პოლ­კოვ­ნი­კი ევ­გე­ნი ლი­სენ­კო წერს:

"ნი­ურნ­ბერ­გის პრო­ცეს­ზე ჰიტ­ლე­რის პი­რად მდი­ვანს და ფა­შის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან პი­როვ­ნე­ბას, მარ­ტინ ბორ­მანს და­უს­წრებ­ლად სიკ­ვდი­ლი მი­უ­სა­ჯეს.

ბორ­მა­ნი უგ­ზო­უკვლოდ და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და. ამას­თა­ნა­ვე, ვრცელ­დე­ბო­და ხმე­ბი, რომ თით­ქოს 1945 წლის 2 მა­ისს, როცა ჰიტ­ლე­რი უკვე ორი დღის მკვდა­რი იყო, ბორ­მან­მა და­ტო­ვა ფი­უ­რერ­ბუნ­კე­რი და ბერ­ლი­ნის ლერტსის ხიდ­ზე თავი მო­იკ­ლა. 1972 წელს კი გერ­მა­ნი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და, რომ გა­თხრე­ბის შე­დე­გად, აღ­მო­ა­ჩი­ნეს ბორ­მა­ნის ნეშ­ტის ნარ­ჩე­ნე­ბი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად იყო და ხმებს ბორ­მა­ნის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა­სა და თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე, ბე­რი­ას უწყე­ბა ავ­რცე­ლებ­და უფ­რო­სის და­ვა­ლე­ბით. ბე­რი­ას კი ასე­თი ხმე­ბის გავ­რცე­ლე­ბა იმი­ტომ დას­ჭირ­და, რომ ბორ­მა­ნი მარ­თა­ლია, ნა­ცის­ტი დამ­ნა­შა­ვე იყო, მაგ­რამ ის, იმავდრო­უ­ლად, საბ­ჭო­თა აგენ­ტიც გახ­ლდათ. ამი­ტომ, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნალს რომ არ ჩა­ვარ­დნო­და ხელ­ში, პი­რა­დად სტა­ლი­ნის ბრძა­ნე­ბით, ბორ­მა­ნის სას­წრა­ფო ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და ალ­ყა­შე­მორ­ტყმუ­ლი ბერ­ლი­ნი­დან, რა­საც პი­რა­დად ლავ­რენ­ტი ბე­რია ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და...

1900 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბორ­მა­ნი ჯერ კი­დევ 1922 წელს გა­და­ი­ბი­რა "ჩე­კამ" და მას პი­რა­დად, ძერ­ჟინ­სკი აკონ­ტრო­ლებ­და სტა­ლი­ნის და­ვა­ლე­ბით. ბორ­მა­ნი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჰიტ­ლერს და­უ­ახ­ლოვ­და, მუ­დამ მის გვერ­დით იყო და პა­რა­ლე­ლუ­რად, საბ­ჭო­თა დაზ­ვერ­ვას, უფრო სწო­რად კი, პი­რა­დად მათ უფ­რო­სებს, უძ­ვირ­ფა­სეს ინ­ფორ­მა­ცი­ებს აწ­ვდი­და. 1938 წელს ეს მი­სია ლავ­რენ­ტი ბე­რი­ამ გად­მო­ი­ბა­რა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მან (ბე­რი­ამ) ფა­შის­ტუ­რი ბო­მონ­დის ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა წვრილ­მა­ნი იცო­და. ბე­რია, აგ­რეთ­ვე, ფლობ­და ფა­შის­ტე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის თით­ქმის 60 პრო­ცენტს, ანუ იმ­დენს, რამ­დენ­საც ბორ­მა­ნი, მაგ­რამ, საბ­ჭო­თა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ყო­ველ­თვის არ ახორ­ცი­ე­ლებ­და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას, რათა ბორ­მა­ნი არ გა­ე­შიფ­რათ და უძ­ვირ­ფა­სე­სი აგენ­ტი არ და­ე­კარ­გათ, რომ­ლის ბა­და­ლიც მა­ნამ­დე არ ჰყო­ლი­ათ. ბორ­მა­ნი არა მარ­ტო ინ­ფორ­მა­ტო­რი იყო, არა­მედ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჰიტ­ლე­რის ლიკ­ვი­და­ცი­აც უნდა მო­ეხ­დი­ნა.

ეს იყო ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას იდეა. სა­ა­მი­სოდ, "ენ­კა­ვე­დეს" უაღ­რე­სად სა­ი­დუმ­ლო "ფარ­მა­ცევ­ტულ" გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, 1940 წელს შექ­მნეს აბი-სა­წამ­ლა­ვი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ სას­მელ­ში მო­მენ­ტა­ლუ­რად იხ­სნე­ბო­და და არა­ნა­ირ კვალს არ ტო­ვებ­და. ორი დღის შემ­დეგ კი, მისი დამ­ლე­ვი ინ­ფარ­ქტით კვდე­ბო­და... ეს აბე­ბი მარ­ტინ ბორ­მანს სა­გან­გე­ბოდ გა­დას­ცეს და მოს­კო­ვი­დან მი­სუ­ლი ბრძა­ნე­ბის შემ­დეგ, მას ფი­უ­რე­რი უნდა მო­ე­წამ­ლა. ბე­რია შე­სა­ნიშ­ნა­ვად ერ­კვე­ო­და პო­ლი­ტი­კა­ში, მით უმე­ტეს, რომ უამ­რავ სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­და. ის ჯერ კი­დევ 1939 წელს მიხ­ვდა, რომ ორი-სამი წლის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა, ფა­შის­ტი ფი­უ­რე­რის ლიკ­ვი­და­ცი­ის სა­კი­თხი დამ­დგა­რი­ყო დღის წეს­რიგ­ში. ამი­ტომ, თა­და­რი­გი წი­ნას­წარ და­ი­ჭი­რა... ასე­თი სა­ჭი­რო­ე­ბა მარ­თლაც დად­გა 1941-1942 წლებ­ში, როცა ფა­შის­ტუ­რი არ­მი­ე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად მი­ი­წევ­დნენ წინ, ბე­რი­ამ სტა­ლინს ჰიტ­ლე­რის მო­შო­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა, რაც ბე­ლად­მა უარ­ყო: - ეს შე­ტე­ვე­ბი მა­ინც მო­სა­გე­რი­ე­ბე­ლია და ჰიტ­ლე­რის სიკ­ვდი­ლი დიდ შე­ღა­ვათს ვერ მოგ­ვცემს. ცო­ცხა­ლი ფი­უ­რე­რი კი მო­მა­ვალ­ში დი­დად გა­მოგ­ვად­გე­ბა ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბის­თვი­სო...

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბე­რია ჰიტ­ლე­რის ლიკ­ვი­და­ცი­ის­კენ იხ­რე­ბო­და, სტა­ლი­ნის სი­ტყვას ვერ გა­და­ვი­დო­და და ოპე­რა­ცია "ალ­მო­დე­ბუ­ლი სვას­ტი­კა", რო­მე­ლიც ჰიტ­ლე­რის მკვლე­ლო­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად, არას­დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა... სა­მა­გი­ე­როდ, ბრწყინ­ვა­ლედ ჩა­ტარ­და ოპე­რა­ცია "ბე­ღუ­რა ცაში", რო­მე­ლიც ასე­ვე ბე­რი­ამ და­გეგ­მა დე­ტა­ლუ­რად და მი­სი­ვე უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. ოპე­რა­ცია მარ­ტინ ბორ­მა­ნის ალ­ყა­შე­მორ­ტყმუ­ლი ბერ­ლი­ნი­დან ევა­კუ­ა­ცი­ას ისა­ხავ­და მიზ­ნად. ლე­გენ­და­რუ­ლი საბ­ჭო­თა მზვე­რავ-დი­ვერ­სან­ტი, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი პავ­ლე სუ­დოპ­ლა­ტო­ვი წერ­და: "ოპე­რა­ცია "ბე­ღუ­რა ცაში" პი­რა­დად ბე­რი­ამ შე­ი­მუ­შა­ვა და სულ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით საქ­მის კურ­სში. ხუმ­რო­ბა ხომ არ იყო, თვით მარ­ტინ ბორ­მა­ნი უნდა გა­მოგ­ვეყ­ვა­ნა ბერ­ლი­ნი­დან და პი­რა­დად ლავ­რენ­ტი ბე­რია იმ­ყო­ფე­ბო­და ჯერ კი­დევ და­უ­ცე­მელ ბერ­ლინ­ში...

ოპე­რა­ცი­ამ თით­ქმის უნაკ­ლოდ ჩა­ი­ა­რა და ბორ­მა­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა არ დაგ­ვჭირ­ვე­ბია. საქ­მე ის იყო, რომ ბე­რი­ამ პი­რა­დად ბრძა­ნა: თუკი ბორ­მა­ნის წა­მოყ­ვა­ნა არ მო­ხერ­ხდა ნე­ბის­მი­ე­რი მი­ზე­ზით, ის გა­ა­ნად­გუ­რე და ეცა­დე, კვა­ლი არ და­ტო­ვოო. ბორ­მა­ნის უკ­ვა­ლოდ გა­საქ­რო­ბად სპე­ცი­ა­ლურ ჩე­მო­დან­ში გო­გირდმჟა­ვა და ფუ­გა­სუ­რი ბომი მქონ­და, რო­მე­ლიც სხე­ულს ერ­თბა­შად ანად­გუ­რებს და აქ­რობს... ბორ­მა­ნი 2 მა­ისს გა­მო­ვი­და ჰიტ­ლე­რის ბუნ­კე­რი­დან და მას დაც­ვის 6 წევ­რი ახ­ლდა თან. შეხ­ვედ­რა ლერტსის ხიდ­თან იყო და­ნიშ­ნუ­ლი. მე და პოლ­კოვ­ნიკ­მა პრო­ხოშ­როვ­მა ექ­ვსი­ვე დავ­ხო­ცეთ. შემ­დეგ ბორ­მა­ნი "მერ­სე­დეს­ში" ჩავ­სვით, სა­დაც მან სას­წრა­ფოდ გა­მო­იც­ვა­ლა სა­მო­სი და ბე­რი­ას მი­ვუყ­ვა­ნეთ. ბე­რია "სმერ­შის" შტაბ­ში გვე­ლო­და და ბორ­მან­თან ერ­თად ცალ­კე ოთახ­ში გან­მარ­ტოვ­და, მე კი მი­თხრა: - თვითმფრი­ნა­ვი გვე­ლო­დე­ბა. შე­ას­რუ­ლე ოპე­რა­ცი­ის მე­ო­რე ეტა­პი. სწრა­ფად დაბ­რუნ­დი და სახ­ლში გავფრინ­დე­თო...

ოპე­რა­ცი­ის მე­ო­რე ეტა­პი იყო ბორ­მა­ნის სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მისი ორე­უ­ლის ლერტსის ხი­დი­დან გა­დაგ­დე­ბა, რო­მე­ლიც 1972 წელს "აღ­მო­ა­ჩი­ნეს" და ბორ­მა­ნის ნეშ­ტად შე­რა­ცხეს... ბორ­მა­ნის სუ­ი­ცი­დი­რე­ბუ­ლი ორე­უ­ლი სა­ი­მე­დოდ გვყავ­და გა­და­მა­ლუ­ლი - ის ბორ­მა­ნის სა­მოს­ში გა­მო­ვა­წყვეთ, ხი­დი­დან გა­და­ვაგ­დეთ და "სმერ­შის" შტაბ­ში დავ­ბრუნ­დით, სა­ი­და­ნაც ბე­რია, ბორ­მა­ნი, მე და პრო­ხო­რო­ვი სპე­ცი­ა­ლუ­რი თვითმფრი­ნა­ვით მოს­კოვ­ში გად­მოვფრინ­დით. ბორ­მა­ნი მთე­ლი გზა "რუსს­კა­ია ვოდ­კას" სვამ­და და ბე­რი­ას გერ­მა­ნულ ენა­ზე ელა­პა­რა­კე­ბო­და. მე და პრო­ხო­როვ­მაც კარ­გად ვი­ცო­დით გერ­მა­ნუ­ლი და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­გეთ. თუმ­ცა, ყვე­ლაფ­რის გამ­ხე­ლის უფ­ლე­ბა არ მაქვს, მაგ­რამ ერთს ვი­ტყვი - ბორ­მა­ნი, ჰიტ­ლე­რის ხსოვ­ნის, სტა­ლი­ნი­სა და ბე­რი­ას დღეგ­რძე­ლო­ბის სა­დღეგ­რძე­ლოს სვამ­და, თან მად­ლო­ბას უხ­დი­და ლავ­რენ­ტი პავ­ლო­ვიჩს, რომ ცო­ცხა­ლი გა­მო­იყ­ვა­ნა ბერ­ლი­ნი­დან..."

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პავ­ლე სუ­დოპ­ლა­ტო­ვი, ბე­რი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის, 15 წლით ჩას­ვეს ცხე­ში, სა­ი­და­ნაც ის ინ­ვა­ლი­დი გა­მო­ვი­და. იცო­ცხლა 89 წე­ლი­წა­დი და ბე­რი­ას - დაზ­ვერ­ვის გე­ნი­ას, სტა­ლინს კი დიად იდე­ა­ლისტს უწო­დებ­და...

სა­გუ­ლის­ხმოა ისიც, რომ ბე­რი­ას რე­კო­მენ­და­ცი­ით, ბორ­მა­ნი გმი­რო­ბის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვეს, ვი­ნა­ო­ბა შე­უც­ვა­ლეს, ცენ­ტრა­ლურ რუ­სეთ­ში და­ა­სახ­ლეს და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე (ბორ­მა­ნი 1968 წელს 68 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა) მას უშიშ­რო­ე­ბა იცავ­და.

ნიკა ლა­შა­უ­რი

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

ზურაბი
0

ბატონო ნიკა! შეცდომა გაქვთ დაშვებული...1922 წელს, სტალინი -დჟერზინსკის დავალებას ვერ მიცემდა ვინაიდან იგი, არ იყო მის დაქვემდებარებაში. სტალინი ამ პერიოდში იყო ეროვნებათა საქმის კომისარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლავრენტი ბერიას გეგმა ჰიტლერის ლიკვიდაციისთვის, რაზეც სტალინისგან უარი მიიღო

ლავრენტი ბერიას გეგმა ჰიტლერის ლიკვიდაციისთვის, რაზეც სტალინისგან უარი მიიღო

ლავრენტი ბერიას მიერ არაერთი უნიკალური ოპერაციაა ჩატარებული, რომლებშიც ის პირადად მონაწილეობდა. მათ შორისაა ჰიტლერის პირადი მდივნის, მარტინ ბორმანის ბერლინიდან ევაკუაცია, რომელიც სუპერგასაიდუმლოებული იყო ათწლეულების განმავლობაში... ისტორიკოსი, დაზვერვის ექსპერტი, უშიშროების პოლკოვნიკი ევგენი ლისენკო წერს:

"ნიურნბერგის პროცესზე ჰიტლერის პირად მდივანს და ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პიროვნებას, მარტინ ბორმანს დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯეს.

ბორმანი უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. ამასთანავე, ვრცელდებოდა ხმები, რომ თითქოს 1945 წლის 2 მაისს, როცა ჰიტლერი უკვე ორი დღის მკვდარი იყო, ბორმანმა დატოვა ფიურერბუნკერი და ბერლინის ლერტსის ხიდზე თავი მოიკლა. 1972 წელს კი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გათხრების შედეგად, აღმოაჩინეს ბორმანის ნეშტის ნარჩენები. სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარად იყო და ხმებს ბორმანის გაუჩინარებასა და თვითმკვლელობაზე, ბერიას უწყება ავრცელებდა უფროსის დავალებით. ბერიას კი ასეთი ხმების გავრცელება იმიტომ დასჭირდა, რომ ბორმანი მართალია, ნაცისტი დამნაშავე იყო, მაგრამ ის, იმავდროულად, საბჭოთა აგენტიც გახლდათ. ამიტომ, საერთაშორისო ტრიბუნალს რომ არ ჩავარდნოდა ხელში, პირადად სტალინის ბრძანებით, ბორმანის სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა ალყაშემორტყმული ბერლინიდან, რასაც პირადად ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა...

1900 წელს დაბადებული ბორმანი ჯერ კიდევ 1922 წელს გადაიბირა "ჩეკამ" და მას პირადად, ძერჟინსკი აკონტროლებდა სტალინის დავალებით. ბორმანი მოგვიანებით ჰიტლერს დაუახლოვდა, მუდამ მის გვერდით იყო და პარალელურად, საბჭოთა დაზვერვას, უფრო სწორად კი, პირადად მათ უფროსებს, უძვირფასეს ინფორმაციებს აწვდიდა. 1938 წელს ეს მისია ლავრენტი ბერიამ გადმოიბარა და შეიძლება ითქვას, რომ მან (ბერიამ) ფაშისტური ბომონდის ცხოვრების ყველა წვრილმანი იცოდა. ბერია, აგრეთვე, ფლობდა ფაშისტების სტრატეგიული ინფორმაციების თითქმის 60 პროცენტს, ანუ იმდენს, რამდენსაც ბორმანი, მაგრამ, საბჭოთა ხელმძღვანელობა ყოველთვის არ ახორციელებდა ამ ინფორმაციების რეალიზებას, რათა ბორმანი არ გაეშიფრათ და უძვირფასესი აგენტი არ დაეკარგათ, რომლის ბადალიც მანამდე არ ჰყოლიათ. ბორმანი არა მარტო ინფორმატორი იყო, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ჰიტლერის ლიკვიდაციაც უნდა მოეხდინა.

ეს იყო ლავრენტი ბერიას იდეა. საამისოდ, "ენკავედეს" უაღრესად საიდუმლო "ფარმაცევტულ" განყოფილებაში, 1940 წელს შექმნეს აბი-საწამლავი, რომელიც ნებისმიერ სასმელში მომენტალურად იხსნებოდა და არანაირ კვალს არ ტოვებდა. ორი დღის შემდეგ კი, მისი დამლევი ინფარქტით კვდებოდა... ეს აბები მარტინ ბორმანს საგანგებოდ გადასცეს და მოსკოვიდან მისული ბრძანების შემდეგ, მას ფიურერი უნდა მოეწამლა. ბერია შესანიშნავად ერკვეოდა პოლიტიკაში, მით უმეტეს, რომ უამრავ საიდუმლო ინფორმაციას ფლობდა. ის ჯერ კიდევ 1939 წელს მიხვდა, რომ ორი-სამი წლის შემდეგ, შეიძლება, ფაშისტი ფიურერის ლიკვიდაციის საკითხი დამდგარიყო დღის წესრიგში. ამიტომ, თადარიგი წინასწარ დაიჭირა... ასეთი საჭიროება მართლაც დადგა 1941-1942 წლებში, როცა ფაშისტური არმიები ძალიან სწრაფად მიიწევდნენ წინ, ბერიამ სტალინს ჰიტლერის მოშორება შესთავაზა, რაც ბელადმა უარყო: - ეს შეტევები მაინც მოსაგერიებელია და ჰიტლერის სიკვდილი დიდ შეღავათს ვერ მოგვცემს. ცოცხალი ფიურერი კი მომავალში დიდად გამოგვადგება ჩვენი პოლიტიკის გატარებისთვისო...

მიუხედავად იმისა, რომ ბერია ჰიტლერის ლიკვიდაციისკენ იხრებოდა, სტალინის სიტყვას ვერ გადავიდოდა და ოპერაცია "ალმოდებული სვასტიკა", რომელიც ჰიტლერის მკვლელობას ისახავდა მიზნად, არასდროს განხორციელებულა... სამაგიეროდ, ბრწყინვალედ ჩატარდა ოპერაცია "ბეღურა ცაში", რომელიც ასევე ბერიამ დაგეგმა დეტალურად და მისივე უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა. ოპერაცია მარტინ ბორმანის ალყაშემორტყმული ბერლინიდან ევაკუაციას ისახავდა მიზნად. ლეგენდარული საბჭოთა მზვერავ-დივერსანტი, გენერალ-ლეიტენანტი პავლე სუდოპლატოვი წერდა: "ოპერაცია "ბეღურა ცაში" პირადად ბერიამ შეიმუშავა და სულ რამდენიმე ადამიანი ვიყავით საქმის კურსში. ხუმრობა ხომ არ იყო, თვით მარტინ ბორმანი უნდა გამოგვეყვანა ბერლინიდან და პირადად ლავრენტი ბერია იმყოფებოდა ჯერ კიდევ დაუცემელ ბერლინში...

ოპერაციამ თითქმის უნაკლოდ ჩაიარა და ბორმანის განადგურება არ დაგვჭირვებია. საქმე ის იყო, რომ ბერიამ პირადად ბრძანა: თუკი ბორმანის წამოყვანა არ მოხერხდა ნებისმიერი მიზეზით, ის გაანადგურე და ეცადე, კვალი არ დატოვოო. ბორმანის უკვალოდ გასაქრობად სპეციალურ ჩემოდანში გოგირდმჟავა და ფუგასური ბომი მქონდა, რომელიც სხეულს ერთბაშად ანადგურებს და აქრობს... ბორმანი 2 მაისს გამოვიდა ჰიტლერის ბუნკერიდან და მას დაცვის 6 წევრი ახლდა თან. შეხვედრა ლერტსის ხიდთან იყო დანიშნული. მე და პოლკოვნიკმა პროხოშროვმა ექვსივე დავხოცეთ. შემდეგ ბორმანი "მერსედესში" ჩავსვით, სადაც მან სასწრაფოდ გამოიცვალა სამოსი და ბერიას მივუყვანეთ. ბერია "სმერშის" შტაბში გველოდა და ბორმანთან ერთად ცალკე ოთახში განმარტოვდა, მე კი მითხრა: - თვითმფრინავი გველოდება. შეასრულე ოპერაციის მეორე ეტაპი. სწრაფად დაბრუნდი და სახლში გავფრინდეთო...

ოპერაციის მეორე ეტაპი იყო ბორმანის სამოსში გამოწყობილი მისი ორეულის ლერტსის ხიდიდან გადაგდება, რომელიც 1972 წელს "აღმოაჩინეს" და ბორმანის ნეშტად შერაცხეს... ბორმანის სუიციდირებული ორეული საიმედოდ გვყავდა გადამალული - ის ბორმანის სამოსში გამოვაწყვეთ, ხიდიდან გადავაგდეთ და "სმერშის" შტაბში დავბრუნდით, საიდანაც ბერია, ბორმანი, მე და პროხოროვი სპეციალური თვითმფრინავით მოსკოვში გადმოვფრინდით. ბორმანი მთელი გზა "რუსსკაია ვოდკას" სვამდა და ბერიას გერმანულ ენაზე ელაპარაკებოდა. მე და პროხოროვმაც კარგად ვიცოდით გერმანული და ყველაფერი გავიგეთ. თუმცა, ყველაფრის გამხელის უფლება არ მაქვს, მაგრამ ერთს ვიტყვი - ბორმანი, ჰიტლერის ხსოვნის, სტალინისა და ბერიას დღეგრძელობის სადღეგრძელოს სვამდა, თან მადლობას უხდიდა ლავრენტი პავლოვიჩს, რომ ცოცხალი გამოიყვანა ბერლინიდან..."

მოგვიანებით, პავლე სუდოპლატოვი, ბერიასთან თანამშრომლობისთვის, 15 წლით ჩასვეს ცხეში, საიდანაც ის ინვალიდი გამოვიდა. იცოცხლა 89 წელიწადი და ბერიას - დაზვერვის გენიას, სტალინს კი დიად იდეალისტს უწოდებდა...

საგულისხმოა ისიც, რომ ბერიას რეკომენდაციით, ბორმანი გმირობის ორდენით დააჯილდოვეს, ვინაობა შეუცვალეს, ცენტრალურ რუსეთში დაასახლეს და სიცოცხლის ბოლომდე (ბორმანი 1968 წელს 68 წლის ასაკში გარდაიცვალა) მას უშიშროება იცავდა.

ნიკა ლაშაური

ჟურნალი "თბილისელები"

"გამოვიკეტე კარი... სამსახური არ მაქვს...სასოწარკვეთილების შეგრძნება დამეუფლა" - მაკა ჩიჩუა პანდემიის დროს შექმნილ პრობლემებზე

"1 009 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 441 ხელოვნურ სუნთქვაზეა" - რა დეტალებია ცნობილი კორონავირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობის შესახებ

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 პაციენტი გარდაიცვალა